ჭას ჩავხედე.თითქოს მთვარე იმ ღამით სავსე იყო.მისი შუქი თოვლზე დღის შუქივით ანათებდა მაგრამ ჭაში ოდნავადაც ვერ აღწევდა,თითქოს შავი ხვრელივით ისრუტავდა და შთანთქავდა სინათლეს.ღრმა წყვდიადიდან ერთხელ კიდევ მომესმა ხმა მაგრამ ამჯერად მხოლოდ ბოროტი სიცილის.
ყვავილების სურნელი, აჩრდილივით დამყვება
ვინც გაზაფხულს მომიყვანს, მეც ის შემიყვარდება!
"დეკემბერი"
ვხედავ სამოსს როგორ იხდის შემოდგომა
ქარმა ურცხვად გააშიშვლა ხეთა ჯარი,
აკივლებულ ტოტებს ცრემლი მოერია
და ფოთლების წვიმას ვუცქერ ჩემი თვალით.
ვზივარ ფურცლის ნაგლეჯით და კალმით ხელში
ბუხრის ალი გაშიშვლებულ ფიქრებს მიწვავს,
მონატრებულს შემომხვია ხელი მუზამ
წერის მძაფრი სურვილები სუნთქვას მიკრავს.
სევდას გავატან იანვარს და თებერვლის დღეებს
შემოვინახავ ასაკინძად ღიმილის მიზეზს,
ფუნჯით შევმატებ ცისარტყელის მხიარულ ფერებს
ზამთრის სიმკაცრით გაყინულ და უფერულ ფიქრებს.
დღეს იდუმალმა თებერვალმა ფრთები გაშალა
მის სიმკაცრეს და სიშავთეთრეს არ აქვს საზღვარი,
ხელი ჩაგვავლო, ამოსუნთქვაც აღარ გვაცალა
მზეც ვეღარ გვათბობს, სხივები აქვს სადღაც გამქრალი.
მოსაწყენი და უფერული დილა გათენდა
მიედინება წამი, წუთი, თითქოს უაზროდ
თოვლის სტუმრობით არემარე სულ გადაფერდა
მეც გავ-შავ-თეთრდი, მოვიწყინე აღარ უარვყოფ.
შიშველ ხელებზე ოქტომბერს ვიხვევ
მაგრამ ანაცვლებ შენი მკლავებით,
გიყურებ, ისევ სიმშვიდეს მირღვევ
სითბოდ დაღვრილი შენი თვალებით.
უსიკეთოდ დარჩენილი კაცის გული
ბოღმითა და შურით არის აღსავსე,
რატომ გვიკვირს, თუ ამ გულის მეპატრონე
ლახვარს ჩაგვცემს, გვიღალატებს ათასჯერ.
უეცრად შიშმა ამიტანა, ადამიანის დაკარგვის შიშმა, მარტო დარჩენის შიშმა. წარმოვიდგინე რომ სრულიად მარტო დავრჩი ამ სამყაროში და საკუთარი თავი ძალიან შემებრალა. წარმოდგენა არ მქონდა ამ პატარა, მაგრამ ჩემთვის დიდი ადამიანების გარეშე რა უნდა მექნა. ვინ ვიყავი და რა დავრჩებოდი მათ გარეშე. ძალიან მომინდა აქამდე უთქმელი წინადადებების თქმა. თითქოს გულიდან სიმძიმეს მოვიხსნიდი, თითქოს ამით შევძლებდი ჩემი წილი სიყვარულის გაცემას, ყოველთვის რომ მიჭირდა.
ეს ისტორია ჩემ მეგობარზეა და მინდა მოგიყვეთ რა ძლიერია და რამდენის გადატანა დაა შემდეგ ფეხზე წამოდგომა დაა გზის გაგრძელება შეძლო ეს ისტორიაა ყველააა ქალზეაა
ახლაც კი, როცა ღამით დავწვები და თვალებს დავხუჭავ, პატარა მოუსვენარი გოგონა ვხდები, რომელმაც ერთ საღამოს ზღაპარში იმოგზაურა.