მეუბნებოდა, ასე დაიღუპებიო... რელობასაც უნდა გაუსწორო თვალი ცოტაო. მე კიდევ არ მესმოდა. ან უბრალოდ არ მინოდა ნაწამები დედის, რეალობა დამენახა ჩემი თვალებით.
ჩემი ასაკის ქალბატონებს გეცოდინებათ როგორი მძიმე პერიოდის გადატანა გვიწევდა იმ დროს. როგორ გვციოდა საბნის ქვეშ, როცა წესით ბავშვებს სითბო უნდა ეგრძნოთ. როგორ ვიზრდებოდით ნანატრ პურზე, სხვის ყველზე და რაც მთავარია ერთმანეთის ნაქონი ტანსაცმლით...
მერხთან კი არ იჯდა, ზედ იწვა. ნახევარი სხეულით იყო გადაწოლილი, ხელები ქვევით გადაეყარა და ლოყას ცივ სხეულს აბჯენდა. აბიტური ჰქონდათ, ამიტომ უკვე მერამდენედ შეკრებილიყო კლასი და მომავალ ბანკეტზე მსჯელობდნენ. თავიდან თვითონაც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ ისე დაიღალა, ახლა მოსმენაც კი ეზარება.
საყვარელი სეზონი, გაზაფხული და შემოდგომა! ამ ექვსი თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ შუაში ზაფხული და ზამთარი მურმანის ეკალივით ეკვეხება, თავს მაინც საოცრად ვგრძნობ. მარტო ამიტომ ღირს ალბათ ცხოვრება! გაზაფხულზე მე ვარ დაბადებული, შუა გაზაფხულის გოგო ვარ. აპრილის 12_ში გამაგორა დედამ. შემოდგომის 12 ოქტომბერს კი მოპარული საქმრო დედამისმა.
ყველაზე მეტად ხომ უნდა ძულდეს. ისევ ხომ გრძნობს აუტანელ ტკივილს, ისევ ხომ ეღვიზება ღამე ცრემლებით, ხომ უნდა ძულკდეს?! მაგრამ მაინც უყვარხარს. ახლა ესდოება, თითქოს მოვა რაღაც რაც აუცილებლად შეცვლის წინას და ეს ახლის მოლოდინი ახარებს, ძველებურად ვერა მაგრამ ხომ ახარებს ეს ახლაც იმედია მისთვის.
-ეწევი?
-კი
-ასე ღრმა ნაპასებით რატო?
-მომენატრე და მაგიტომ რა...
გაეღიმა.მასაც ხომ ძალიან ენატრებოდე იმაზე მეტად ვიდრე დემეტრეს,წამიდან წამამდე ენატრებოდა და ეს სულ გულს უწვავდა...
მანქანის მართვა ისე მიჭირდა, მეგონა სადმე ხეს შევასკდებოდი, გზაზე პირველსავე შემხვედრ მაღაზიაში შევედი და „ნაბეღლავი“ ვიყიდე,
ბავშვს ჩავაცვი და მისაღებში გავედი. ზურა ტელეფონში რაღაცას ჩაშტერებოდა, ფეხის ხმაზე გამოგვხედა და კაკის გაუცინა. კარებზე ზარმაც არ დააყოვნა, ბავშვიანად წავედი იქით და კარები გავაღე. დათო ერთი ცალი ვარდით ხელში ატუზული იდგა და მიღიმოდა. მესიამოვნა თან ძალიან. ყოველთვის ასე იცოდა, სამსახურიდან ერთი ვარდით ხელში ბრუნდებოდა. ის ორი თვე აღარ მოქნოდა და მეც მაშინ გამიჩნდა ეჭვები. არადა ყველაფერი ისე კარაგდ დაიწყო. ერთმანეთის იქით მართლა ვერავის ვხედავდით. ერთხელ ლავ სთორსაც მოვყვები!
იმ საღმოსაც ციოდა.
ახლაც ცივა. უშენოდ ყოველთვის ცივა.
ციოდა და წვიმდა. მე ისევ მომაკითხა შენმა მონატრებამ, აქაო და მოვედი, მაგრამ არსადაც წავსულვარო.
ისევ მეტკინა უშენობა. ისევ ისე უცხოდ და ეკლიანად.
ქალაქი უკვე მორთული იყო ათასგვარი განათებით. ამრეზით ავხედე გზის თავზე გაჭიმულ „ელექტროკარდიოგრაფიას“ და თვალები გადავატრიალე. საოცარი ქალაქია, საოცარი მაცხოვრებლებით.
ამინდს ვერ გადაუწყვიტავს ზამთარს დანებდეს თუ შემოდგომას. ვერც მე გადამიწყვიტავს გავთბე თუ გავიყინო.
რვა დეკემბერია, მაგრამ ფანჯარაში ვიყურები და ოქტომბრის რვა მგონია. ხეები ჯერ არ გაშიშვლებულან, ყოველ შემთხვევაში ჩემ ფანჯრებში.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რაღაცით ვარ უკმაყოფილო! ჩემი თავით განსაკუთრებით!