საიტი შექმნილია ახალბედა მწერლებისთვის და მათი მკითხველისთვის.აქ განთავსებულია ახალბედა მწერლების ისტორიები,ლექსები,ჩანახატები,ტესტები,რჩევები და სხვ., რაც სჭირდება ადამიანს განვითარებისთვის.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს მკითხველი და ასევე მწერალი, ამისთვის კი აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციისა და სიახლის განთავსებისთვის ,აუცილებელია დაიცვათ წესები.
საიტის „Mwerali.com“ -ის წესები შედგენილია იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტული და ხელსაყრელი ატმოსფერო.
რეგისტრაციის წესები
- რეგისტრაციის დროს წევრი ვალდებულია მიუთითოს აქტიური E-Mail ,რადგან პაროლის აღდგენის შემთხვევაში ელფოსტის საშუალებით შეძლოს სურვილის განხორციელება.
- რეგისტრაციის დროს წევრი ვალდებულია აირჩიოს ნიკი, რომელიც ხელსაყრელია როგორც საიტის ფორმატის, ასევე თქვენი სურვილისთვის.
ნიკი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და უნდა ჯდებოდეს ეთიკის საზღვრებში!
- რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სოციალური ქსელების საშუალებით.
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ მკითხველი ხდება საიტის სრულფასოვანი წევრი და მას შეუძლია სხვადასხვა კატეგორიაში სიახლეების დამატება.
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ თუ წევრი არ იქნება აქტიური და არ შევა საკუთარ პროფილზე გარკვეული დროის განმავლობაში, საფრთხე შეიქმნება მისი წაშლის/გაქრობის.
ზოგადი წესები
- თითოეული წევრი ვალდებულია არ მიაყენოს შეურაცხყოფა საიტის სხვა წევრს.
- საიტის წევრი ვალდებულია დაიცვას ცენზურა,წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებას ,მეორედ განმეორების შემთხვევაში კი გარკვეული ვადით დაიბლოკება მისი პროფილი საიტზე.
- თითოეული საიტის წევრი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაფრთხილების გარეშე არ გაიტანოს და არც შემოიტანოს სხვა ავტორის ნაშრომი,წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება განთავსებული სიახლე.
- საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა არის “Mwerali.com”-ის საკუთრება,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით .(წაკითხვა ,დაწერა , საიტზე გამოქვეყნება ... )
- საიტს უფლება აქვს გამოქვეყნებული მასალა გამოიყენოს ინტერესების შესაბამისად და წევრის სურვილისა თუ მოთხოვნის მიუხედავად არ წაშალოს საიტიდან არსებული მასალა.
- საიტის მასალების უნებართვოდ სხვადასხვა ინფორმაციულ საშუალებებსა და სოციალური ქსელებში გამოქვეყნება დაუშვებელია !
- საიტის მასალების სხვადასხვა ინფორმაციულ საშუალებებსა და სოციალური ქსელებში გამოქვეყნებისთვის საჭიროა ადმინისტრაციასთან შეთანხმება.
სიახლის დამატების წესები
- საიტზე მასალის დამატება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ წევრს.
- მასალის დამატებისას უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ქართული შრიფტი ,წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება მასალა.
- მასალის დამატებისას ველში “კატეგორია“ უნდა აირჩიოთ სიახლის შესაბამისი კატეგორია ,სხვა შემთხვევაში სიახლე წაიშლება.
- მასალის დამატებისას ველში „სათაური“ უნდა ემთხვეოდეს მასალის შინაარს ,ან შესატყვისი იყოს კატეგორიის შინაარსის.
- მასალის დამატებისას ველში „მოკლე აღწერა“ არ უნდა აღემატებოდეს 3 ხაზს და უნდა იყოს მოკლედ გადმოცემული მასალის შინაარსი.
- მასალის დამატებისას ველში „სრული აღწერა“ უნდა იყოს ატვირთული ის მასალა ,რომლის გამოქვეყნებაც გსურთ . მასალა უნდა იყოს გრამატიკულად გამართული.
- მასალის დამატებისას ველში „გამოსახულება“ უნდა აიტვირთოს ისეთი ფოტოსურათი ,რომელიც შეესაბამება მოცემულ მასალას,არ უნდა შეიცავდეს ეროტიკული სახის ნიშნებს და არ უნდა ჰქონდეს სხვა საიტის ლოგო.
- ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ველის შევსების შემდეგ შესაძლებელი იქნება მასალის გამოქვეყნება,ამისთვის საჭიროა დააკლიკოთ „დამატება“ -ს ,რის შემდეგაც სიახლე გაივლის შემოწმებას და თუ თქვენი სიახლე ისე იქნება დამატებული როგორს წესებშია მოცებული ,ამ შემთხვევაში გამოქვეყნდება საიტის მთავარ გვერდზე.
- „გაწმენდა“ - წაიშლება ყველა ველში ჩაწერილი სიტყვა.
სტატუსები საიტზე
- სტუმარი - შეუძლია საიტზე დარეგისტრირების გარეშე წაიკითხოს და შეაფასოს სიახლე. მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და მიწეროს ადმინისტრატორს პრობლების თუ კითხვების არსებობის შემთხვევაში.
- წევრი/მკითხველი -დარეგისტრირების შემდეგ საიტის სტუმარი ხდება წევრი/მკითხველი ,ვისაც შეუძლია როგორც სიახლის წაკითხვა-შეფასება,ასევე გამოქვეყნება ,თუმცა მისი სიახლე ვერ გამოქვეყნდება შემოწმების გარეშე. შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და მიწეროს ადმინისტრატორს პრობლებისა თუ კითხვების არსებობის შემთხვევაში.
- მწერალი - საიტზე მწერლის სტატუსი ენიჭება წევრს ,მას შემდეგ რაც მას ექნება კონკრეტული რაოდენობის სიახლეები და კომენტარები.მას შეეძლება ,როგორც სიახლის წაკითხვა-შეფასება,ასევე გამოქვეყნება ,შემოწმების გარეშე.შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და მიწეროს ადმინისტრატორს პრობლების თუ კითხვების არსებობის შემთხვევაში.
- აქტიური მწერალი - საიტზე აქტიური მწერლის სტატუსი ენიჭება წევრს ,მას შემდეგ რაც მას ექნება კონკრეტული რაოდენობის სიახლეები და კომენტარები. მას შეეძლება ,როგორც სიახლის წაკითხვა-შეფასება,ასევე გამოქვეყნება ,შემოწმების გარეშე.შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და მიწეროს ადმინისტრატორს პრობლების თუ კითხვების არსებობის შემთხვევაში.
- ჟურნალისტი -სტატუსი ენიჭინება საიტის ნებისმიერ წევრს ,კონკრეტული რაოდენობის სიახლეების,მისი სურვილისა და ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ.ჟურნალისტი ვალდებული კონკრეტულ კატეგორიებში დაამატოს სიახლეები. მას შეეძლება ,როგორც სიახლის წაკითხვა-შეფასება,ასევე გამოქვეყნება ,შემოწმების გარეშე.შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და მიწეროს ადმინისტრატორს პრობლების თუ კითხვების არსებობის შემთხვევაში.
- მოდერატორი -სტატუსი ენიჭინება საიტის ნებისმიერ წევრს ,მისი სურვილისა და ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ. მას შეეძლება ,როგორც სიახლის წაკითხვა-შეფასება,გამოქვეყნება შემოწმების გარეშე. ამ სტატუსის მქონე წევრი ვალდებულია სხვადასხვა კატეგორიაში ატვირთოს სიახლეები.შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და მიწეროს ადმინისტრატორს პრობლების თუ კითხვების არსებობის შემთხვევაში. ვალდებულია გამოაქვეყნოს საიტზე ატვირთული სიახლეები.
- მმართველი/ადმინისტრატორი (საიტის მფლობელი) -საიტის ადმინისტრატორს აქვს უფლება გამოაქვეყნოს სიახლე საიტის წესების დაცვით,ნებისმიერ კატეგორიაში.მას აქვს უფლება წაშალოს სიახლე თუ კომენტარი წესების დარღვევის შემთხვევაში. მას აქვს უფლება შენიშვნა მისცეს ნებისმიერი სტატუსის მქონე წევრს თუ ის არღვევს საიტის წესდებას,თუმცა ადმინისტატორი ვალდებული ახსნა-განმარტება გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშრებით,წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლია წევრს გაასაჩივროს მისი ქმედება.
საიტზე სტატუსის მქონე წევრები,ვისაც შემოწმების გარეშე შეუძლიათ სიახლის ატვირთვა განსაკუთრებით არიან ვალდებულნი ყველა წესის დაცვის,რადგან მათი სიახლე არ მოწმდება მოდერატორისა თუ ადმინისტრატორის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრატორისგან მიიღებს გაფრთიხლებას ,ხოლო 3 გაფრთხილების შემდეგ ჩამოერთმევა სტატუსი,ან მოხდება დროებით მისი პროფილის დაბლოკვა.
კომენტარის დამატების წესები
- სიახლეზე აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველას და არ არის სავალდებულო ამისთვის რეგისტაციის გავლა.
- საიტზე კომენტარის დამატება შესაძლებელია სოციალური ქსელებიდანაც.
- კომენტარი უნდა იყოს ქართული შრიფტით,სხვა შემთხვევაში წაიშლება.
- კომენტარის დამატების დროს წევრი/სტუმარი ვალდებულია დაიცვას ცენზურა და შეურაცხყოფა არ მიაყენოს საიტსა და მის წევრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებასა და წაიშლება მისი კომენტარი ,მეორედ განმეორების შემთხვევაში კი დაიბლოკება გარკვეული ვადით.
- მომხმარებელი ვალდებულია კომენტარი დაწეროს გარკვევით და კონკრეტულად იმ სიახლის შესახებ გამოხატოს აზრი ,სხვა შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებას და წაიშლება კომენტარი,რამდენჯერმე მსგავსი ფაქტის განმეორებისას დაიბლოკება გარკვეული ვადით.
- კომენტარის დამატების დროს იკრძალება რეკლამირება !
საიტის კატეგორიები
- საიტზე კატეგორიაში „მთავარი“ სიახლის დამატება შეუძლია მხოლოდ მმართველ/ადმინისტრატორს .
- საიტზე კატეგორიაში „ჭორიკანა“ სიახლის დამატება შეუძლია,როგორც ჟურნალისტის სტატუსის მქონე წევრს,ასევე ადმინისტრატორს.
- საიტზე კატეგორიაში „ელექტრონული წიგნები“ და „ფილმები“ - სიახლის დამატება შეუძლია ,როგორც მოდერატორსა და ჟურნალისტს ,ასევე საიტის ადმინისტრატორს.
კონტაქტი
- თითოეული წერილი ადმინისტრატორთან უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული.
- სტუმარი/წევრი ვალდებულია დაიცვას მიმოწერაში ცენზურა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებას ,ხოლო განმეორების შემთხვევაში დაიბლოკება გარკვეული ვადით.
- ადმინისტრატორი ვალდებულია წევრი გაათვითცნობიეროს ყველა საკითხში,რომელიც აინტერესებს წევრს/სტუმარს.
- წევრი ვალდებულია პრობლემის შემთხვევაში ადეკვატური ფორმით გააცნოს ადმინისტრატორს შემთხვევა.თავის მხრივ ადმინისტრატორი ვალდებულია მცირე დროში აღმოფხვრას პრობლემა.
„Mwerali.com”-ის ჯგუფის წესები.
- ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.
- ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია დაიცვას ცენზურა,წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებას,განმეორების შემთხვევაში კი დაიბლოკება ან წაიშლება ჯგუფიდან.
- ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია პატივი სცეს დანარჩენ წევრებს,წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებას,განმეორების შემთხვევაში კი დაიბლოკება ან წაიშლება ჯგუფიდან.
- ჯგუფში იკრძალება რეკლამირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
- ჯგუფში ადმინისტრაციისა თუ საიტის სახელით განცხადების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ადმინისტრატორებს,სხვა ნებისმიერი წევრის მიერ გაკეთებული განცხადება წაიშლება ,წევრი მიიღებს გაფრთხილებასა და ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დაიბლოკება გარკვეული ვადით.
ადმინისტრაცია მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ჩვენი საიტით!