''შესანიშნავი შვიდეული''
08.10.2017, 18:40
..ახლა პაწაწინა ხელის კვრაღა დამრჩა რომ საბოლოოდ გავუჩინარდე.საკუთარ თავზე ბევრს ვიცინი და მერე წამის მეასედში ვჩუმდები ერთი მარტივი მიზეზის გამო. გაიცინებ,რა,იტირებ და რა.არაფერი.ადამიანს გვერდით ვინმე რომ არ ყავს ისე უჭირს საკუთარი მარტოობის ამოსუნთქვაც კი კლავს.ჩემი  ამბავი იმით დაიწყო რითიც ალბათ დასრულდებოდა.ნურასოდეს დაუჯერებთ იმ ადამიანს რომელიც იმაზე გესაუბრებათ რისი გამოცდილებაც არ აქვს,რადგან ერთია წარმოიდგინო როგორი იქნება როცა მოკვდები,და მეორე ის წამი როცა გრძნობ როგორ კვდები.გრძნობა ეს ადამინთა იმ თვისებაში?ალბათ,შედის რომელიც ადამიანს ასუსტებს და აძლიერებს ერთდროულად.დაავადებულ სულზე უარესი არაფერია,ეცადეთ აიცდინოთ ეს ძლიერი დაავადება რადგან ვერ განიკურნებით,იქამდე სანამ არ მიხვდებით ცხოვრებისგან რა გინდათ.მე გასწავლით ჩემი გამოცდილებით,არ მინდა ვინემს ეგონოს რომ ამ სიტყვებს ჰაერზე ვწერ,მინდა დაფიქრდეთ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა და დავდაჯერება იმის რომ თქვენ შეგიძიათ ყველაფერი?
და თუ არა,ან ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი ამაში, წაიკითხეთ.
    
 პირველად უთქმელობამ დამღუპა,როცა ვიცოდი მაგრამ არ ვთქვი ან იმაზე ფიქრში მეთქვა თუ არა სხვამ დამასწრო თქმა.მოკლედ პირველი წესი,ნურასდროს შეგეპარებათ ეჭვი იმაში რისი გაკეთებაც გინდათ,თუ იცი აუცილებლად თქვი,და თუ არ იცი მაინც თქვი. უთქმელობით დაკარგავ დროს,რომელიც შენი იყო.გაკვეთილზე,ლექციაზე და ცხოვრებაში,ნუ დაელოდებით ვიღაცას,რომელიც თქვენს გასაკეთებელს გააკეთებს,ასე არავინ მოიქცევა ყველას საკმარისზე მეტი საზრუნავი აქვს თავის ცხოვრებაში და ახლა სხვის პრობლემებსაც მიხედოს?,ვერ დაგამშვიდებთ ასე არაა,ესეც წესი მეორე,ერთადერთი თქვენი თავის იმედი გქონდეთ ასეთ სიტვაციაში,რადგან დრო,მეგობრებს წაგართმევს და სიკვდილი - უფრო მეტს.წესი მესამე,ცხოვრებით დატკბით,ყოველი წუთი,წამი გამოიყენეთ,დაუკვირდით ყველაფერს რაც თქვენს გარშემო ხდება,შემთხვევით?შემთხვევით ხომ არაფერიც არ ხდება,ზოგიერთი რამ გარდაუვალია და ამასთან შეგუება ისწავლეთ.ოჯახის დაფასება შეძელით,იმ ადამიანების რომლებიც ყველაფრის მიუხედავად შენს გვერდით იქნებიან.დააფასე რომ დაგაფასონ,მარტო არ დარჩე,თორემ განა მარტოობა სიკვდილის ტოლფასი არაა,გამომიცდია,და თან როგორ გამომიცდია.მეოთხე,არ  ინანოთ ის რაც გააკეთეთ,რადგან უკვე გააკეთეთ.ადამიანის ბუნებას გააჩნია თორე ზოგს სრულებით არ ადარდებს ის თუ რა გააკეთა,მაგრამ მე როცა ჩემი ნაბიჯის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები,ან არასწორ საქციელს გავაკეთებ მუდმივად ვფიქრობ ამაზე,;''ნეტა ასე არ გამეკეთებინა'',დრო გადის და მაინც ვფიქრობ,მაგრამ რა აზრი აქვს,რაც გააკეთე უკვე წარსულია,და რას გააკეთებ შენზეა დამოკიდებული.ვისთვის როგორ მაგრამ,ესეც მეხუთე,''თავის გატეხვას,სახელის გატეხვა ჯობიაო.''ესეც რომ არა,ხალხს თავი დავანებოთ,მშობლებს თქვენი არასდროს შერცხვეთ ისე იცხოვრეთ,რადგან ყველაზე მთვარი ის ორი ადამიანია რომელიც მთელი ცხოვრება დაბადებიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე თქვენით ისულდგმულებს და იცოცხლებს.მეექვსე,რომ იცოდეთ რამდენ რამეს დაკარგავთ ცოვრებაში,რამდენს შეელევით,მაგრამ თუ გაუძლებთ და დასანახს დაინახავთ ბევრსაც შეიძენთ,ბევრ ფასეულს.ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია,ისწავლეთ მისგან,ეს დაგეხმარებათ ყოველთვის.ცხოვრება გვაყალიბებს,თორემ ძლიერი ადამიანები უბრალოდ არ იბადებიან,პრეტენზიები გქონდეთ თქვენ თავთან,თუ რაღაცას ვერ გააკეთებთ თავიდან სცადეთ,სცადეთ,სცადეთ და ისევ სცადეთ.შესანიშნავი შვიდეულის ბოლო რგოლი,თითოეული დღის და საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ,ყოველი დღე ერთმანეთს არ გავს,და ეს კარგია,ეს მრავალფეროვნება ავსებს ჩვენს სიცოცხლეს,არ ინერვიულოთ იმაზე რაც მოხდა,რაც გააკეთეთ,რაც არ გამოგივიდათ,გაიცინეთ ამაზე, მომავალში გამოგივათ,რადგან ცხოვრება ქამელეონივით ცვალებადია,თქვენზე არაა დამოკიდებული ღრუბლიანი ამინდი იქნება თუ მზინი,მაგრამ როგორი იქნება თქვენი დღე ეს უკვე-თქვენზეა..
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: პეპელა | ტეგები: შვიდეული, შესანიშნავი
ნანახია: 782 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar