ღამის 12 საათი სრულდებოდა, ნამცხვარი ფრთხილად გავიტანე გარეთ, ჩემი მეზობლის კარებზე დავაკაკუნე და აჩქარებული ნაბიჯით შემოვედი სახლში. ამასობაში ხალხი გარეთ გასულიყო ახალი წლის შესაგებებლად, უკვე თითებზე ითვლიდნენ ბოლო წამებს და ამ დროს ჩემი მეზობლის სახლიდან ისევ შემომესმა ხმა, ოღონდ ამჯერად სიხარულით, ღიმილით და ბედნიერებით გაჟღენთილი.
-დედიკო, რა ლამაზი ნამცხვარია, შეხედე როგორი ფერადია. _ ფეხებს იატაკზე აბაკუნებდა გახარებული გოგონა.
-ხედავ დე? სასწაულების უნდა გჯეროდეს, ახალ წელს ყველა ოცნება სრულდება.
ხმაური, ქაოსი...
ქალაქის გამაყრუებელი ხმაური, რომელიც გვაგრძნობინებს რომ ცოვხლები ვართ, გვაგრძნობინებს რომ ვარსებობთ. ქალაქი თექვსმეტ სართულიანი შენობებით, ქარხნებითა და ძალიან ცოტა ჭადრის ხეებით. ალბათ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის პერსპექტივა არ გვხიბლავს.
ვდგავარშეღებილი ქარხნები. ქაოსურად მოძრავი სპორტული მანქანები. სიგარეტს სიგარტზე ვეწევი და ჩემთვის ფიქრებში ვარ გართული. ერთი ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი დასაწყისია. გუშინდელი მოსაწყენი
შემოდგომაა... შემოდგომა... ჩემსავით სასოწარკვეთილი...
მეგობარმა მიმატოვა... უსიტყვოდ წავიდა...
18 წლის სალვას ჩანახატები საკუთარი მტანჯველი ცხოვრებიდან.
იცით როგორ დაწერა მოცარტმა მთვარის სონატა?არ მახსოვს სად და როდის წავიკითხე,მაგრამ ვიცი რომ მისი შთაგონების წყაროდ ბრმა გოგო იქცა.ბრმა გოგო,პატარა სახლით და სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქით.როდესაც უკანასკნელი სანთელი ჩაიწვა მოუწიათ რომ კლავიშების დასანახად დარაბები გადაეწიათ და ოთახში მთვარის შუქი შემოეშვათ,მთვარე,რომელიც ვინ იცის რამდენ მუსიკოსს დახმარებია ფორტეპიანოზე დაკვრაში.სანამ მოცარტამდე მიაღწევდა,სანამ მოცარტი ბრმა გოგოს შეხვდებოდა და სანამ ბრმა გოგო მოცარტის პირველ სიმფონიას მოისმენდა.
შემეშინდება მისი განადგურებული სახის დანახვის. პანიკური შიშით შემეშინდება ძლივს გაწყვეტილ თოკს ხელი რომ არ წამოვავლო და კანკალით ერთმანეთს არ გადავაბა. შემეშინდება საბოლოოდ არ დავუსვა წერტილი ჩვილ თავისუფლად მსუნთქავ დამოუკიდებელ არსებობას და ხელახლა არ ავიზილო ამ ბლანტ სიყვარულის საწამლავში…
როდესაც იმ გზას გადაუხვევს, რაც აქამდე სწორი ეგონა და მაშინ, საკუთარი მე-ხატისგან გამოწვეული იმდეგაცურების დიდი ტალღა იმაზე უფრო მძლავრი აღმოჩნდება ვიდრე ყველა ზღვის ტალღების გაერთიანება და წაქცეულ სხეულს მძლავრად მოხვევს მის მკლავებს.
მეოთხე სტადია = სიკვდილს.
ჰო სიკვდილს, რომელიც ორ თვეში ამაყად წარსდგება ჩემს წინაშე და თავის მომხიბვლელ თვალებს მომანათებს. ალბათ სიშავეშეპარულ, წითელი ნეკერჩხლისფერ ლაბადაში გამახვევს. ჯოჯოხეთის ცეცხლზე გამთბარ მკლავებს მომხვევს და გულზე მძლავრად მიმიკრავს, რადგან მე ძალა არ მეყოფა
დრო ბუნებაში ყველაზე ღირებულია მაგრამ არავინ იცის მისი ფასი.ამავდროულად დრო ჩვენს ცხოვრებაში შეზღუდულია და არაგანახლებადი.