ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...
17.04.2019, 19:50
ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...
ჩემნაირი განსხვავებულები განსხვავებული სიყვარულის უნარით.
ჩემნაირებს ვერ უგებენ...
სხვები გადიან სახლიდან და მიაბიჯებენ ქუჩებში ამაყად. ზოგი რამეზე დარდობს,ზოგი ბედნიერია...
ჩემნაირები კი დადიან და ფიქრობენ რა ლამაზია გაზაფხულის ცა,კვირტებდაბერილი ხეები...ჩემნაირები ფოთოლს ფეხს რომ აბიჯებენ მათში საკუთარ თავს წარმოიდგენენ,თუ როგორ თელავენ სხვები მათ გრძნობებს...
ჩემნაირები ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე...
იმიტომ კი არა რომ მოსწონთ,არამედ იმიტომ,რომ ეშინიათ მისი...ჩემნაირებს ყველაზე მეტად საკუთარი თავის ეშინიათ იმიტომ,რომ ისე შეუძლიათ შეიყვარონ ადამიანი,მისმა წასვლამ გაანადგუროს...
ჩემნაირები არ უყვარდებათ...ჩემნაირებს ვერც ამჩნევენ...
ჩემნაირებს ყოველთვის სტკენენ და ახსენებენ,რომ გული აქვთ. გული,რომელსაც იმდენჯერ ეტკინა,რომ ვეღარ ხვდება რა არის ტკივილი...
ჩემნაირი გოგონები საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ...
სამყაროში,სადაც ყველას ადგილი არაა...ვისაც ამ სამყაროს გზას მიასწავლიან,აჩვენებენ სილამაზეს,ყველა ტოვებს...
ჩემნაირებს არ აფასებენ...გაურბიან,რადგან მათ სამყაროს ვერ სწვდებიან...მიდიან შორს,სხვებს აფარებენ თავს,სხვის გულში იდებენ ბინას და იმ სხვასთან ცოტახნით არიან ბედნიერნი,რადგან ის სხვა არაა ჩემნაირების მსგავსი... შემდეგ ნანობენ,ენატრებათ ჩემნაირი გოგონა,თუმცა ამაოდ...
ჩემნაირები დიდხანს იცდიან,ბევრს ითმენენ და ყველაფრისგან დაღლილები სამუდამოდ მიდიან...
ჩემნაირებს ნიღაბი ისე შეესისხლხორცათ,რომ ვეღარ იხსნიან და ამიტომ ჰგონიათ ხალხს ისინი ცივები,ამყები და უგრძნობები...
ჩემნაირი გოგოები ბევრს ტირიან და ცოტას იცინიან,მაგრამ როცა იცინიან მათი სიცილი ყველაზე გულწრფელია...
ჩემნაირებს სტკივათ,
ენატრებათ,
უყვართ.
ჩემნაირები გრძნობენ,
განიცდიან,
ფიქრობენ
და ბევრს ტირიან...
ტირიან
ტირიან
ტირიან
ტირიან
თუმცა ბოლოს ცრემლებს იშრობენ,იღიმიან და ამბობენ: "ესეც გაივლის"...
ჩემნაირებს ყველაზე მეტად ესმით სხვების,რადგან ყველა გრძნობა გამოცდილი აქვთ,იმედგაცრუება,წყენა,მიტოვება,
მონატრება,მაგრამ არა სიძულვილი. ჩემნაირებს არავინ სძულთ. არც ისინი,რომლებიც ტოვებენ.
ჩემნაირები უბრალოდ ც ა რ ი ე ლ დ ე ბ ი ა ნ...
ამ სიცარიელეს კი ვერავინ უვსებს და თუ შეუვსებს,ისიც დროებით...შემდეგ ისევ მიატოვებს და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება...
ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...
ჩემნაირი სევდისფერი თვალებით და განსხვავებული შინაგანი სამყაროთი,რომელშიც მუდამ გაზაფხულია...
ჩემნაირები ხელოვნებაში პოულობენ შვებას და საკუთარი თავის მოტივატორები არიან...
ჩემნაირებს ყველაზე მეტად სტკივათ,მაგრამ ყველაზე ბედნიერები არაიან,მაშინ,როცა ნამდვილად უხარიათ რამე...
ჩემნაირები განიცდიან ასეთი განსხვავებულები რომ დაიბადნენ...
სხვები ამას ვერ ამჩნევენ...
უყურებენ,მაგრამ მხოლოდ ადამიანს ხედავენ...
ჩემნაირს მხოლოდ თავისნაირი გაუგებს...
ყველაში იცნობს მას,ისინი ხომ განსხვავებულნი არიან და ამ განსხვავების დანახვა ყველას არ შეუძლია...
ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...
ჩემნაირი ძლიერი სიყვარულის უნარით და მეტყველი თვალებით,რომელშიც მთელი სამყარო მოჩანს...
ჩემნაირებს ვერ უგებენ და ჩემნაირები ეჩვევიან ნელ-ნელა...
ეჩვევიან იმ აზრს,რომ სხვანაირები დაიბადნენ და ასეთები უნდა იყვნენ....ჩემნაირები ყველაზე ძლიერები არიან, რადგან უანგარო სიყვარული შეუძლიათ,საპასუხო გრძნობების გარეშე...
ჩემნაირებს ვერ შიფრავენ,
ჩემნაირებს ვერ ტეხენ,
ჩემნაირებს ღიმილს ვერ უკარგავენ,
ჩემნაირებს ვერ ართმევენ სიძლიერეს,
უბრალოდ...
ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: მარიამი6011
ნანახია: 166 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar