ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...
ჩემნაირი განსხვავებულები განსხვავებული სიყვარულის უნარით.
ჩემნაირებს ვერ უგებენ...
ხო, ზოგიერთს რაღაც ამოუცნობი მუხტი აქვს. ხანდახან სრულიად მოულოდელად გეღობებიან წინ, უმოქმედოდ დადგებიან ხოლმე, დაუშვებენ მიწისკენ ხელებს. გიყურებენ და თან არ გიყურებენ, მაგრამ შენ გრძნობ საოცარ ძალას, რომელიც ფეხის თითიდან იწყებს ცოცვას და თმის ღრებამდე ღოღვით აღწევს. ნელი სვლით უფრო გაბრუებს, მეტყველებს უნარს გაკარგვინებს და რჩები ერთ ადგილზე გახვებული.
ვინ ვართ ჩვენ? პირველად, როდესაც შევხვდებით სწორედ ეს კითხვა შეგვიძვრება კანქვეშ და გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს, ალბათ საშინელება სწორედ ეს იქნება, როდესაც დაინახავ როგორ დაგცოცავს რაღაც კანქვეშ და გამოსასვლელს ვერ პოულობს, თითქოს შენ ხარ ლაბირინთი და თავადაც არ იცი შენი თავის შესასვლელი და გამოსასვლელი
ამჩნევ, როგორ აცეცებს თვალებს, როგორ უთამაშებს, ხოლმე, წარბი დროის პატარ-პატარა ინტერვალებით და ტუჩის კუთხეშიც როგორ გაუკრთება, ხოლმე, ღიმილი, შეუმჩნევლა. მისი სევდა, მისი ყოველი ცრემლი გკლავს, სუნთქვას გირთულებს, ტვინში გირტყავს, ყელში გაწვება და ცხვირიდან ჩანჩქერივით ჩქეფს; ჩქეფს წითლად; ჩქეფს ძლიერად, შეუჩერებლად, უსაზღვროდ... დაუძლეველ ბრაზს ჰგავს, საყვარელი ადამიანების დაცვის სურვილი და ახალგაზრდული სენტიმენტები, რომ დავუმატოთ.
ქალაქი,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გარდაიცვალა.
ესეიგი, მე სიყვარულს იმას დავარქმევ, რასაც ვიგრძნობ და მეგონება, რომ ესაა სიყვარული და შენც სწორედ იმავეს მოიმოქმედებ და ის მოხუციც ქუჩას, რომ ჰკვეთავს ახლა, ის ახალგაზრდაც, მარტოსული, რომ დაძრწის მთელი ღამე ქუჩა-ქუჩა , და ყველა სხვა დანარჩენიც. ასე გამოვიდა, ჩემო მეგობარო, არც სიყვარულია რაიმე დადგენილი შეგრძნება, მაგალითად, როგორიც შიში, როგორიც უჰაერობა და სხვა დანარჩენი.
აღსარება პატიებისთვის,თუ პატიება აღსარებისთვის
გულის წიაღში გრძნობ, რომ შენც იმ ჭიანჭველათაგანი ხარ, მხარში, რომ უხეშად გიჯიკებენ, გაგლანძღავენ, ხელის ქნევით, რომ მოგაძახებენ, წინ იყურე, იდიოტოო, და გზას, რომ აგრძელებენ. შემდეგ წკაპ, და მხარზე წყლის პატარა გორგალი მოგორავს, ცას უმზერ მომლოდინე თვალებით,