ეს ჩანახატი ეხება სიყვარულის ისტორიას. მოკლე აღწერის წაკითხვას ჯობია სრულად წაიკითხოთ
მახსენებენ თავიანთ თავს და ჩემს ამაზრზენობას. მახსენებენ, რამდენად განსხვავდებიან იმისგან, ვინც ერთი ხელის მოსმით შემცვალა. გამომაცარიელა, დამიმორჩილა და ამ ყველაფრით შეშინებული თავქუდმოგლეჯილი ჩემგან გაიქცა. ხო, ჩვენ ვცვლით ერთმანეთს, ვანაწევრებთ და ჩვენვე ვაწყობთ წვრილ ფაზლებად დაჭრილ პიროვნებებს და საბოლოო შედეგი ან ჭკუიდან გვშლის, გვაგიჟებს და გვახელებს რომ ერთმანეთი ,,ავაწყოთ“, ან ჭკუიდან გვშლის, გვაშინებს და გავრბივართ ისე თითქოს არც არასდროს მოგვინდომებია დამანგრეველი ცვლილებები....
ეს ჩანახატი არის ერთ გოგონაზე რომელსაც ყველა დასცინის..
-როგორ მახსოვს მისი ძლიერი მკლავები.როდესაც ჰაერში ამიტაცებდა და დამატრიალებდა.მე კიდევ შეყვარებული,გახარებული ცისფერ ზეცას შევსცქეროდი,რომელიც,თითქოს ჩემს ირგვლივ ბრუნავდა.
ტკივილი სიცარიელის მეზობელია, ერთმანეთს ხშირად ხედავენ. ბოლობოლო კარის მეზობლები არიან, მართალია უკვე დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვთ კარგი ურთიერთობა.
ხანდახან, როდესაც ტკივილი გარეთ გამოვა სიცარიელეც მალე მოყვება.
სინამდვილეში ტკივილს შეყვარებული ჰყავს და მის სანახავად მიდის ხშირად, რაზეც სიცარიელე ეჭვიანობს.
-ხომ გიყვარვარ?
-თავი დაუკრა უხმოდ,თანხმობის ნიშნად.
-სწორედ ეგ არის მთავარი.მინდა,რომ გულისყურით მომისმინო და დაიმახსოვრო რასაც ეხლა გიამბობ.ხომ მომისმენ?
-შემოდგომის ქარმა დაუბერა ხეს,მაგრამ ამაოდ,იგი უწინდებურად განაგრძობდა დუმილს.ქარს კი თავისი თავი ყვითელი ფოთოლი გონია,რომელიც სიზმარშია,მაგრამ ცდება.ფოთოლმა წინა ღამით დალია სული.სული,რომელიც შემოდგომის ქარად იქცა.ქარად,რომელსაც ყველაფერი ახსოვს,მაგრამ ვერ გაუგია,სიზმარია,თუ ცხადი???
-შემოდგომის ქარმა დაუბერა ხესს, მაგრამ ამაოდ.ხე ძველებურად განაგრძობდა ძილს. ნიავს კი ფოთოლი გონია თავი.რომელიც სიზმარშია, მაგრამ ამაოდ.ფოთოლმა წინა ღამით დალია სული,სული,რომელიც შემოდგომის ქარად იქცა,ქარად,რომელსაც ყველაფერი ახსოვს,მაგრამ ვერ გაუგია, სიზმარია,თუ ცხადი.???
ცარიელი კედლები,სიჩუმე,სულში ფორიაქით შექმნილი მუსიკა, ხანდახან წყნარი და უბრალო,ხანდახან ემოციური