7:05pm
14.04.2019, 16:17

ვინ ვართ ჩვენ? პირველად, როდესაც შევხვდებით სწორედ ეს კითხვა შეგვიძვრება კანქვეშ და გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს, ალბათ საშინელება სწორედ ეს იქნება, როდესაც დაინახავ როგორ დაგცოცავს რაღაც კანქვეშ და გამოსასვლელს ვერ პოულობს, თითქოს შენ ხარ ლაბირინთი და თავადაც არ იცი შენი თავის შესასვლელი და გამოსასვლელი.  სწორედ ასე დაიკარგება ჩვენში ეს კითხვა და მერე, მე და შენ საკუთარი თავის შეცნობისაკენ გაცნობიერების გზას დავადგებით და როდესაც პირისპირ აღმოვჩნდებით იმ გამადიდებელი სარკის წინ, რომელიც ჩვენს ნამდვილ სახეს ყოველი წახნაგოვანი კუთხით დაგვანახებს, მაშინ ვიქნებით მზად გავბედოთ და ერთმანეთის თვალებში ღრმად შევძვრეთ ორივე ერთად და გავყვეთ უხილავ ძაფებს, რომლებიც მიგვიყვანენ ჩვენი რეალური  სამყაროს ბოქლომით ჩარაზულ კართან და შევძლებთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა შევაბიჯოთ უსასრულობაში, რადგან სიცოცხლის წლები არ გვეყოფა ამ სამყაროს ბოლომდე გასაცნობიერებლად, თუმცა ვცდით ყოველ სიტყვასა თუ საგანს მოვუძებნოთ ემოციური მხარე და შევიგრძნოთ ყოველგვარი შეგრძნება, რაც უკვე არსებობს და რასაც მომავალში ჩვენ თავად შევქმნით მხოლოდ ჩვენთვის, ორისთვის და დიდი ძალისხმევის შედეგად გავუნაწილებთ ახალ ქმნილებას, რომელიც ერთმანეთის დახმარებით შეისხავს ხორცს და სწორედ მაშინ დავიწყებთ უსაშინლეს მკრეხელობას, დავიჩემებთ, რომ  მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით და სახელდაკარგული გძნობის დახმარებით შევქმენით იგი, რომელის თვალებშიც ჩვენი სამყაროს ყველაზე გაბრწყინებულ ნაწილებს დავლანდავთ, ფერად ბურუსში გახვეულს და ვარსკვლავებით გაბრწყინებულს.  სწორედ, მაშინ ვიგრძნობთ ნაცნობ თითქოს და გახუნებული ბედნიერების ბრწინვალებას და ენერგია, რომელიც ისეთი მოზღვავებით შეასკდება ჩვენს მკერდს რომ მიგვახვედრებს მიზანი რომლისთვისაც ერთმანეთი ვიპოვეთ მიღწეულია და ბედნიერებასთან ერთად შევასკდებით უსუსურობისა და უსარგებლობის  განცდას. წლების მიუხედავად გვეგონება, რომ დასასრულს მივუახლოვდით, ჩვენი შესაძლებლობები ამოვწურეთ და დავმთავრდით. ხო სწორად მიმიხვდი ჩვენ ყველაზე დიდი კრიზისული პერიოდი გველის წინ. გამოცდილების ზენიტში ისე სწრაფად ავიჭრებით, რომ ვერც კი მოვასწრებთ ამის გაცნობიერებას. დავიცლებით ემოციებისგან, გამოვიფიტებით და უბრალოდ არ მოგვინდება იგივე გზის, იგივე ბედნიერების თავიდან განმეორება, რადგან გვეცოდინება რამხელა სიხარული მოჰყვება ამას. მოგვინდება რაღაც სხვა გამოუცდელი და ამავდროს ამოუცნობი, აქ კი იმ გზას დავადგებით რომელიც დაგვკარგავს, ყველაზე დიდ ლაბირინთში შევაბიჯებთ თვალებახვეულნი და კითხვა ვინ ვართ ჩვენ? თითქოს აღარ გაჰყვება კაპილარებით დაქსაქსულ კანს აქეთ-იქით, ახლა  შიში შემოიჭრება ჩვენს უკვე საერთო სქელ საფარველში და ვერ მოვისვენებთ იმის შიშით, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი გაქრეს, ხელიდან გაგვისხლტეს და წერტილი დაესვას ჩენს ყოფას, რომელსაც აზრი ნამდვილად გააჩნდა. ჩვენ ხომ შევქმენით ის ვისაც ჩვენს ნაცვლად დავტოვებდით? თუმცა ორივეს თანგვდევს შიში იმისა რომ მე გავქრები, ან შენ აღარ იქნები, ან კიდევ ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა დაგვტოვებს მარტოს, სრულყოფილ ბედნირებამდე არ მიგვიშვებს და ზვავივით ჩაგვიხერგავს გზას, რომლის ბოლოც ჯერ კიდევ არ ვიცით საერთოდ თუ არსებობს. გავხევდებით ერთ ადგილას,  თავს დავუხრით საზიზღარ ემოციას - ეს გაშეშება  და კიდურთა ცახცახი იმდენად გაიწელება რომ.... გამოფხილზებულს ძალა აღარ გვეყოფა შემოვლითი გზის საპოვნელად ან კიდევ პირდაპირ დაბრკოლებაზე გადასასვლელად. შეგვეშინდება ამ წმინდა ადამიანური  გაშეშების, უძლურების და რომელიღაც კუთხეში ამბოხებული სიმხნევისაც კი, რომლის დატევასაც ჩვენი უძლური სხეული ვერ შეძლებს. ვერ ზიდავს მარტოობის სიმძიმეს და მუხლებზე დაეცემა. დაეცემა და ბოლო ამოსუნთქვას სწორედ ამ სიმძიმის ენერგიას ამოაყოლებს.

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 122 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar