ადამიანები თავიაანი ძაფებით
01.04.2019, 18:36
გარშემო ხმაური სუფევს და გულის წიაღში გრძნობ, რომ შენც იმ ჭიანჭველათაგანი ხარ, მხარში, რომ უხეშად გიჯიკებენ, გაგლანძღავენ, ხელის ქნევით, რომ მოგაძახებენ, წინ იყურე, იდიოტოო, და გზას, რომ აგრძელებენ. შემდეგ წკაპ, და მხარზე წყლის პატარა გორგალი მოგორავს, ცას უმზერ მომლოდინე თვალებით, თუმცა არაფრის მოლოდინი არ გაგაჩნია, და წკაპ, და ახლა იმავე გორგალი სახეზე გეცემა, და ხელებს შლი, თვალებს ხუჭავ, სახეს ზემოთ მომზირალს ტოვებ და თუმცა გულის წიაღში გრძნობ, რომ შენც იმ ჭიანჭველათაგანი ხარ, მაგრამ იცი, ზუსტად იცი, რომ მარტოსული ხარ, ამდენ ჭიანჭველაში ერთი მარტოსული ჭიანჭველა.და სულ ერთია, მზე გინდა რომ იყო, მთვარე თუ სხვა რამ. და ახლა წკაპ, წკუპ და მეორდება ერთი და იმავე უფრო ხშირად და უფრო და უფრო ხშირად, ისე, რომ ახლა წკაპ და წკუპ კი აღარაა, არამედ: წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ... მთავარია უსმინო და შეიგრძნო. ამ ორი უმთავრესის შესისხლხორცების შემდეგ კი ხვდები, რომ აღარაფერს ეკუთვნი, და წვიმა ხარ, ახლა შენც წვიმა ხარ...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: twinekssa
ნანახია: 74 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar