აღსარება პატიებისთვის
05.04.2019, 00:06
როგორი მურტალი გრძნობა ყოფილა გაციებული ადამიანი.ყოველთვის ვფიქრობდი როგორ ახერხებენ ასე ყინულივით ერთ ადგილას დგომას,თან რა სასაცილოა არც რომ დნებიანთქო.დღეს კი მე ვიგრძენი ეს ყოველივე და გავუგე ადამიანებს,რომლებსაც კარები მიჯახუნებული აქვთ საკუთარ თავებში,კარგად ჩარაზული ზედმეტად,რომ აღარავის აღარ უშვებენ.ის კი არა და ვინც გყავდა იმასაც,რომ ცხვირ წინ მიუჯახუნებ დიდ რკინის კარებს.
ზიხარ და ფიქრობ,ფეხი გიჟივით გიკანკალებს,ჭაღს უყურებ როგორ ლაპლაპებს რა უბედურებაა,ყველაფერზე ფიქრობ ამ დროს რაზეც უწინ დროს არ დაკარგავდი და იცი რატომ? გაცივდი,აი ასე ერთ დღესაც იღვიძებ აღარც ენერგია გაქვს,არც ემოცია.არ შეგიძლია, არაფერი შეგიძლია,რაც შეგეძლო.დაკარგე აღქმის უნარი და დაკარგე საკუთარი თავი.აგრძელებ ჯდომას იღიმი,მაგრამ სულ ცალ ფეხზე გკიდია,მერე ისტერიკული სიცილი გეწყება აი ისეთი ბოლო ხმაზე ტირილი,რომ გინდა და ვერ ტირი,აუცილებელიცაა რომ იცინო აბა გადარჩენა ხომ გინდა არა?
ტანში ჟრუანტელი გივლის,გექავება,კანი გეწვის ძირს ეცემი და იწყებ ყვირილს.შეგიძლია ძალზე თამამი იყო ყვირილში,არც არავინ შეიბერტყავს ყურს.სულ ვეჩხუბები ამ ჩემს დაწყევლილ თავს,ნუ ნერვიულობ ყველაფერზე ამდენსთქო.ვინ გისმენს აგრძელებს ნაგლად ყველაფერზე ნერვიულობას,იქამადე სანამ თავის მაქსიმალურ დონემდე არ მიაღწევს და არ გაგანადგურებს.განადგურებას კი კარგი შედეგი მოაქვს თავისთავად,ასეა ყველაფერი კანონზომიერია.ინგრევი,მტვრად იქცევი და ბუღი დგება,საშინელებაა ვერც წარმოიდგენთ რა ცუდი სუნი დგება,საკუთარ თავსაც ვეღარ ხედავ და აი ამ დროს იყინები,ცივდები და კვდება შენში ყველა ემოცია,კარგავ ტკივილის უნარს.არადა რა ტრაგი-კომედიაა ტკივილსაც ეჩვევი და გიყვარდება,მერე რა რთულია ამ ტკივილის გაქრობა შენ ეგ იკითხე.
მაპატიე!
აუცილებლად უნდა შეძლო პატიება,რომ მე გავცივდი.ბოდიში,რომ მე აღარაფერი დამრჩა შენთან გასაყოფი.
იმედია ოდესმე შეძლებ პატიებას,რომ მე არ ვიყავი საკმარისად ძლიერი და ვერ მოგიტევე იქამდე სანამ ამის შანსი იყო.მაპატიე არ შემეძლო,არც საკმარისი ძალა აღმომაჩნდა.რელიგიურობითაც ვერ გამოვირჩევი,რომ ათი მცნებით მეხელმძღვანელა.
მაპატიე,რომ შენი აღარ მწამს,რომ შენ აღარ ხარ ჩემი ღმერთი და ეკლესიის კარების მიღმა დარჩენილი მრევლივით ახალ ღმერთს ველი,რომელიც შეძლებს მარწმუნოს ყველაფერი თავიდან.ჰო,ის მარწმუნოს რისიც მე და შენ მთელი არსებით გვჯეროდა.
ბოდიშს გიხდი იმისთვის,რომ ვერ დაგიცავი და მოგეცი უფლება დაგეკარგა საკუთარი თავი.არც ამისთვის მეყო გამბედაობა.იქნებ ერთი-ორი მუშტი,რომ ამეტანა შენთვის კვლავ ღიმილიანი და დალურჯებული სახით მეთქვა შენთვის,რომ მწამს შენი,რომ აღარასოდეს დაველოდები ღმერთს შენს გარდა.
მაპატიე,რომ გემშვიდობები და ვემშვიდობები შენს ნაღვლიან სახეს.იმ სახეს,რომელიც პირველივე დანახვისას ჩემი ღმერთი დავარქვი და ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურჩულე,რომ ვიწამებ,აი ამას ვიწამებ სიცოცხლის ბოლომდე.
იმედია ოდესმე მეც ვაპატიებ საკუთარ თავს ჩემს სისუსტეს და წლების შემდეგ შეცვლილი სახით ჩავიბურტყუნებ იმ რამდენიმე თვეზე,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.და ნაღვლიანი თვალებით ცრემლებს გადავყლაპავ,როცა ვიტყვი რომ ჩემი ღიმილიანი მე იმ რამდენიმე თვიან ბრძოლას შეეწირა და თან ისე დაიკარგა,წარმოიდგინე და საფლავიც ვერ ვიპოვნე.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: sergialien
ნანახია: 94 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar