ანაბელ-ლი
04.05.2019, 18:08
ცივა.

დღესაც ინათა ყალბმა მზემ. ავდექი და სწრაფად ჩავირბინე ცხრა სართული.

სქელ შარფში გამოწყობილი ვუახლოვდები ავტოსადგომს. სადღაც ხუთ წუთში ავტობუსიც გამოჩნდება.

ჩემი ყოველდღიურობა ამით შემოიფარგლებოდა. მაგრამ, დღეს გვირაბში სიცივისგან აკანკალებულს, უცნობი მზერა შემეჩეხა წინ.

მომეკრო. თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ უიმედოდ. სასმლის მძაფრი სუნი, ჩემს ტვინამდე აღწევდა. ჭუჭყიანი ტანის სამოსი, თვალის შავი საცხისგან გამუქებული გუგები. ნამტირალევი. გრძელი შავი თმა, მანტოს წიბოებამდე მიმწვდარი.

დამაშტერდა. მთელი სხეული უთრთის, მაგრამ არა სიცივისგან. დალურჯებული ხელები მხრებში ჩამავლო და ცხარედ აქვითინდა.

- მიშველე - ტუჩები ყურთან მომიახლოვა, და ვედრებით ჩამჩურჩულა. მძიმე სხეული მოწყვეტით დაეცა ჩემს ფეხებთან.

წელზე შემოვეხვიე, ხელში ავიტაცე და სასწრაფოდ უკან მივტრიალდი. აქოშინებული შევვარდი მატარებელში და მუხლებზე მოვათავსე.

დავაცქერდი.

შუბლთან შავი, მოკლედ შეჭრილი თმა სქელ წარბებს უფარავდა აქა-იქ . თოვლივით თეთრი კანი, ჭუჭყს შეებოჭა. დიდი თვალები და სქელი წამწაბემი ამშვენებდა. თვალის ჭრილები, სევდას დაემძიმებინა. მისმა სქელმა ტუჩებმა ნერწყვით ამივსო პირისღრუ. გამხდარი სხეული და მოლეული მაჯები, უფრო სევდიანს ხდიდა.

ამ არსების გადარჩენის სურვილმა, ჩემს მტკიცე მეს აჯობა და ცხრავე სართული ფეხით ავირბინე, სანამ ხელში მეჭირა მისი ღონე მიხდილი სხეული.

კარი შევაღე და ჩემს საწოლზე მოვათავსე. სამზარეულოდან დაბრუნებულს, წამომდგარი დამხვდა. შავი მანტო და მაღალი ფეხსაცმელები მოერიდებინა სუსტი სხეულიდან. დახეული კოლგოტი წვრილ ფეხებზე და ბრეტელიანი სარაფანი, დალურჯებულ წელზე.

ის ზურგით იდგა. მივუახლოვდი და ჩალურჯებებს ტკლივილიანად გადავუსვი საჩვენებელი თითი.

შეკრთა. ზანტად შემოტრიალდა და დამაცქერდა. სისხლიანი თვალები მომაბჯინა და ხმის ამოღება სცადა.

- ჩუმად - შევაჩერე და ბრეტელები სათითაოდ ჩამოვუყარე დამძიმებული მხრებიდან.

ნაზად ვეფერები გამხდარ ლოყებზე. შავი მატერია მთლიანად ჩამოვაშორე და სხეულით ავეკარი. ვგრძნობ, როგორ გამალებით მიძგერს გული და ახლა უკვე როგორ მსიამოვნებს მისი სასმლის არომატი.

საღამოს პირს ერთმანეთში ახლართულებს გამოგვეღვიძა.

- რა გქვია? - მარცხენა ხელის ბერა თითით, ლოყაზე ჩამოგორებული შავად შეღებილი ცრემლი მოვწმინდე.

- ანაბელი - ჩაიჩურჩულა მან.

- შეგიძლია არაფერი მიამბო. ჩემთან დარჩები? - შევევედრე.

- დავრჩები - მიპასუხა და თვალები დახუჭა. წარბები მოხარა და კვლავ ატირდა. გულზე მივიკარი, ხელები წელზე შემოვხვიე და მან ტკივილისგან ამოიგმინა - მაპატიე - ახლა მე ჩავიჩურჩულე მის ყურთან. არაფერს მოველოდი. ის ბუდიდან ამოვარდნილ ბარტყს წააგავდა. სუსტს, თავგზა აბნეულს, გადაკარგულს. ყორნების ხროვიდან თავი დაეღწია და შეშინებული, ფრთებ მომტვრეული, მიწაზე ხოხვისას მე გადამეყარა.

მთელი საღამო სიჩუმეში გავლიეთ. არც ის ამბობდა სიტყვას და არც მე მქონდა სათქმელი. რაც მასზე ვიცოდი: მხოლოდ და მხოლოდ, მისი სახელი. ვუყურებდი მას და გონებაში ვატრიალებდი ამ ერთ სიტყვას ,,ანაბელი" რომელიც ისედაც, მის მთელს ისტორიას ყვებოდა.

არასდროს მინახავს მსგავსი ხატი.

არასდროს მიგრძვნია თავი ამგვარად.

შუა ღამეს მწვანეს გავუკიდე. ისიც დამთანხმდა. ვიწრო დერეფანში ერთმანეთის საპირისპიროდ მოვთავსდით. ფეხები ერთმანეთში გადავხლართეთ და კვამლი ფილტვებში შევუშვით.

- მაპატიე - თავი დახარა და მუხლებში ჩარგო.

- სულელო, ვერ გაპატიებ - გავიღიმე და თავი ავაწევინე - შენ მე გული მომპარე - კეფა კედელს მივაყრდნე და დავაცქერდი მის დაბნეულ მზერას. ადგილი ვეღარ ეპოვნათ ანაბელის ძარღვებიან, დაღლილ თვალებს. თითქოს ვიწრო კოლიდორი, უფრო და უფრო იკუმშებოდა. შიში. ის ფობიას მთელი სხეულით აფრქვევდა. შეიშმუშნა და აწრიალდა - ელიოტი.. ელიოტი მქვია - კვამლთან ერთად გამოვუშვი საძულველი სიტყვები და ფეხზე წამოვდექი.

აბაზანაში უსიტყვოდ შევედი. ის იმ ვიწრო დერეფანში მივატოვე, როგორც დამთავრებული, ჩამქვრალი სანთელი.

უკან დაბრუნებულს, ის აღარ დამხვდა.

გადიოდა დღეები და მასზე ფიქრებს, ვერ ვანებებდი თავს. ერთ ცივ საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე, აყროლებულ ვიგინდარას მკლავებში მყოფს გადავაწყდი. ისევ იგივე ტანსაცმელი ეცვა. მივვარდი და გასიებულს ხელებიდან გამოვაცალე. მან კი იოგებიდან ჩახლეჩილი ხმა ამოუშვა და დამიღრიალა - ჰეი შენ, ის ჩემია! - ხელში დაჟანგებული, შელახული ნემსი ეჭირა. ანაბელს გაგიჟებული თვალები მივაპყარი სუსტ სხეულზე. მარჯვენა სამკლაური ნელნელა ცურდებოდა უკუსვლით დაბლა. გებღენძილ ბებერს შევაფურთხე და ანაბელი გავიტაცე.

- ელიოტ, შენ ხარ? - შავ მანტოში გამოწყობილი, ფრთებ მოჭრილ ბატარა ბარტყს მოვათრევდი.

- მე ვარ ანაბელ, შესულელო, როგორ გაბედე ჩემი მიტოვება - ნერვიული გმინვა ამოვუშვი და იქვე მდგარ ხის დიდ სკამზე დავასვენე.

მის წვრილ მუხლებთან მოვთავსდი. ზამთარივით ცივი თათები, ჩემს აკანკალებულ ხელებში მოვაქციე, სული შევუბერე და ვიგრძენი, როგორ გათბა მისი სხეული.

მთელი ღამე ერთად გავატარეთ. ვუყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და მთვარის შუქი, ზენიტივით გვანათებდა გაშმაგებულ გამომეტყველებებზე.

იმ ღამეს მომიყვა, რამხელა ტკივილს ატარებდა, მისი სუსტი სხეული, დიდი გული და წყლიანი თვალები. მე მის ეგოდ ვიქეცი. სულში ჩავეღვარე სევდასავით და ანაბელის გონების ნაპრალებში ბინა დავიდე. მომიყვა, როგორ ათენებდა ყოველ ღამეს სხვა და სხვა ნაძირალის მკლავებში, როგორ უნდოდა ამოეჭამა შინაგანი არსება და როგორ ზიზღს გვრიდა მისი მეობა.

ის აღარ იყო პატარა ბარტყი ჩემს წარმოსახვაში. ფერი იცვალა. დაჭრილ არწივად გადაიქცა.

ხელი ჩავჭიდე და ჩემი სული, მისსას შევუერთე. მე მას დავპირდი, რომ არასდროს მივატოვებდი. მე მას დავპირდი, რომ არასდროს გავუშვებდი ხელს, რომ აღარასდროს მივცემდი ბრბოს მასში შემოღწევის უფლებას.

სანაპიროს მივადექით. კაიფიდან გამოსულს, ჩამქვრალ სხეულზე დასვენებული საცეცები მოეშორებინა. ოკეანის გასწვრივ ნაზმა სიომ იწყო თამაში. თმები აურია და შევამჩნიე, როგორ სურდა მასში შერევა. ფეხები გავშალე და მის ზურგს მივეწებე. გამხდარ მუცელზე ხელები შემოვხვიე და შევიყნოსე, სასმლის სურნელი.

როგორ მომნატრებია.

გრძელი შავი თმა მანტოს კუთხეს მოვაშორე და ცხელ ყელზე ვეამბორე. შემოვტრიალდი. სუნთქვა შემეკვრა. მასაც. სევდიან ტუჩებს დავეწაფე და ახლა, სასმლის არომატი ჩემს პირისღრუს შეერია. დახეული კოლგოტი ნელნელა გავხადე, მკერდთან ხელი შევუცურე და ნაზად მოვეფერე გამაგრებულ თავებზე. ვგრძნობდი, როგორ შიშვლდებოდა ის ჩემს წინ. როგორ მჩუქნიდა ნატკენ გულს. როგორ სიამოვნებდა ჩემი სიახლოვე და როგორი მადლიერი იყო გზის, მისკენ რომ მიმმართა უძირო ღამეს.

მიწაზე დავაწვინე, ზემოდან დავაწექი. მასში შევაღწიე და ახლა უკვე ორი სხეული, ერთად ვიქეცით. ნეტარებამ მთლიანად მოიცვა ჩვენი გონება, ანაბელმა ამოიკვნესა და გაიღიმა. დავყურებდი მთვარისაგან განათებულ სახეზე და ვფიქრობდი - როგორ შეშვენის.

მის სხეულზე მიწებებულს გამომეღვიძა. ახლა უკვე მისი სახე , ვარდისფერი ვარდის ერთ-ერთ ფურცელს მოგაგონებდათ. ლოყები გასწითლებოდა. თვალები გაახილა და მომაპრო. მკითხა, რით დაიმსახურა ჩემი თავი და გამეცინა.

- ეს მე ვარ იღბლიანი, ბნელ გვირაბში რომ გადაგეყარე - მივუგე.

ასე გადიოდა დღეები. ღამეებს ვჩუქნიდით ოკეანის სანახაობას. მთვარე და ვარსკვლავებიც ეამბორებოდნენ ერთმანეთს.

ერთხელაც ის აღარ გამოჩნდა. ერთხელაც გავიღვიძე და გული მეტკინა. სად გაქრა ანაბელი.

ზამთრის სუსხიანი თვეები, სისხამ მიილია. გაზაფხულის ერთ-ერთ დილას, მასზე ფიქრის მოსაკვლელად, კუთხის ბარში შევაჭერი. დავლიე ერთი, დავლიე მეორე. პატარა ქალაქის, პატარა ბარში მჯდომი ადამიანების უმრავლესობას თავი მოეყარა და მეტად უცნაურ ამბავს ყვებოდა. - ,, ანაბელი ''- მოვკარი ყური ბარმენის სიტყვას.

- ანაბელი?.. - სასმელ მორეულმა თვალი თვალში მძლივს გავუყარე.

- ამბობენ, თებერვლის ექვსის ღამეს, ამ გიჟმა გოგომ სული დალია - მომიგო მან.

,,სული დალია''.. მთელი გონება ბურუსმა მოიცვა. სისხლმა ძარღვებში სიარული შეწყვიტა. მეორე ჭიქას მესამე მივაყოლე.. ასე ჩავცალე მთლიანი ბოთლი და გავითიშე, კუთხის ბარში, ბარმენის ბარზე. ორიოდ წუთში მისმა ძახილმა გამომაღვიძა. შორს შემიტოპავს. მაგიდაზე ჯიბიდან ამოფხეკილი ხურდები დავტოვე, გარეთ გავედი და ჰორიზონტს შევეგებე. ბარბაცით მივაღწიე სანაპიროს და მიწიან ზედაპირს, ზურგით ავეკარი.

ჩამეძინა. შუა ღამეს მწყურვალს გამომეღვიძა. ამ დროს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ანაბელის ფერმიხდილ სახეს ვსწავლობდი. რატომ მეტკინა გული ასე. მისმა სიკვდილმა არ გამახარა. იქნებ გაგონილი, უბრალო ჭორად გადავაქციო და არ დავნებდე, ამ მღელვარე ტალღებში შერევის მძაფრ ცდუნებას.

არ აღმოჩნდა საკმარისი, ჩემი არსებობა მისი ტკივილის გასაქარვებლად. ვერ გაუძლო ცდუნებას და სიკვდილად გადაიქცა.

- ახლა თოვლად მოხვალ? - ცას ავხედე და კითხვანარევი თვალები მივაპყარი - შე სულელო, იცი როგორ მტკივა? - ვიღრიალე და ავტირდი.

სამყარო ბუსურმა მოიცვა. გაზაფხული შემოდგომად გადაიქცა. ალუბალმა ყვავილობა შეაჩერა. ფოთლებმა ცვენა იწყეს და დროება გაჩერდა, ისევე როგორც მისი გული.

სამარადისოდ ჩემო ანაბელ.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გვირილა
ნანახია: 146 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar