ჩემი სახლის „ნათურა“
10.04.2016, 20:40
–ნინიტო ეს თვარე რატო არ მოგყვება? ასე უტან?_მეკითხება ჩემი 4 წლის ძმა და ხელს ზურგს უკან აქანავებს სასცილოდ.
–იმიტომ რომ დაიღალა ამდენი დევნით._მეცინება ჯერ მის შეკითხვაზე მერე ჩემს პასუხზე.
–მერე ნინიტო თვარეს არ ცია? ახლა მე ხომ ცია ?_მეკითხება მოწყენილი და წარმებებს მაღლა წევს საუბრის დროს ინტერესით.
–არ ვიცი საბა, ალბათ არ ცივა.
–მისი სახლი სადაა?ნინიტო?_ისევ თავისას აგრძელებს და სადარბაზოს კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით მომყვება.
–ცაში საბა._ისევ მეცინება მის კითხვაზე.
–იმის მეორესი?
–რომელი მეორესი საბა?
–ოო იმის ქალო ბევრები რომაა
–უი ვარსკვლავების?
–ხო ვარტლავების_ენისტეხით მეკითხება საბა და მესამე სართულის ასავლელ კიბეებთან დაღლილი ისვენებს. სასაცილოდ შემოდებული ხელით მენჯებზე .
–მათი სახლიც  ცაშია.
–ისე რამდენია არააა ნინიტო?
–კი საბა ბევრია.
–მზე სადაა ნინიტო?
–მზეს ახლა ძინავს საბა.
–რატო?
–მთელი დღე ინათა და დაიღალა.
–მზეს ვინმე ტენის ნინიტო? აი მე რომ დამიჯდება პლასები(პლანშეტს გულისხმობს)ხო ტენი მე. მზე არ ჯდება ამდენს რომ ანათებს.
–ალბათ ტენიან საბა არ ვიცი–სიცილით ძვლივს ვპასუხობ მის შეკითხვებზე.
–მე რომ დამიძინებ ახლა ხვალე ბაღში ხო წამიყვან ნინიტო?
–კი წაგიყვან.
–ხოდა მაშინ რატო არაა თვალე ცაზე და ის მეორე რომაა ბევრები
–ვარსკვლავები საბა.
–ხო ვარტლავები.
–იმიტომ რომ მაშინ მათ სძინავთ._ვპასუხობ მის სასაცილო შეკითხვებს და სახლის კარებს ვაღებ.
–დედიტო დედიტო_გახარებული შერბის სამზარეულოში და იქედან უკმაყოფილო სახით გამორბის უკვე ოთახის მიმართულებით_სადა ხარ ქალოო მოვედი მე..
მე სიცილით ვაქანებ თავს და პარკებს სამზარეულოს მაგიდაზე ვალაგებ.

p.sესა ჩემი და საბას დიალოგია ერთერთი საღამოდან.. მიყვარს!
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: მუშუ
ნანახია: 1001 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
გამეცინა რა საყვარლობა იყო biggrin biggrin biggrin
avatar
0 Spam
2
მადლობა ანუ <3
avatar
0 Spam
3
რაკარგი იყო ნინე.❤❤)))
avatar