"ჩუმი შემოდგომა".
09.11.2017, 23:42
შემოდგომა ჩუმი

ისე შეუმჩნევლად,ფრთხილად მოიპარა შემოდგომა,
ალბათ ვერც ვიგრძნობდი,მწვანე ფოთლებში აქა-იქ შეპარული სიყვითლე და მათი ნაზი ფარფატი რომ არ დამენახა ფანჯრიდან.მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა ჭიქა ჩაით ხელში და ფიქრი, ბუნებაზე დაკვირვება,მაგრამ ალბათ ვერასოდეს ვიფიქრებ იმდენს,ბოლომდე რომ შევიცნო ბუნება.დღედაც ჩვეულად ვიჯექი ფანჯარასთან,ვუსმენდი "შემოდგომის ფოთლებს"და ვცდილობდი მეტად შემეგრძნო ოქროს სეზონი.მუსიკამ და ფოთლების შრიალმა ნელ-ნელა აშალა ფიქრები თავში და ცოტა ხნით გამიტაცა რეალობიდან.
-ნახე!პირველი ფოთოლი მოსწყდა ხეს.მიდი მა,სურვილი ჩაიფიქრე,თითქოს ვარკვლავი ჩამოვარდა.
-მმმ...მოიცა და რა ჩავიფიქრო?
-მაგას მე მეკითხები?
მე რა ვიცი შენ რა გინდა,შენს პაწაწინა გულს შეეკითხე და რასაც გეტყვის ის ჩაიფიქრე!
-შენ ყოველთვის იცი მე რა მინდა! 
სულ იმას მჩუქნი ხოლმე, რასაც ჩუმად ვინატრებ და ჯერ ნათქვამიც არ მაქვს...
-ეგ სხვაა მამა...
დავუშვათ მე ვიცი რომელი სათამაშო და ტკბილეული გაეხრდება ჩემს გოგოს,მაგრამ შეიძლება ვერ მივხვდე,რას მალავს მისი პატარა გული.
-ჩემი გული შენგან არაფერს დამალავს მამიკო...
ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე.
ცოტაც და ტბაში გადავვარდებოდით.ყოველთვის ასე ვიცოდი ხოლმე,სუნთქვის შეკვრამდე ჩავეხუტებოდი და ისიც ხმას არ იღებდა. 
-წავიდეთ მამი,აგრილდა,მეშინია არ გამიცივდე.თორემ დედაშენი მომკლავს!
-არ გავცივდები მამიკო!
-ოჰ, რა დაბეჯითებით ამბობს...
-აბა შენს გვერდით რა გამაცივებს.
-მოდი ჩემთან.მითხრა ღიმილით და ხელში ამიყვანა.
-მამიკო,თოვლი მალე მოვა?
-ჯერ რა დროს თოვლია მა,
ჯერ წვიმა მოვა, ოღონდ ლამაზი, ოქროსფერი წვიმა.
-დამასველებს?
-არა მამი,არ დაგასველებს.ის გაგახარებს.
-როგორ გამახარებს?
-ოქროსფერი წვიმა შემოდგომამ იცის მა...
- ახლა შემოდგომაა მამი?
-ჯერ კიდევ არა,მაგრამ მოვა, 
უკვე ძალიან მალე მოვა და სწორედ ის გაგახარებს.
"მალე მოვა შემოდგომა ჩუმი,შემოდგომას სიხარული მოაქვს!"
ბავშვობის ეს მოგონება ისე ნათლად მედგა თვალებში,თითქოს დრო მართლაც უკან დაბრუნებულიყო ყველაფერი ცხადად ხდებოდა,ან იქნებ მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო...
ეჰ!რას იზამ რომ მოგონება წარსულის ნაწილია და ვერასდროს გახდება მომავალი,მაგრამ გულის იმ კუნჭულში რჩება და იზრდება,რომელსაც ვერაფერი ამოავსებს და გადაშლის.

მ.მამფორია
12/10/2017
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: mariammamporia
ნანახია: 1074 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar