და მე დავეცი..
22.07.2018, 13:16
ცარიელი კედლები,სიჩუმე,სულში ფორიაქით შექმნილი მუსიკა, ხანდახან წყნარი და უბრალო,ხანდახან ემოციური და გაგიჟებული,ზოგჯერ შუალედური,მერე ყველაფერი ქრება მხოლოდ ერთი წერტილია რომელსაც დაჟინებით აკვირდები,მერე იჭრები,იჭრები და ჰორიზონტს გადიხარ,შიგნით რაღაც რიგზე ვერარის,ყველა განვლილი ტკივილები ისევ ერთად იყრიან თავს შენში გჭამენ,სადღაც მუცლის შუა ნაწილიდან იწყება, ყველაფერს ეხება და ანადგურებს, ნელ-ნელა ზემოთ მოიწევს და გჭამს, გტკენს, გახსენებს,გაწამებს,მალვე ადგილს ინაცვლებს და აი მიაღწია,..მიაღწია საწადელს გულის ერთ მხარეს ძიძგნის მეორე გვერდზე გადადის,მე მტკივა,ის მკლავს,ეს არ ეყო და ყელშიც მწვდა.მე ფილტვების გარეშე,გულის გარეშე,ყელის გარეშე და ცოტახანში როცა ტვინამდე და თვალებამდე მიაღწევს დავეცემი,აღარ მეტკინება,ვეღარ ვისუნთქებ,ვეღარც ვიგრძნობ,ვეღარ ჩავყლაპავ ტკივილებს,ვეღარც ვიფიქრებ და ვეღარც დავინახავ.და მე დავეცი
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: mariami3020
ნანახია: 1592 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar