დაკარგული ადამიანები, როგორც შეძენილი გამოცდილებები.- სალომე ფროდიაშვილი
01.04.2019, 18:24
ყველაზე დიდი იმედგაცრუება განა ის არ არის? ადამიანს ბავშვობიდან, რომ იცნობ და საკუთარ სისხლად, რომ მიგაჩნია, და ბოლოს, რომ იფიქრებ, მთელი ცხოვრება ის მიდგას გვერდში და არც ამის მერე დამტოვებსო, შემდეგ კი რაღაც ხდება, რაღაც „ენამ არ გიყივლოსო“, რომ ამბობენ, იმის მსგავსი რაღაც და ზუსტად მაშინ გიცრუებს ყველანაირ იმედს, როდესაც ნდობის ნდობის ზენიტს მიაღწიე როგორღაც და ბოლოს ნდობისა და უიმედობის ხიდს შორის ამოყავი თავი და ბოლოს უნდობლობის კულმინაციასაც მიაღწიე. მსხვერპლი, გახდი მათი. თავს სულ იმას უჩიჩინებდი, მე მაგარი ვარ, მიღალატეს და მოღალატეზე რატომ უნდა ვფიქრობდე და მით უმეტეს ვნაღვლობდეო, მაგრამ შემდეგ აღმოაჩენ, რომ სიმაგრე თურმე ის კი არ ყოფილა, რომ დაგივიწყეს და შენც იმავეთი უპასუხე, მიხვდი, რომ მერე რა, თუ ის იმდენად სულელი აღმოჩნდა, რომ მიგატოვა, მერე რა, თუ ის იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ ოც, თხუტმედ ან, თუნდაც, ათ წლიანი სიყვარული, ნდობა, მეგობრობა, ერთულება, ბავშვური თამაშები, რჩევების კითხვა, გასაჭირში ხელის ჩაჭიდება დაივიწყა, პირიქით, შენ იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ მაინც გიყვარდეს ისე, როგორც მთელი ცხოვრება გიყვარდა და გული შეგტკიოდეს მასზე. რა თქმა უნდა, ამას არავის ანახებ, შენთვის გეყვარება, ჩუმად, მაგრამ არასდროს გაბედო და არამც და არამც არ უნდა დაიტანჯო მის გამო. გიყვარდეს, მაგრამ გახსოვდეს, მან გიღალატა. შესაძლოა მოვიდეს კიდეც და რაიმეს თქმაც სცადოს, შეიძლება პატიებაც გთხოვოს, მაგრამ მუხლებზეც რომ დაგიდგეს, შეძლებ კი, ისევ აპატიო და დაუცადო, როდის ამოგგლეჯს გულს თავიდან და როდის ჩამოგაქცევს ყველაფერს თავზე, ისე, როგორც მაშინ მოგექცა? დავუშვათ, უარი უთხარი და გააფრთხილე კიდეც, თვალებში ზედმეტად აღარასდროს გამებლანდოო, მაგრამ შეძლებს კი, საკუთარ თავს აპატიო შემდეგ ეს? ნუთუ შესაძლოა ამ დროს სინდისმა გული არ გაგიხეთქოს? ნუთუ არც კი გაგიელვებს თავში, იქნებ ყველაფერი გამოსწორებულიყო? და შენი სულელური გულუბრყვილობა ამ „იქნებს“ რომ მიენდოს? რა იქნება? ინანებს? ბედნიერი იქნება? არაფერი ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი ამ ქვეყნად, იმის გარდა, რომ სიყვარული ტკივილის გარეშე ა არსებობს, და უსიყვარულობა მით უმეტეს. ამიტომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიყვარული არ დაკარგოს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, მე ორმხრივ სიყვარულზე ვსაუბრობ, ჩემო მეგობრებო, თორემ ცალმხრივი სიყვარული ისეთი რამ არის, რომ ვერაფერს გახდები მასთან შეჭიდებით და თუ მაიც ცდი, და იქნებ თავიდან ცოტათი გამოგივიდეს კიდეც, მაგრამ ბოლოს დაიტანჯები, მეგობარო, უცილებლად დაიტანჯები. განა, ეს ამად ღირს?!
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: twinekssa
ნანახია: 129 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar