დამსხვრეული
08.03.2018, 01:02
მე შენ ტკივილამდე შეგიყვარე, შენ კი ეს ჩემი სიყვარული ნაგავში მოისროლე. არაფრად ჩააგდე. გული გამიტეხე,დაწვი,ფერფლად აქციე და ეს ფერფლი უსასრულობაში მიმოაბნიე. ადამიანური სახე დამიკარგე. საფლავის გარეშე დარჩენილ მიცვალებულს დავემსგავსე, რომლის სული გზააბნეული დაეხეტება თავშესაფრის საძებნელად. ვერვპოულობ მოსასვენებელს. ბედნიერებამ უეცრად ჯოჯოხეთში გამგზავნა და მარადიული ტანჯვა მისახსოვრა. გაუაზრებლად გულიბრყვილო ანგელოზს ფრთები დამატეხე, სატანასაც კი შურს ჩემი იმდენად დამამახინჯე, სული მომიწამლე. წამართვი არსებობისათვის საჭირო ყველა გრძნობა. არვიცი მკვდარი ვარ თუ ისევ ვარსებობ ამ სამყაროში, სადაც შენ შენი ჟანგიანი სულით მოძრაობ და ირგვლივ ტკივილს აფრქვევ. არვიცი რატომ შევისისხლხორცე შენი ეს გამყინავი სხეული, ეკლებიანი სული. ვოცნებობ იმ დღეს წავეყვანე ღმერთს თავისთან როდესაც შენს ცეცხლისფერ თვალებს პირველად შევხვდი. როდესაც ჯერკიდევ სიცოცხლით სავსე ორგანიზმში რაღაც აქამდე არგანცდილი, უცხო რამ ვიგრძენი. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყირებდი სიყვარულის თემას და ის მხოლოდ ვნების ბოლო საფეხური მეგონა. დამსაჯა ღმერთმა. შენ მომევლინე ტანჯვად. ჯოჯოხეთის სიმწარე პატარა ასაკშივე გამომაცდევინე. შენ დამტოვე სამყაროში სრულიად მარტო, ყოვლადცარიელი. იმ სამყაროში რომელიც ღმერთმა შექმნა და ყველა ცოცხალ თუ არაცოცხალს საკუთარი მისია აქვს შესასრულებელი. მეც მქონდა ჩემი მისია, ოცნებები. ცხოვრებას იმედით ვაგრძელებდი. ბევრჯერ მტკენია, ბევრჯერ მივუტოვებივარ ხალხს, იმ ხალხს, რომლებიც ერთგულებას დამპირდნენ, თუმცა ეს არ შეედრებას იმას, რაც შენი წასვლის დროს ვიგრძენი. დრო გაჩერდა. ოთახში საათის ისრები დუმს. მზე აღარ ამოდის. ქარი აღარ ქრის. სარკეში ვერვიხედები. მეშინია იმის რასაც იქ ვხედავ. ჩემი დამსხვრეული სული ეძებს სახლს, სადაც განისვენებს. ხატად მყავდი. შენზე ვლოცულობდი. ღმერთს ვევედრებოდი ბედნიერი ყოფილიყავი. ახლა არვიცი რაგისურვო. ახლა ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ თავისთან წამოყვანოს. შეგიყვარე. მთელი არსებით. შენ კი ცოცხლად დამმარხე. მადლობ.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: elin
ნანახია: 572 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar