დასასრულის დასაწყისი
05.09.2016, 18:07
წვიმს, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა უკანასკნელად ჩავხედე თვალებში. როცა, უკანასკნელად ვიხილე მისი ციფერი თვალები, მისი ტკივილიანი სახე. ღიმილი, არასდროს არ დამავიწყდება, ის ღვთაებრივი ღიმილი..
მემახსოვრება, ის ტკივილიანი ხმა, ბოლოს ჩუმად რომ მითხრა, ჩურცულით, 'მიყვარხარ'..
შემდეგ კი.. მის ცისფერ თვალებს, ქუთუთოები გადაეფარა...
წავიდა, დამტოვა.. დამტოვა სიცარიელეში, აუტანელ ტკივილთან. რომელიც, ყოველდღიურად მდგომარეობას იცვლის და თანდათან სულს მიყინავს...
სული მეყინება, სული რომელიც დიდიხანია ნაფლეთებათაა ქცეული..
მკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, სიცივესთან ერთად.
ეს იმის ბრალია, რომ ჩემი გული მას გავატანე... მან წაიღო. სანაცლოდ კი, ყინული დატოვა. სულ რაღაც პატარა აიზბერგის ნატეხი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ სხეულში სისხლი გაყინოს..
ხანდახან, მგონია სიზმარში ვარ...
მინდა გამოღვიძება, მაგრამ რაღაც არ მაძლებვს ამის საშუალებს.
მერე კი, ვხვდები, რომ ეს რეალობაა. მწარე რეალობა, რომელიც ცდილობს თავის მარწუხებში მომაქციოს და საბოლოოდ გამანადგუროს, მაგრამ ჯერ, წინააღმდეგობის გაწევის უნარი შემწევს... მაგრამ ვხვდები, რომ თანდათან ამასაც ვკარგავ...
რა იქნება შემდეგ?
ვინ იცის...
ვეღარ ვტირი.... ცრემილი გამიშრა..
დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ. მაგრამ, ეს, ყველაზე დიდი აფსურდია, რაც კი ოდესმე მომისმენია.
დრო, ტკივილისგან მოყენებულ ჭრილობებს აღრმავებს და თუ როგორმე შენ, თვითონვე არ მოერეიე, მოედება მთელს სხეულს და სულს ამოგხდის...
ყვირილი მინდა, აი ისეთი ყვირილი, თან რომ სული ამოაქვს და სადღაც, ჯანდაბისკენ მიაქანებს..
თანდათან მეყინება, აი, უკვე სხეული...
სულშიც შემაცია, ნაფლეთებად ქცეულ სულში. რაღაც უჩვეულოს ვგრძნობ, რაღაც ისეთს რაც აქამდე არ მიგრძვნია..
თვალები მეხუჭება...
სმენა მეხშობა..
ნუთუ, ასე მალე? საოცარია!
ნუთუ, ეს არის ის, რასაც ამდენხანს ასე ველოდი?
ეს არის დასასრული?
არა, ეს, დასასრულის დასაწყისია...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: მემე9405
ნანახია: 1101 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
რა ლამაზად გაქვს გადმოცემული. ❤❤
" დრო, ტკივილისგან მოყენებულ ჭრილობებს აღრმავებს და თუ როგორმე შენ, თვითონვე არ მოერეიე, მოედება მთელს სხეულს და სულს ამოგხდის..." აი ეს ადგილი მომეწონა განსაკუთრებით. უნიჭიერესი ხარ.
avatar
0 Spam
2
ჟანნეტ, ჩემო ერთგულო მკითხველო! <3
avatar