disaster ანუ უბრალოება
21.01.2018, 02:20
- მომისმინე,არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი,არ აქვს მნიშვნელობა რას დამალავ.არც იმას აქვს მნიშვნელობა თუ რას დაწერ და არც იმას თუ რამდენს დაწერ.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად ჩაეხუტები,რამდენად გულით აკოცებ...ის წავა.
ყველა წავა,ვინც არის შენს გარშემო და შენ ისევ ისეთი ეგოისტი დარჩები და თავი მაინც გეყვარება,სიცოცხლე მაინც გენდომება.ასე იყო...მერე მე მიპოვნე.
მერე მე მიპოვნე და გადაწყვიტე ის ყველაფერი იპოვო ჩემში რაც ახლა არ გაქვს,მაგრამ იცი რა ?! შენ წახვალ,რაც არ უნდა გითხრა ან რაც არ უნდა დაგიწერო...ყველა მიდის.დაივიწყებ ნათქვამსაც და დაკარგავ დაწერილსაც.
ეს შენი ბრალი არ იქნება,თუ წახვალ.შენ უბრალოდ აღარ გინდა.
მაგრამ ახლა როცა აქ დგახარ და როცა გინდა ეს ყველაფერი,მე მეუბნები იმას რასაც არ შეასრულებ,რასაც ვერ შეძლებ.შენ ვერ დარჩები,არც.ასე რომ,უბრალოდ გთხოვ რომ ჩაალაგო შენი ნივთები და წახვიდე აქედან.იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს,არაფერს აქვს აზრი და მე ამას იმიტომ არ ვამბობ რომ განადგურებული და იმედგაცრუებული ვარ.მე ამას იმიტომ ვამბობ რომ ეს რეალობაა,რეალობა რომელიც არავის გინდათ რომ დაინახოთ,სიმართლე რომელიც არავის გინდათ რომ გაიგოთ.წადი...მე კარგად ვიქნები.უფრო სწორად ისე ვიქნები როგორც ახლა ვარ.ასე ვიქნები ან საერთოდ აღარ ვიქნები.წადი,სხა ნახე,ის ვინც იქნება ის ვინც შენ გინდა იყოს და იქნება ის რამდენი ხანიც შენ გინდა რომ იყოს.ის ვინც არ დაგისვამს ისეთ შეკითხვებს რომლებზეც პასუხი არ გაქვს.წადი...უბრალოდ წადი.
- კარგი.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: i_eteria
ნანახია: 779 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar