დროის ირონია
14.02.2020, 19:10
დროის ირონია

წამი,წუთი,საათი,დღე,კვირა,თვე,წელი,საუკუნე,ამ ჩამონათვალს ერთი სახელი აქვს,რომელიც მათ აერთიანებს და ეს სახელი დროა.
დრო უჩინარია და მისი დანახვა შეუძლებელია,მაგრამ ადამიანებმა მისი შეგრძნება ვისწავლეთ.ჩვენ მას ყოველდღიურად შევიგრძნობთ და ვცდილობთ სათანადოდ გადავანაწილოთ იგი. აი მაგალითს მოგიყვანთ. მე ვარს სტუდენტი,რომელსაც სწავლა დილის ცხრა საათზე მეწყება.იმისათვის,რომ დილით დროულად დაუგვიანებლად მივიდე უნივერსიტეტამდე,ვიღვიძებ რვა საათზე.ჩემთვის ერთი საათი საკმარისია, ხელპირის დასაბანად,კბილების გამოხეხისთვის,ცოტა წახემსებისთვის, გამოპრანჭვისთვის და უნივერსიტეტამდე მისასვლელად.ჯერ ერთხელაც არ დამგვიანებია უნივერსიტეტში მისვლა. ყოველთვის დროულად მეღვიძება, ყოველგვარი მაღვიძარების გარეშე. მაღვიძარა ეს იმ ხალხისთვის მოიგონეს, რომლებსაც დროის შეგრძნების ნიჭი დაქვეითებული აქვთ.
ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად შეიგრძნობს დროს.ვისთვის სწრაფად გადის, ვისთვის კი ნელა.იმისათვის,რომ ყველა ადამიანმა ერთნაირად შეიგრძნოს დრო შევქმენით საათი. საათი,რომელიც მიუხედავად ჩვენი შეგრძნებებისა ყველასთვის ერთ დროს აჩვენებს.მისი ისრები თითოეული ადამიანისთვის ერთი და იგივე სისწრაფით ბრუნავენ.ასე,რომ მიუხედავად ჩვენი სურვილებისა ჩვენ არ შეგვიძლია დროის შეჩერება ანდაც აჩქარება რადგან იგი ინდივიდუალურად ყველასთვის ერთნაირად იმოძრავებს.იმოძრავებს მაშინაც კი თუ ყველა საათს გავანადგურებთ, რადგან დრო ეს იმ სამყაროს ნაწილია სადაც ჩვენ გავჩნდით და ამავდროულად ჩვენს სამყაროზე უძველესი გახლავთ.დრო ეს ის ერთადერთი რამ არის,რომელსაც განადგურება არ ემუქრება.პირიქით ეს დროს შეუძლია გაანადგუროს ყველაფერი.
ალბად ყველას გინახავთ ქვიშის საათი.ორი გადაბმული ჭურჭელი,რომლებსაც ერთმანეთთან მცირე ხვრელი აკავშირებს.ხვრელი სადაც გაჭირვებით ახერხებს ქვიშა გაძრომას დედამიწის მიზიდულობის დახმარებით.თუ კი ქვიშის საათს ამოვატრიალებთ ზედა ჭურჭელში მოთავსებული ქვიშა ხვრელის და მიზიდულობის დახმარებით მეორე ჭურჭელში გადასვლას დაიწყებს.ამ მოქმედებას აქვს დასაწყისი და დასასრული.რაღაც დროის შემდეგ ქვიშა მთლიანად მეორე ჭურჭელში ჩაიცლება, მაგრამ მიუხედავად ამისა დრო მაინც განაგრძობს სვლას. ადამიანის ცხოვრებაც რაღაცით ქვიშის საათს წააგავს.ყოველი ნაწილაკი,რომელიც ჭურჭელში ვარდება ჩვენი ცხოვრების ნაწილია.მრაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენი საათიც შეწყვეტს მოძრაობას.ჩვენი ისარიც გაჩერდება და ყველაფერი დამთავრდება,მაგრამ არა დროსთვის.ის უწინდებურად გააგრძელებს სამყაროზე ბატონობას და არ გაჩერდება მანამ სანამ ამას თავად არ გადაწყვეტს.დრო ეს ის ერთადერთი უხილავი ძალაა,რომელსაც სიკვდილის დამარცხება შეუძლია.ალბად თავად დრომ შექმნა სიკვდილიც რათა იბატონოს ცოცხლებზე.ანდაც იქნებ სულაც არ არსებობს სიკვდილი. იქნებ თვითონ დროა სიკვდილიც და სიცოცხლე.თავად წყვეტს ადამიანის ბედს.თვითონ განსაზღვრავს თუ როდის დგება ამა თუ იმ ადამიანისთვის დასასრული.
დრო ბუნებაში ყველაზე ღირებულია მაგრამ არავინ იცის მისი ფასი.ამავდროულად დრო ჩვენს ცხოვრებაში შეზღუდულია და არაგანახლებადი.ადამიანმა შეიძლება დაკარგოს საფულე,მაგრამ მას შეუძლია შეიძინოს ახალი.ხოლო რაც შეეხება დაკარგულ დროს,მისი ყიდვა და დაბრუნება შეუძლებელია.დრო ჩვენს ცხოვრებაში ის ერთადერთი ბუნებრივი რესურსია,რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 173 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar