დროის სადარაჯო
27.11.2017, 23:11
დროის სადარაჯოს თაღზე ჩამოვჯექი...
წამი წამს ცვლიდა, წუთი წუთს, თითქოს ღმერთის ძალა მეპყრა ხელთ,მაგრამ ჩვეული მელანქოლიაც თან დამყვებოდა, ალბათ ხვედრია სენტიმენტალიზმი ყოველი უსახლკაროდ დარჩენილისა,
ხმა , რომელიც ყელიდან ამომდიოდა შავ ნოტებად იქცეოდა და ჰანგებად ეფინებოდა არემარეს, თითქოს არცერთი ჩემგან თქმული სიტყვა ზედმეტი ან უადგილო არ იყო ,
სადარაჯოზ ვიდექი დროის და ვაკვირდებოდი , როგორ ცვლიდა მზეს მთვარე, დღეს ღამე , ადამიანთა გგანუწყვეტლივ ფუსფუსს - ძილი , აი მე კი მუდამ მეღვიძა, დროის დარაჯი ვიყავი და ყურადღებით ვაკვირდებოდი , ყოველ ქმედებას ადამიანისას,
ვფიქრობდი , თუ რა წარმოუდგენელია, აჩუქო ადამიანს სამყარო და თვითგანადგურებამდე მიიყვანოს თავისი თავი ამ სამყაროსთან ერთად,
ხან წამოვწვებოდი , ხან წამოვდგებოდი ,
ვცდილობდი ჩემი რუტინა როგორმე გამეხალისებინა და ვინატრე ადამიანი ვყოფილიყავი ,
ვინატრე მეც იმდენად პრიმიტიული სადარდებლები მქონოდა ,როგორიც
ამ არსებებს, ვინატრე შემძლებოდა სიკვდილი , ის ხომ ასეთი მშვენიერია , სიკვდილი არ ხდის ასეთ მიმზიდველს ადამიანთა ცხოვრებას ? მისი არსებობს არ მოაზღვავებს უზადო ვნებას ? სწორედ სიკვდილია ,რაც შეახსენებს ადამიანთა მოდგმას,რომ მხოლოდ სტუმრები არიან ამ სამყაროში და წარმავალია მათი ოცნებებიცა და სიზმრებიც, ოხ როგორ ვინატრე ადამიანი ვყოფილიყავი და შემძლებოდა ტკბობა წამიერებით, ვინატრე შემძლებოდა გამეგო გემო იმ წითელი მათრობელა ღვინისა ასე რომ მიეძალა ნახევარი კაცობრიობისა, ვინატრრე მქონოდა სიზმრები , შემძლებოდა მელოცა არარსებულზე..
ეს ხომ სასაცილოდ ჟღერდა ,
მე ,წითელი ღმერთი, დარაჯი დროის,
ვოცნებობდი ისეთი პრიმიტიული ვყოფილიყავი ,როგორიც ადამიანი იყო და სწორედ მაშინ გამახსენდა, როგორ ვაკვირდებოდი გოგონას, მჯდარს მატერებელში , ლექსებს კითხულობდა და ერთ თეთრ ლექსზე შეჩერდა განსაკუთრებით ,
‘’ აკუტაგავა ამბობდა , ღმერთებს შურთ მოკვდავებისა,
რადგან სიკვდილი არ შეუძლიათ,
ღმერთებისათვის თვითმვლელობაა,
ყველაზე დიდი დასაჩუქრება’’.
გამახსენდა და ავტირდი , მივხვდი ,რომ ფუფუნებაა დაიბადო ადამიანად,
ფუფუნებაა შეგეძლოს უგზო-უკვლოდ სიარული პოეზიისა და პროზის დერეფნებში ,
ბედნიერებაა შეგეძლოს მშვიდად ძილი ან სულაც ვარსკვლავიან ღამეში, მთვარის ციალზე ნეტარებაში გადაშვება, ოხ ,რაოდენ საოცარია შეგეძლოს იგრძნო შეხება საყვარელისა გარუჯლ ტანზე და ბედნიერებააა შეგრძნება სიოსი, ნაზად რომ ელამუნება შენს ნაკვთებს,
ფეხზე წამოვდექი, თაღს ჩავეჭიდე და მინდოდა მეყვირა, მინდოდა ცრემლებად დავღვრილიყავი,მაგრამ გამახსენდა,
ჩემი ხმა მხოლოდ ჰანგები იყო , ტკბილი ჰანგები,რომელშიც ვერ ამოიკითხავდით ჩივილს, ჩემი ხმა უზენაესს არ აღწევდა და არც მე ვიცოდი ვისზე უნდა მელოცა,
ალბათ ვისჯები,
უეჭველია ვისჯები,
ფუფუნებაა ღმერთებისათვის თვითმკვლელობა...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: crimsonorihara
ნანახია: 790 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar