ერთი დიდი შურისა და ეგოიზმის ბუკეტი დედამიწა
12.11.2017, 20:30
ხშირად მიფიქრია, თუ ვინ ვართ ადამიანები და პირველ რიგში თვალწინ მიდგება ერთი დიდი ეგოიზმისა და შურის ბუკეტი(მისი ფორმა, ფერი და საერთოდ შეხდულება თქვენი ფანტაზიისათვის მომინდია). 

არავინ არ თქვას რომ ეგოისტი და შურიანიანი არ არის, აპ, აპ, აპ, ამას ვერ დამაჯერებთ ვერანაირად.
აი, მე მაგალითად ვარ. 
თვითონ, ეს ცხოვრება, ისე არის მოწყობილი რომ ერთხელ მაინც ყველას უფიქრია -"რატო ის და მე არა?"
რითი ვარ მასზე ნაკლები?"

ყველას უფიქრია და მე ეს კარგად ვიცი.
ახლა შეიძლება გაიფიქროთ -"ვინ არის ეს ლაწირაკი დემაგოგი გოგო?", მაგრამ მე კარგად ვიცი რომ სიტყვა \დემაგოგის\ მნიშვნელობა ნახევარზე მეტს არ ეცოდინება ამიტომ, როცა დაგუგლავს, ნახავს დემაგოგის განმარტებას, მიხვდები რომ ეს პოსტი(ჩანახატი) დემაგოგიგიასთან არანაირ კავშირში არ არის და შემდეგ კი შეიძლება ჩემიც შეშურდეს, რადგან, მე ამ პატარა უმნიშვნელო სიტყვის განმარტება ვიცი, მან კი არა, ნუ გრცხვენია მეგობარო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შემიძლია პარალელი გავავლო თავზე თმის გაზრდასთან ან მზაგავს რამესთან(ძალიან იდიოტური შედარებაა ვიცი). 
შენ, შეიძლება შეგშურდეს ვიღაც გამვლელის, იმიტომ რომ მას ახალი(შენსაზე კარგი) მობილური აქვს, მაგრამ ამ, პოსტით იმის თქმა მინდა რომ ყველას, ყველასი გვშურს, ამიტომ  მინდა გითხრა რომ შენ, (ვინც ამას კითხულობს) მარტო არ ხარ, შენთან მთელი, ერთი დიდი შურისა და ეგოიზმის ბუკეტი დედამიწაა(ჩემს ფანტაზიას ასეთი წარმოუდგენია).

დაე გვშურდეს ერთმანეთის, დაე ვიცხოვროთ ამ შურით, მაგრამ ჩემი კეთილი მოწოდება იქნება(ეს კი შეიძლება დემაგოგია იყოს, არ ვიცი) - იმ დონემდე ნუ მიხვალთ, რომ შემდგომში ეს შური ერთ დიდ ბოროტებაში გადაიზარდოს, თორემ, შენ არ იქნები ერთი დიდი შურიანი ბუკეტის ნაწილი, შენ იქნები რაღაც სხვა, ვიღაც სხვა, რაღაც, მეტი ცუდის ნაწილი, ამის შემდეგ კი აღარ გეტყვი, რომ მე შენს გვერდით ვდგევარ.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გრეიფუტი
ნანახია: 769 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar