ღმერთმა იცის...
02.10.2017, 15:30
ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილიყო,თითქოს ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა და  ის რის გამოც გოგონას ახლა გული საშინლად  სტკიოდა ,მისთვის ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო. სხვა დროს სიხარულისგან  ალბათ მეცხრე ცაზე იქნებოდა,ამ ამბავს სულ რაღაც რამდენიმე წუთში ნახევარ ქალაქს მოსდებდა ,შემდეგ კი მთელ ღამეს მომავლის დაგეგმაში გაატარებდა,მაგრამ ახლა ვერაფერს გრძნობდა გარდა სიცარიელისა და სწორედ ეს სიცარიელე იყო ის რაც მოსვენების უფლებას არ აძლევდა. ეს სიცარიელე იყო იმის მიზეზი რომ ამდენი ხნის შემდეგ ისევ არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება,ვითომ ცივი გონებით ,რეალურად კი მაინც ყველაზე ემოციურად ამ საკითს უდგებოდა და ამ სიცარიელეშიც იყო რაღაც ისეთი, რაც კვლავ ძველ გრძნობასთან აკავშირებდა.ორის მაგივრად მხოლოდ ერთმა მიიღო გადაწყვეტილება და მეორესთვის საშინელი განაჩენი გამოიტანა,დაანახა ვინ იყო და ცხოვრებისგან რაც სურდა,გოგონას თავი არასრულფასნოვნად აგრძნობინა,საკუთარი თავის მიმართ რწმენა დააკარგვინა,გამოუყენებელ ნივთად აქცია და შემდეგ უბრალოდ წავიდა.ახლა კი ცხოვრებაში პირველად ყველაფერი გოგოზე იყო დამოკიდებული,არ შეეძლო ვინმესთვის ბრალი დაედო,დამნაშავედ გამოეყვანა და საკუთარი ცხოვრებიდან გაეძევებინა,სწორედ იმ სიცარიელის გამო არ შეეძლო ,რომელიც რაღაცით ისევ ძველ სიყვარულს წააგავდა.გაყინული გრძნობა, რომელიც  მთელი ამ დროის მანძილზე გულის სირღმეში იმალებოდა ,გამოღვიძებას ელოდა.დღეების,კვირების ,თვეების მანძილზე ცდილობდნენ სხვები იქამდე მიღწევას ,სადამდე მისვლაც ბიჭმა ორი წლის შემდეგაც კი უბრალო სიტყვებით მხოლოდ რამდენიმე წუთში შეძლო.გადაწყვეტილებას ახლა ის იღებდა და დრო ,რომელიც დასაფიქრებლად სჭირდებოდა არ არსებობდა,დატოვებდა თუ გაუშვებდა ორივე შემთხვევაში მოუწევდა რაღაცეების ახსნა საკუთარი თავისთვის.ყველაფრის და მიუხედავად არ შეეძლო ხელის კვრა და ბიჭის შუა გზაზე ისე მიტოვება ,როგორც ერთ დროს თვითონ მიატოვეს ,თუმცა პატიებასაც დრო სჭირდებოდა და ნდობა ,რომელიც ორი წლის წინ ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი ხელით დაანგრია ასაშენებლად ერთ ღამეზე მეტს საჭიროებდა,მიუხედავად იმისა რომ ღამე იყო ის რაც გოგონას ყველა გრძნობასა და საიდუმლოს დღიურივით ინახავდა და წლების მანძილზე ყველა ტკივილს საკუთარ თავზე იღებდა.რა იყო ის რაც უფლებას არ აძლევდა დამშვიდობებოდა და ყველაფერი მარტივად დაესრულებინა.ცდებით თუ გგონიათ რომ უყვარდა, მაგრამ სიცარიელე რომელსაც მისი სხეული მოეცვა ვიღაცისთვის არაფერს,ვიღაცისთვის კი უბრალო სიყვარულზე მეტს წარმოადგენდა.ამ დროის მანძილზე პირველად ღამეც დადუმებულიყო,თითქოს ისიც ხვდებოდა როგორი მნიშვნელოვანი იყო რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გოგონას გადაეწყვიტა და ახლა ვეღარც შუაღამით ,მთვარესთან ლაპარაკში ხედავდა შვებას.ვარსკვლავებიც კი მისი რწმენასავით სადღაც გადაკარგულიყვნენ.მას ხომ სჯეროდა რომ არ იყენებდნენ,არ დასცინოდნენ და ძველი ნივთივით არ გადააგდებდნენ,ან კი გადააგდეს ? ღმერთმა იცის.ოდესღაც თუ შეძლო გაშვება ,ყველაფრის ერთ პატარა სკივრში ჩაკეტვა და გულის და გონების სირღმეში გადამალვა ,იქნებ ახლაც გამოსვლოდა,თუმცა იყო ერთი მიზეზი რის გამოც არ შეეძლო ყველაფერი ეს ,ასე მალე გაეკეთებინა,იცოდა რომ თუ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საშინელ მონატრებას,სინდისის ქეჯნას ან გულის ტკივილს იგრძნობდა უკან დასახევი გზა საკუთარი ხელით ექნებოდა მოჭრილი,შესაძლოა ბედნიერება საკუთარი ნებით გაეშვა და ისევ და ისევ იმ დაუსრულებელ ტკივილში დაბრუნებულიყო,რომლისგან თავის დაღწევასაც მთელი ამ დროის მანძილზე ცდილობდა.მაგრამ არა! ახლა ის აღარ იყო 16 წლის ყურებამდე შეყვარებული,გრძნობით დაბრმავებული,თითქმის უცხო ადამიანზე დამოკიდებული გოგონა და აღარც ბიჭი იყო იმ ასაკში რომ ყველაფერი რასაც ორი წლის შემდეგ აკეთებდა გაუაზრებელი ნაბიჯი ყოფილიყო.ორივენი ისე შეცვლილიყვნენ,როგორებადაც თავს ვერასდროს წარმოიდგენდნენ ,მაგრამ იმ ღამით თითქოს კვლავ წარსულში,თავიანთი საუბრის უკანასკნელ წუთებში დაბრუნებულიყვნენ.არ იცნობდნენ იმ ადამიანებს რომლებიც ამდენი წლის შემდეგ გამხდარიყვნენ მაგრამ იცნობდნენ იმ პიროვნებებს რომლებადაც ერთმანეთთან საუბრისას ხდებოდნენ.ბიჭმა გოგონა შეცვალა,ვარდისფერი სათვალეები საკუთარი ხელით გადაუტეხა და ასწავლა რომ ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეეხედა,ცუდად,თავისებურად მაგრამ მაინც ასწავლა,თუმცა მთავარი ის იყო შეძლო თუ არა გოგონამ შეეცვალა ბიჭი და ექცია ადამიანად, რომელსაც სიყვაული შეეძლო და იმედებს აღარ გაუცრუებდა.რა ასწავლათ მათ დაშორებამ ? ერთმანეთის გარეშე გატარებულმა ორმა წელიწადმა ? სიცარიელე რომელსაც ახლა განიცდიდა იქნებ სულაც არ იყო დიდი სიყვარულისგან გამოწვეული ? იქნებ ეს უბრალოდ ემოციების ნაკადი იყო ,რომლისთვსაც თავის არიდებას მათი უგულეველყოფით ცდილობდა.არამგონია! მაშინ ძველებურად აღარ აუფრთხიალდებოდა გოგონას გული,როდესაც შეტყობინების ველში ბიჭის სახელი დალანდა,როდესაც ტელეფონის ეკრანზე ნაცნობი ნომერი გამოჩნდა და თითქოს სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა.სტკიოდა,ძალიან სტკიოდა როცა ახსენდებოდა როგორი თავისებური,ბოხი და ამავდროულად  ნაზი ხმით წარმოთქვავდა ბიჭი მის სახელს,ვითომ ჩვეულებრივ მაგრამ სხვა ვერ გაიგებდა გოგონასთვის რამდენს ნიშნავდა,ვერც სხვა და ვერც ის ვისაც წესით ეს ყველაზე უკეთ უნდა  სცოდნოდა,რადგან რომ სცოდნოდა შესაძლოა ასე არც მოქცეულიყო,არც ადრე როდესაც ყველაფერი დაიწყო,არც მაშინ როდესაც ურთიერთობას წერტილი დაუსვა და არც ახლა როდესაც უეცრად დაბრუნდა და ყველა გრძნობა გოგონას ერთიანად ტალღასავით დაუბრუნა,რომ მიმხვდარიყო იქნებ სულაც არ გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში,მაშინ სამი წლის წინ ,როდესაც ყველაფერი დაიწყო.ქუჩაში მისთვის არც ისე კარგად ნაცნობი სახის დანახვისას გზის მეორე მხარეს გადასულიყო,საერთო მეგობრები არ გამოეყენებინა,ჯერ კიდევ ბავშისთვის გაზრდა არ ეიძულებინა და არც პირველ შეტყობინებაზე ეპასუხა.ბედი იყოო ნურავინ იტყვით ,რადგან  ყველაფერი რაც კი მომხდარიყო,მხოლოდ ერთი ადამიანების დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.ნურც იმას იტყვით რომ ბიჭი ამ გოგონასთვის იყო შექმნილი,ის რომ არა კაცმა არ იცის როგორ გაატარებდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წლებს,დროს მშიშარა ბიჭის მონატრებაში არ გაფლანგავდა და უბრალოდ იპოვიდა ვინმეს ,ვინც ისეთ ბავშურს მიიღებდა როგორიც რეალურად იყო.საერთო მეგობრებიდან დაწყებული,უცნობებით დამთავრებული თითქმის ყველა მათ საქმეს განიხილავდა ,მაშინ როდესაც ორივენი თავინათ ნაჭუჭში ჩაკეტილიყვნენ და ცხოვრების მიერ მოწყობილი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდისთვის თავის არიდებას სცდილობდნენ.ვითომ სინდისმა ერთხელ მაინც არ შეაწუხათ ? ან ის ან ან კიდევ ხალხი, რომლებმაც მათ მაგივრად გადაწყვიტეს რომ ყველაფერი დაესრულებინათ და ეს  ბიჭსაც შთააგონეს.იმ ადამიანებმა რომლებიც თავიდან მათ ერთად ყოფნას აიძულებდნენ თამაში მოინდომეს.როგორ შეეძლო ასე უმოწყალოდ დაედო ბრალი იმაზე რის შესახებადაც ზუსტად არაფერი იცოდა. და მაშინ პირველად ამოიღო ხმა გოგონამ,ერთადერთი იყო ვინც გამბედაობა მოიკრიბა და სიმართლე პირში მიახალა,როგორც სხვები უწოდებდნენ ბავშვმა ,ბევრ დიდს აჯობა,როგორი მეამბოზე იყო ეს პატარა გოგონა...იქნებ ესეც მისგან ისწავლა ? მაგრამ არა,ასეთებად იბადებიან და მანაც საჭირო დროს გამაოჩინა თავის რეალური სახე.თითქოს როლები გაეცვალათ,ახლა ის აიძულებდა ბიჭს სიმართლისთვის შეეხედა და ის რაზეც მთელი ერთ წლიანი ურთიერთობის მანძილზე თვალს ხუჭავდა ,დაენახებინა.მაგრამ უსმენდა ბიჭი ? ენდობოდა იმდენად რომ "მეგობრისთვის" ზურგი ექცია და "ბავშისთვის" დაეჯერებინა ?არადა რომ მოესმინა იქნებ უერთმანეთოდ გატარებული ორი წელი ბევრად ჭკვიანურად გამოეყენებინათ...ასე უბრალოდ დამთავრდა ყველაფერი,უბრალოდ მაგრამ თან ბრალიანად.ცილისწამება ვერ აიტანა,შემდეგ კი რა საოცარია როგორ გამართლა ბავშვის სიტყვები,რომლებიც შესაძლოა აღარც ახსოვდა.ორი წლის შემდეგ კი ეკრანზე ნაცნობი სახის დანახვისას გოგონა მიხვდა რომ წასვლის წინ დატოვებული გაფრთხილება ასრულებულიყო და იქნებ ბიჭმა მის მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვების გაგებაც  შეძლო ? მაგრამ არა ,ტყუილია..იცვლებიან საუკუნეები,ეპოქები მაგრამ ადამიანები და თანაც საკუათარი ნებით არასდროს.მზე ამოდიოდა და სიბნელე რომელიც მის ტკივილს იტევდა თითქოს სიცარიელესთნ ერთად ქრებოდა.წარსულს სამუდამოდ ვერ დაივიწყებდნენ,არადა რომ შეძლებოდათ ამისთვის ნახევარ ცხოვრებასაც დათმობდნენ.ვერ დაბრუნდებოდნენ სამი წლით უკან...ისევ თავიდან.ამდენი ტკივილი,ტყუილი,ცილისწამება,ჩხუბი,იმედგაცრუება და ბოლოს ისევ სიყვარული.თავიდან ვერ გადალახავდა,ეს რაღაც მასზე იმდენად ძლიერი იყო რომ შეეძლო მთლიანი გონება მოეცვა და საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება ეიძულებინა.პრინციპებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაახსენდა როდესაც მობილური ეკრანზე სხვა ადამიანის სახელიც გამოჩნდა.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 819 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar