გრძნობები რეალური და ირეალური ცხოვრების ხიდებს შორის- სალომე ფროდიაშვილი
05.04.2019, 22:12
ყველა მარტოსულები ვიბადებით და მარტოსულებივე მივდივართ, რადგან არც თანაგრძნობა არსებობს ამ ქვეყნად, არც ნდობა ან სიყვარული და არც სხვა დანარჩენი, რაზეც ჩვენ, ყველას ჩვენებური წარმოდგენები გვაქვს. როდესაც ერთისთვის არაფერია , გარდა სიბნელისა, იმედგაცრუებისა და მარადიული ტანჯვისა, ხოლო მეორესთვის ყველაფერია: სიბნელეც, იმედგაცრუებაც, მარადიული ტანჯვაც და ამას დამატებული ბედნიერებაც, უამრავი ახალი და უამრავი პირველი გრძნობა და სხვა მსგავსი, განა შესაძლოა, არ გავიფიქროთ მაინც, რომ სინამდვილეში სიყვარული დედამიწაზე არ არსებობს და მხოლოდ ჩვენი ოცნებებისა და ილუზიების იმდენად დიდი გამოძახილია, რომ რეალურად გვესახება?
მაგალითად რომ ვთქვათ, თუ ჩემთვის სიყვარული შედგება ზრუნვისგან, გაგებისგან, თავად სიყვარულისგან და სხვა მრავალი, სხვისთვის კი ეს სიმპტომები სიყვარულს არ მიეწერება და შესაძლოა მისთვის გულის ხმამაღალი ძგერა, ფეხების კანკალი, ჟრუანტელის თარეში სხეულში და ,,მუცელში პეპლები“ გამოიხატებოდეს სიყვარულად. გამოდის, ყველანი ჩვენს საკუთარ გრძნობებს ვარქმევთ იმ სახელებს, რაც თავში მოგვივა.
ესეიგი, მე სიყვარულს იმას დავარქმევ, რასაც ვიგრძნობ და მეგონება, რომ ესაა სიყვარული და შენც სწორედ იმავეს მოიმოქმედებ და ის მოხუციც ქუჩას, რომ ჰკვეთავს ახლა, ის ახალგაზრდაც, მარტოსული, რომ დაძრწის მთელი ღამე ქუჩა-ქუჩა , და ყველა სხვა დანარჩენიც. ასე გამოვიდა, ჩემო მეგობარო, არც სიყვარულია რაიმე დადგენილი შეგრძნება, მაგალითად, როგორიც შიში, როგორიც უჰაერობა და სხვა დანარჩენი. ისინი უბრალოდ ამ ემოციებს მიახლოვებული წოდებებია, რა სიმპტომებიც ყველაზე ხშირად იგრძნობოდა მათი განცდის დროს და მე მაინც მგონია, რომ დედამიწაზე არც თანაგრძნობა არსებობს, არც ნდობა ან სიყვარული, და არც სხვა დანარჩენი, რასაც ჩვენ შეგვწევს ძალა, სახელი ვუწოდოთ, რადგან ყოველივე ეს დადგენილად მხოლოდ ჩვენს გონებაშია, ჩვენს გულში, სხეულში. დანარჩენის ავტორებიც ისინი არიან...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: twinekssa
ნანახია: 236 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar