გული
05.07.2016, 19:10
გული – ფიბროზულ–კუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც არსულებს ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში...
გული - ვიღაცისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანო, ვიღაცისთვის ამაზე მეტი...
მისი გულიცემა მიყვარდა თუ არა?
ცოტა უცნაური კითხვაა, მაგრამ გიპასუხებთ...
იმდენად მიყვარდა, რომ მისი გულისცემით ვცოცხლობდი...
ჩემი თუ გაჩერდებოდა, მისით ვიცოცხლებდი...
მაგრამ დღემდე არ ვიცი, რა იქნებოდა პირიქით რომ მომხდარიყო...
იცოცხლებდა ის ჩემი გულისცემით?!
ეს უკვე სულ ერთია!
რამდენიმე დღეა შოკიდან ვერ გამოვდივარ...
ეს ჩემთვის უცნაურია...
უცნაურია რამდენიმე მეტრის დაშორებით გრძნობდე მის გულისცემას, თუმცა მას ვერა...
არ მახსოვს რა როგორ დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ტვინი გაითიშა...
მოკვდა, გარდაიცვალა...
მე დავიღუპე!
ახლა კარდიოლოგიური განყოფილების დერეფანში ვდგავარ და ფანჯრიდან ჩემთვის უცნობ გოგონას ვუთვალთვალებ...
წარმოდგენა არ მაქვს ვინაა და ყველაფერი ასეთი, მაგრამ მისი გული... მისი გულისცემა...
ავირიე...
ვერ ჩამოვყალიბდი...
ახლა უბედური ვარ?
იქნებ პირიქით...
იქნებ ბედნიერი ვარ და ვერ ვხვდები?
მისი გულისცემა ხომ არ შემწყდარა...
არც ჩემი...
ის მოკვდა...
მაგრამ მე ცოცხალი ვარ...
ცოცხალი ვარ და ვუყურებ ადამიანს, რომელსაც მისი გული უცემს, თუმცა სულაც არაა ის გოგო, მე რომ თავდავიწყებით მიყვარდა...
მიყვარდა...
საშინლად ჟღერს!
რას ქვია მიყვარდა?
მიყვარს!
მე ხომ მისი გულისცემა მიყვარდა, რომელიც გამუდმებით თამაშობდა...
უჩემოდ ტბასავით მშვიდი და დამდგარი იყო...
გამოვჩნდებოდი და ისე აბობოქრდებოდა, როგორც მარტის თვეში ზღვის ტალღები...
სწორედ ამიტომ მიყვარდა...
ახლა არ ვიცი რა იქნება...
გული ისევ ცემს, თუმცა განა ჩემთვის?!
მეშინია სქელი მინის იქით მდგარ გოგონასთან მიახლოების...
გული რომ ისე არ გაუგიჟდეს, როგორც მას უგიჟდებოდა ხოლმე, ნამდვილად გავგიჟდები...
მერე ნამდვილად შეწყვეტს ჩემი გული ცემას და...
და დარჩება ტვინი...
ტვინი, რომელსაც ალბათ ფუნქციონირების შეწყვეტამდე ისე გადაუნერგავენ სხვას, როგორც მისი გული გადაუნერგეს სიცოცხლეს მოწყურებულ გოგონას...
და ოდესმე ისევ შეხვდება ჩემი ტვინი და მისი გული ერთმანეთს...
ღმერთო, გავგიჟდი!
ხომ ხედავთ უკვე ვბოდავ...
რა არის ეს?
რა ხდება ჩემში?
წარმოდგენაც არ მინდა!
დამინახა...
ჯანდაბა, შემომხედა და თვალი გამისწორა...
და გამიღიმა...
თითქოს გაიყინა, მიცნო...
იქნებ გულმა მიცნო...
იქნებ ისევ ისე აფრთხიალდა, როგორც ძველ "პატრონთან" იცოდა ხოლმე?!
იქნებ...
არ ვიცი, ამას ვერ გავიგებ...
არადა, სურვილისგან მაკანკალებს!
მინდა პალატაში შევვარდე და სრულიად უცნობ გოგოს მკერდზე დავაკვდე...
დავაკვდე, რომ მისი გულისცემის ხმა გავიგონო...
მაინც როგორი რაღაცაა ეს გული...
ფიბროზულ–კუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც არსულებს ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში...
ვიღაცისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანო, ვიღაცისთვის ამაზე მეტი...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 1576 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
მაგდა ❤❤ გამიხარდა, ზედმეტად მომნატრებია შენი ნაწერები და ეს რომ წავიკითხე მაშინ მივხვდი ❤
avatar
0 Spam
2
anuk❤❤
avatar
1 Spam
3
ვიღაცისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანო, ვიღაცისთვის ამაზე მეტი...
❤❤❤
avatar
0 Spam
4
არც ისე კარგად ვარ და ახლა ამის წიკითხვის მერე ისე ვარ გავსკდე უნდა..ყელში გამეჩხირა რაღაც და აღარ გადამდის :((( შენი ჩანახატები უნიკალურია.. <3
avatar