იმედგაცრუება
11.11.2017, 15:49
ხანდახან საჭიროა,რომ სიმშვიდის გზას გაყვე.
ჯდები სიჩუმეში,სიბნელეში და სიმშვიდის დიდ ბილიკს ხედავ....ერთი მხრიდან სიბრაზე გკიდებს ხელს ხელზე,მეორე მხრიდან კი ტანჯვა.ხელებს გკიდებენ და მიჰყავხარ სიმშვიდის გზაზე.შენც მიყვები,მშვიდად.არ ფიქრობ,სად მიდიხარ ან რა გელოდება წინ.ეს ხომ სიმშვიდის გზაა.ხანდახან უკან იხედები და ხედავ რომ
სხვებიც შემოგემატნენ.განცდა,დარდი და სურვილებიც კი მოგყვებიან უკან ხოხვით,მაგრამ მოდიან,შენ კი ისევ მიჰყვები ბილიკს.დიდი გზის შემდეგ წინ ტკივილი გხვდება,მარტო შენ ხედავ,სხვები ვერ ხედავენ.ის ახლა ლიდერობს,ყველაზე წინ მიდის.მიდიხარ და არ ჩერდები.რაღაც დროის შემდეგ,ზურგზე დაღლილობა გეკიდება,რომელსაც არ იმჩნევ მანამ სანამ არ გაივლი რაომოდენიმე კილომეტრს.კილომეტრების შემდეგ უკან იხედები და დაღლილობა იმდენად გაზრდილა რომ სხვა ყველა უკან დაფარა,ვეღარაფერს ხედავ.მოგონებების გარდა....მოგონებები სწრაფად მოდიან,ვერც შეამჩნიე როგორ გაჩნდნენ საერთოდ მაგრამ ახლა შენსკენ სწრაფად მოდიან.....გეშინია...ვერც მირბიხარ....სიმშვიდის ბილიკი მახინჯად გაფერადდა.
აღარაფერი შეგიძლია...მუხლებზე ეშვები,მოგონებები გეტაკებიან და ყველა გრძნობა და მოგონება ერთად იყრის თავს და გიჩნდება იმედგაცრუება.იმედგაცრუება ცხოვრების მიმართ,შენი თავის მიმართ....ახელ თვალებს...ყველანაირი ბილიკი,ყველა გრძნობა,ყველა მოგონება ქრება...სიბნელეში ხარ,სიბნელეში ხართ...შენ და იმედგაცრუება.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: i_eteria
ნანახია: 1030 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
avatar