ინტიმური ჯაზი
23.03.2019, 22:44
ინტიმური ჯაზის ნოტი

ამ ქუჩაზე ყველაზე მეტი ჯაზი დადის, არეული ნაბიჯებით, სქელი სიგარით და მკვეთრი ვისკის სუნით. ყველა ბარს თავისი ხიბლი აქვს, ზოგგან მთვრალი გოგონები თამამად ეცეკვებიან თავიანთ ფერადკანიან პარტნიორებს, ზოგი სულაც უცხოებს. იღებენ ბლუზს მათი სულიდან და სასიამოვნოთ ატარებენ დროს ოთახებში სადაც კედლები ნოტებითაა გაჟღენთილი. დიდი ტუჩები ერთმანეთს ედება, მოკლე კაბა უფრო და უფრო მოკლდება, მთვარე იკაპიწებს ხელებს და დურბინტით ემზადება სცენის სანახავად. საწოლზე ვარდება შოკოლადის ფერი გოგო, კედლები ოფლს იმშრალებენ, მამაკაცი არ ჩქარობს მასზე დაცემას, დინჯად იხსნის ჰალსტუხს, ეტყობა რომ სიამოვნების გახანგრძლივებას ცდილობს. გოგონა სექსუალურად სრიალებს ბარხატის შინდისფერ თეთრეულზე, ჭიქა გაივსო ჯაზით, სხეული თრთოლავს და სიამოვნების ეკალი უფრო და უფრო მკვეთრი ხდება მის შოკოლადისფერ კანზე. ეამბორება ნაზად სქელი ტუჩებით მის ყელს, ხელით სასიამოვნოდ ეფერება მის ხვეულ შავ თმას რომელიც წელამდეა ჩამოშლილი ჯოჯოხეთის ჩანჩქერივით. ისევ არ ჩქარობს, დინჯად მოყვება ყელიდან დაბლა, კოცნას არ აჩქარებს, ირგვლივ ყველაფერი გაჩერებულია, მთვარე მასტურბირებს, კედლები ისევ ოფლს იწმენდენ, საწოლი ფრთხილად მოძრაობს და ჰეროინი გოგონას კანზე თოვლივით მოსჩანს. წყნარად ანიჭებს სიამოვნებას გოგონას, თითქოს საქსაფონზე უკრავს. გიგანტურ კიდურებს ზღვის ტალღებივით იყენებს, ეპარება ყველა მხრიდან საიდანაც შესაძლებელია, დავიწყებას მიეცა წითელი პომადაც, დახეული თეთრეული იატაკზე იყრება, ზურგი ლურჯი ფრჩხილებით იკაწრება, კუნთები სკდება, ხშირდება ბიძგები, იმატებს ხმა, გაცხელდა ყველა გრძნობა და ..... ! დ ა ს რ უ ლ დ ა ! ტუჩებზე ოფლ მომდგარი და სიამოვნებისგან დაღლილი, ნაზად შეექცევა ჭიქაში დასხმულ ჯაზს და სანაქებო სიტყვებით უმასპინძლდება პარტნიორს. დგება და საშხაპეში შედის. გარეთ გამოსულს კი ოთახი ცარიელი და სამახსოვროდ დატოვებული ბინძური მწვანე ქაღალდი ხვდება წარწერით "ნარკოტიკი ხარ !"
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Googliko
ნანახია: 331 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
Wow cool უინტიმურესი, უგანსხვავებულესი, უუ-მაგრესი! ბრავო! <3
avatar
0 Spam
2
მადლობა happy
avatar