ჯანდაბამდე გზაც ჰქონია
29.08.2016, 17:17
ჯანდაბამდე გზაც ჰქონია უაზრო პატივმოყვარეობას, არაფრის მთქმელ სიტყვებს და შენს ტანჯვას, გრძნობები , ის და სხვა, ყველას დედაც ჯეკ. სულ არ მინდა ვინმეს გამო ვინერვიულო, ვიტირო, ვიოცნებო, ეს ყველაფერი მარაზმია და მეტი არაფერი, არ ეგონოს ვინმეს ცუდად ვგრძნობდე თავს, ან სასოწარკვეთილებაში ვიყო ჩავარდნილი, ან საერთოდაც ცხოვრებაზე ვიყო გამწარებული. არა, არც არაფერი მსგავსი , სრულიად ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება, სრულიად ყველაფერი რაც მინდა და უბრალო ადამიანის. შესაძლებლობებში ჯდება. მიყვარს ? არც ვიცი , მიყვარს ბევრი და ბევრნაერად. იმ ერთადერთს რაც შეეხება ვერ გეტყვით, მე არ ვიცი რას ეძახიან ადამიანები სიყვარულს, ხანდახან არც მე ვიცი რას ვეძახი იმ ერთადერთ სიყვარულს, რა მოიაზრება მასში. მე სიგიჟემდე მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო, იმდენად რამდენადაც მეზიზღება, მეზიზღება ხალხის დუმილი , მუდმივი შიში , სინათლის სხივს ვერ ამჩნევენ იმიტომ, რომ ეშინიათ, იმის იქით რა გამოჩნდება ხომ არ იციან არაა??? ვაი და ის არ იყოს რაც მათ აწყობთ. აწყობთ, უსაქმურად ჯდომა და არაფრის კეთება , მაგრად დალევა , გართობა და გულავი . მეტი არც არაფერი, როცა ხვდებიან რა არის სინამდვილეში ფასეული უკვე სიკვდილის პირას არიან და არც არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ეგოიზმი აი რა ქვია ამას . მეზიზღება ქალების დამოკიდებულება საკუთარ თავთან, მამაკაცების მიმართ, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ძირი დაჩიავებული და დამპალი მაინც სულ აქ რჩება. არსებობენ კარგები და არსებობენ ცუდები ? არა, რაღაც ასე სულ არ მგონია, მემგონი არსებობენ უბრალოდ ადამიანები. რწმენა ? რწმენაზე ლაპარაკი არ მიყვარს არ არის საჭირო და იმიტომ. რწმენა რის რწმენა იქნებოდა თუ შენში არ დაიტოვე და არ გაჩუმდი, ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ გჯეროდეს შეიძლება მხოლოდ შიგნიდან გულით, სულით და გონებითი.
ყოველი დაცემა აღზევების წინაპირობაა. როდესაც ვერ ხდეავ გზას და სამყარო გენგრევა თავზე, როცა ფიქრობ რომ ხვალინდელი დღის გათენება სამწუხარო ფაქტია და საერთოდაც არ აქვს აზრი. რა უნდა გააკეთო ამ დროს ? იჯდე და იტირო თუ დაინახო ცუდში ბევრი კარგი?! უნდა ნახო გამოსავალი გამოუვალ სიტუაციაში, ადგე და თქვა: ყველაფერი კარგად იქნება , ისე როგორც მე მინდა იმიტომ რომ არ არსებობს მიუღწეველი მიზანი, დაუპყრობელი ქვეყანა და დაუმორჩილებელი ადამიანი.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: nini_mosulishvili
ნანახია: 1069 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar