ქალაქი
12.11.2020, 19:53
ხმაური, ქაოსი...
ქალაქი ერთმანეთზე მჭიდროდ მიქალაქის გამაყრუებელი ხმაური, რომელიც გვაგრძნობინებს რომ ცოვხლები ვართ, გვაგრძნობინებს რომ ვარსებობთ. ქალაქი თექვსმეტ სართულიანი შენობებით, ქარხნებითა და ძალიან ცოტა ჭადრის ხეებით. ალბათ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის პერსპექტივა არ გვხიბლავს.წყობილი სავაჭრო ცენტრებითა და მასთან კიბეზე ჩამომჯდარი მათხოვრებით. ქუჩებში არეული ნაბიჯით მოსიარულე ახალგაზრდებით, ჯერ კიდევ რომ არ გამოსულან პლანის ადხადნიაკიდან. დამღლელი ქალაქი, დამღლელი ხალხით და სპორტული მანქანებით, გაქცევას მოგანდომებთ. სიმშვიდეს რა გაგრძნობინებთ? ღამის კლუბები, სექსი, მოსაწევი მოკლედ ყველა თუ არა ბევრი ერთობა აქ. მოიცა, მოიცა ახლა ჰოლ ყველა სახლშია და ნახევრად ფხიზლები ერთმანეთს მგზნებარეთ დისტანციურად ვუყვირივართ ქრისტე აღსდგა. (ისინიც შორიდან გვპასუხობენ ჭეშმარიტად) რისი სუნი აქვს ჩვენს ქალაქს? ალბათ ამ კითხვაზე ვუპასუხებდი რომ მარტოობის, ნამდვილად მარტოობის. გაახვეულია მარტოობაში, მაგრამ თავს მარტოდ არასდროს გაგრძნობინებთ. თანამედროვეიობისა და საბჭოთაკავშირის სინთეზი იგრძნობა. მარტო შენობებში კი არა ადამიანებშიც. ზოგჯერ გგონია რომ ყარს, ზოგჯერ კი მოცვის სურნელი ასდის. წასვლა არ გინდა, მაგნიტივითაა, გიზიდავს. თუ ერთი მიეჯაჭვე რთულია მოშორება. ვერ გარკვეულხარ ბოლომდე გიყვარს თუ გძულს. ქალაქი პატარა და დიდი მაცხოვრებლებით, ადამიანის ნარჩენებითა და ნაფლეთებად ქცეული ადამიანობით. ყველაფერი რომ ერთმანეთშია არეული...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: salomeferiashvili
ნანახია: 14 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar