ქალაქს სიკვდილის სუნი სდის
11.04.2019, 01:46
დადიხარ ქუჩაში,უყურებ ხალხს თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიედინება.მოძრაობენ მანქანები,ხალხი დადის სავაჭრო დაწესებულებებში,თინეიჯერები ერთობიან.ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა,პრობლემაც არ არსებობს.რეალურად ყველაფერი მკვდარია,შენც მკვდარი ხარ,მეც მკვდარი ვარ და ჩვენ არ ვიცი რაღა გაგვაცოცხლებს.დადიხარ ქუჩაში და აცობიერებ,რომ ხალხი გაგიჟდა,ისე არა ნორმალურ ქვეყნებში,რომ აფრენენ ბოჰემური ცხოვრებით,რომ ცხოვრობენ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ,თუ რას იტყვის მათზე მეზობელი ან ვიღაც შორეული ნათესავი მხოლოდ საერთო ნათესავისა ან მეზობლის დაკრძალვაზე,რომ ხვდებიან და მაშინ ინტერესდებიან რა უჭირთ ან რა უხარიათ.არა,აქ ყველა გაგიჟდა,ზომბებად იქცნენ გესმის?ვიღუპებით,თითოეული ჩვენგანი ვკვდებით და ვლპებით.
ეს ქალაქი აღარ არის,ეს სიკვდილია.ამ ჩვენს საამაყო ქალაქს სიკვდილის სუნი სდის.გარდაცვლილი მეშახტეების სუნი სდის.ამ სუნში ჩვენც ვეხვევით,ვიწამლებით და ვიხოცებით.
შეიგნე,რომ ამ ქალაქში ოცნების უფლებაც ჩამორთმეული გაქვს,არ ხდება ოცნებები.არც ჩემთვის და არც შენთვის.
შეიგნე,რომ ამ ქალაქში სიზმრების უნდა გეშინოდეთ,შეიძლება ვინმემ გაიგოს,მოგპაროს და შემდეგ საკადრისად დაგსაჯონ.
შეიგნე,რომ ამ ქალაქში სიყვარულის უფლება არ გაქვს.არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ,თუ ქალი გიყვარს? ესეიგი შენ ბოზი ხარ.
შეიგნე,რომ ამ ქალაქში სექსის უფლება არ გაქვს.მეზობლებმა,რომ იჭორაონ?ან ანათემას გადასცენ გაუთხოვარი ქალბატონი სექსისთვის?
შეიგნე,რომ მამაკაცმა მხოლოდ ბორდელში უნდა იაროს და როდესაც ცოლის მოყვანა მოუნდება, საკუთარ სახლში მხოლოდ მაშინ ექნება სექსის უფლება,რადგან გარშემომყოფები არ ააჭორაონ.
შეიგნე ერთხელ და სამუდამოთ,რომ ამ ქალაქში მარიხუანას ვერასდროს მოწევ მეგობრებთან ერთად,დაგიჭერენ და ზევიდან კიდევ ზედმეტ დოზას დაამატებენ,რომ გართობისთვის ციხის ოთხი კედელი გახეხინონ.
შეიგნე,რომ კლუბში ცეკვისას მუდმივ მზად ყოფნაში უნდა იყო,რომ იარაღიანი ტიპები არ შემოცვივდნენ და ნარკომანოს ძახილით გარეთ არ გიკრან თავი.გაიგე,რომ ამ ქალაქში გართობა არ შეიძლება,რომ ყველაზე დიდი მონებისგან დამონებული საცოდაობა ხარ.
შეიგნე,რომ როდესაც შვილს გიკლავენ მკვლელს არ დაიჭერენ და სიცილით განაგრძობენ კიდევ უამრავი ადამიანის მოკვლას.
შეიგნე,რომ ეს ქალაქი მკვდარია და სიკვდილის სუნათ ყარს.რომ უნდა გაასწრო გაიქცე,თუ გადარჩენა გინდა.უნდა გაიქცე უკანმოუხედავათ და გაიზარო გაქცევისას,რომ ვიღაცები გაასწრებთ და ვიღაცები აქ ჩარჩებიან სიკვდილისთვის.
შენ კვდები,ისევე,როგორც მე და უნდა შევეგუოთ ამას.ამ წყევლით სავსე ქალაქში ხეც კი არ ხარობს, ან არ აცლიან ან თავისით ჭკნება,ალბათ არც მას სურს მონობა სიკვდილის ქალაქში.
მონობაში ყველაზე ცოდო მონა კი არა,თავისუფლების მოყვარული ადამიანია.მონამ ისედაც ჩინებულად იცის,რომ ასეთი დაიბადა და ასეთად აქცია საუკუნეების წინ ვიღაცის შეთითხნილმა ტრადიციამ.შენ ეს არ იცი და შესაბამისად ვერც ეგუები.სიკვდილით სავსე საგიჟეთში ცოდო მხოლოდ საღი ადამიანია,რომელიც ამას უყურებს და ისიც გაქცევაზეა ორიენტირებული,ძალიან ადეკვატურად.
არ იოცნებო,არ შეიყვარო,არ დაგესიზმროს არავინ და არაფერი სანამ აქ ხარ,რადგან შენ როგორიც არ უნდა იყო აქ ცოდვილი ხარ,ასე გადაწყვიტეს შენს დაბადებამდე.
ამ ქალაქს სიკვდილის სუნი სდის და ვიხოცებით ყველა,შეიგნეთ!

ავტორი:სერგი შიომღვდლიშვილი
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: sergialien
ნანახია: 60 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar