ქართველობა
27.11.2017, 22:17
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელია"
სასაცილოა,
ძალიან სასაცილოა.
რამდენი ამ წინადადებას მოვისმენ, იმდენი "საშინელი" სიცილი მიტყდება.
აი, რაღცნაირი წინადადებაა.
შეიძლება ითქვას, რომ უტოპიური,
ანდაც არარეალური.
-რას ნიშნავს იყო ქართველი?
ჩემთვის პირადად, ეს, არაფერს არ ნიშნავს.
მომიწია და დავიბადე საქართველოში.
ალბათ, იგივეს ვიტყოდი სხვაგან რომ დავბადებულიყავი(ალბათ კი არა, დანამდვილებით ვიცი).
ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა
ძალიან სასაცილოა
ქართველობა წაგვართვესო, როდესაც მათთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ეს არაფერი არ არის.
საერთოდაც არაფერის
ეს, უბრალოდ იმ ქვეყნის სახელია, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე, რომელშიც მოგიწევს იცხოვრო შენი მთელი ცხოვრება, მაგრამ მოიცათ, ჰოიდა, უცებ შემოგთავაზეს საზღვარგარეთ კარგი სამსახური, რას იზამთ თქვენ? რა თქმა უნდა, დათანხმდებოთ და როდესაც თვითმფრინავიდან გადმოხედავთ თქვენს "საყვარელ" საქართველოს, ვერაფერსაც ვერ იგრძნობთ, პირიქით, შეიძლება გაგიხარდეთ, რადგანაც ამ უპერსპექტივო ქვეყანას შორდებით სადაც, ყოველ მეორე ფეხის ნაბიჯზე, ზიზღისა და შურის სუნი დგას, ზოგჯერ, შეიძლება, ცხვირის ამწველ, ოფლისა და ფეხის სუნსაც შეეჯახოთ და აი, ზუსტად მაშინ მიხვდები, რომ ქართველობა შენთვის ისეთივე არაფერია, როგორც ჩემთვის და რატომღც ამის გააზრებისას საერთოდ არ გეტკინება გული.
დაფრინდა თვითმფრინავი,
დაბინავდი,
დაათვალიერე ქალაქი.
აი, მეორე დღეც გათენდა, შენ გაგახსენდება, შენი ნაცნობები და საყვარელი ადამიანები, მაგრამ მესამე დღეს, ოოო, მესამე დღეს საერთოდ ყველაფერი დაგავიწყდება და შენს, ახალ ცხოვრებას აუწყობ ფეხს, ახალ ქალაქში.

-რას ნიშნავს იყო ქართველი? ეს, არაფერსაც არ ნიშნავს.
-რას ნიშნავს იყო ევროპელი? ეს, არაფერს არ ნიშნავს.
დარწმუნებული ვარ ნებისნიერს, ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, რას ნისნავს შენთვის ქართველობა, იმდენად არარეალურ პასუხს გაგცემთ, რომ სიბრალულის გრძნობაც კი შეიძლება გაგიჩნდესა, ან შეიძლება ჩემი არ იყოს, "საშინელი", გულის შემაწუხებელი სიცილიც აგიტყდეს და მაშინ მიხვდები, თუ რა მდგომარეობაში ვარ მე ახლა.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გრეიფუტი
ნანახია: 800 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar