მამას
07.05.2021, 14:39
მამას
ყველაზე ნაკლებად მინდა ეს ჩანახატი სევდიანი გამომივიდეს, მაგრამ ვიცი მაინც სევდას მომგვრის მისი წაკითხვა, თან გულსაც გამითბობს. სასიამოვნო სითბო ჩამეღვრება სულში და ვინ იცის რამდენი ხანი გამყვება. დიდი მონატრებით მომენატრე მაგრამ ამის თქმას არ ვაპირებდი. დღეს შემთხვევით, როცა ჩემს ბავშვობის ფოტოს ვეძებდი ფოტო ალბომში ცისფერთვალება მომღიმარი ბიჭის ფოტო შემრჩა ხელში, იმ კაცს სრულიად არ ჰგავდა ბოლოს რომ ვნახე და ცოტა არ იყოს გულგრილად ჩავეხუტე. ახლა ძალიან მწყინს ჩემი საქციელი, რომელიც ეგოისტური იყო და ბავშური. ვაკოცე, მაგრამ ეს კოცნა არ ჰგავდა იმ სალომეს კოცნას ბავშობაში რომ გკოცნიდა. ეს უფრო ცივი იყო და ამის გამოც ჯანდაბას ჩემს თავს ამასაც ვნანობ. ახლა ერთ დროს, რომ შენს მიმართ საოცარ სიყვარულს ვგრძნობდი იმ საოცარ სიყვარულს ვრძნობ. ძალიან მომინდა დაგემშვიდებინე და თვალიდან ცრემლი მოგეწმინდა. ვუყურებდი ამ თვალებს, რომელსაც კავშირი აღარ ჰქონდა შენთან და გეფიცები გული საშინლად დამიმძიმდა. თითქოს მხრებზე სევდის სიმძიმე დამაწვა. ძალიან მომინდა წარსულში გადავსულიყავი, ჩემი პატარა ხელო შენს ხელში მოგექცია და ერთად გვესეირნა ბაღში. ისევ ძლიერად მომინდა კარუსელიდან შენთვის ხელი დამექნია, იმის ნიშნად რომ არ მეშინია. მამა ახლა სიძნელეების არ მეშინია როგორც შემიძლია ვუმკლავდები. როგორ მინდოდა ისევ ჩუმად ბალიშისქვეშ სათამაშოები დაგეწყო, და მე ასე რომ არ მიყვარდა ბიჭის ტოიბოქსი აგვეწყო. ისევ ჩვენ ერთად გვენახა შენი შერჩეული ფილმები. იცი ფეხბურთი არასდროს მომწონდა და შენ გამო ვუყურებდი. როგორ მინდოდა ჩემს ალბომში ჩვენი ბევრო ფოტო ყოფილიყო, მაგრამ ერთიც ძლივს მოიძებნა. როგორ მინოდა... მენატრები დიდი მონატრებით და აპატიე სალომეს ბავშური შეცდომები.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: salomeferiashvili
ნანახია: 112 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar