მარტოსულები
05.09.2016, 09:16
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ.
გოგო, რომელსაც ზურგჩანთით დააქვს გრძნობები მიმიკებიან ნიღბებთან ერთად.
მეთვითონ კი, ცარიელი ვარ... ცარიელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
არანაირი გრძნობით და არანაირი მიმიკებით.
მოხეტიალე კლოუნი ვარ, რომელიც ცდილობს მუდამ, გაღიმოს ყველა, თვითონ კი, მოწყენილი დახეტიალობს აქეთ-იქით.
მინდა, სიტყვა-სიტყვით გადმოქცეთ ყველა ჩემი გძნობა და ემოცია, მინდა გული გადაგიშალოთ...
კლოუნები ერთი შეხედვით ბედნიერები ვჩანვართ. დიახ! ვჩანვართ და არა_ვართ!
ამიტომ გვაქვს მუდამ ღიმილი აკრული სახეზე, რომ გადავფაროთ ჩვენი ტკივილი. ღიმილი ნიღაბია, რომლითაც ჩვენ ვიმოსებით. მაგრამ, გვეშინია თვალების.. გვეშინია არ გაგვყიდოს...
მარტსულები ვართ ყველა.
არ გვაქვს ოჯახები.
არ გვყავს არავინ, გარდა საკუთარი თავისა.
არ გვაქვს მიზანი, რისგამოც შეგვეძლება, გადავლახოთ დაბრკოლებები; ამიტომ, ცხოვრების დინებას მივუყვებით; დინებას, რომელიც ძალიან სწრაფად მიედინება თავის კალაპოტში; დინებას, რომელიც მჩქეფარედ მიედინედინება და თან მივყავართ..
არ გვიყვარს ღამე. გვეშინია მისი.. რადგან, ღამე საკუთარ თავებთან გვიწევს განმარტოება.
გვერდით ყოველთვის საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც განუგეშებს.
ადამიანი, რომელთანაც არ მოგიწევს მიმიკებიანი და გრძნობებით გატენილი ჩანთის თრევა.
რადგან, იცი, რომ მას უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
მაგრამ... მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბავშვებს ვუყარვართ. დიდები კი იცინიან ჩვენზე. ან, ეცინებათ იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ერთი შეხედვით, არაფერია იმაზე უკეთესი, როცა იცი, რომ ვიღაცის გაღიმება და გამხიარულება შეგიძლია.
და მაინც.. ჩვენ მარტოსულები ვართ!
გრძნობებით და მიმიკებით გატენილი ზურგჩანთის პატრონები.
__________________
მოგსალმებით ყველას!
მე ვარ მარიამ მაისურაძე
მემე O.H - ეს ჩემი ფსევდონიმია.
მე ვარ ახალბედა მწერალი და მინდა გაგაცნოთ ჩემი ჩანახატები და მოთხრობები... ეს ჩემი პირველი პოსტია. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე!
სიყვარულით - მემე O.H
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: მემე9405
ნანახია: 1309 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
avatar
1 Spam
1
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ.❤❤
წარმატებები და კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში.❤❤❤
avatar
0 Spam
2
დიდი მადლობა, ჟანეტ! <3
avatar
0 Spam
3
კარგი წერის სტილი გაქვს.იმედია ხშირად დადებ შენს ნამუშევრებს.❤️
avatar
0 Spam
4
მადლობა, პეპელა. <3 გაგზავნილი მაქვს და არ ვიცი როდის გამომიქვყნებენ... სხვა საიტიდან "გადმოვბარგდი" აქ, მაქვს ჯერ ასატვირთად გამზადებული ნაწერები.
avatar
0 Spam
5
კარგი გოგო ხარ,მოაფრქვულუე აბა დანარჩენი ნაშრომებიც საიტს:):*
avatar
0 Spam
6
მადლობა, აუცილებლად. <3
avatar