Me Voy (Suicide)
25.03.2019, 23:21
ის გამოსათხოვარი წერილი რომელიც მომწერე , ცრემლებით სავსე კონვერტი რომელიც ძილის დროს თავთან დამიტოვე გაცვდა . გაცვდა კითხვით და კითხვის დასასრულს დაკუჭვით, შემდეგ გაშლით და გაუთოვებით . შენ გეშინოდა შენი სილამაზის რადგან ამას დანაშაულად თვლიდი . ეს სილამაზე გხდიდა ყველგან ყველასგან გამორჩეულს და სწორედ ეს იყო იმ შურის მიზეზი რომელიც გარშემომყოფებიდან მოდიოდა შენს მიმართულებით . შენ მოგზაურობდი , მოგზაურობდი დედამიწის გარშემო და ყველაზე მეტად არაბული სახელმწიფოები მოგწონდა ყოველთვის . პასუხი კი ადვილად მისახვედრი იყო , იქაურ ქვეყნებში შენი სილამაზე ჩადრით იფარებოდა და დანაშაულის გრძნობაც გიქრებოდა . ღმერთს უწყრებოდი განუმეორებელი სილამაზის გამო . ახლაც მახსოვს თავის დამახინჯების მცდელობები , თითქმის ყველა უშედეგო გარდა ერთისა რომლის კვალიც ახლაც კი გატყვია მარჯვენა თვალზე თუმცა ესეც გიხდება . სუიციდით შეპყრობილმა 3 ჯერ თვითმკვლელობა ხოლო 4 ჯერ თავის დამახინჯება სცადე . შეიცვალე რელიგია , საცხოვრებელი ადგილი , სახელიც და გვარიც და დაბადების დღეც კი მაგრამ ვერ შეცვალე გარეგნობა რომელიც კაცებისთვის ხშირ შემთხვევაში ონანიზმის მიზეზიც კი იყო . შენი ხასიათის გამო დაკარგე შვილი რომელიც ნანახი არ გყავდა . შენი აკვიატების გამო წახვედი , თვლიდი რომ შენთვის ზედმეტად კარგი ვიყავი და შენს გარეშე უკეთესად ვიგრძნობდი თავს . ახლა კი ცაში დაკარგული მთვარესავით გეძებ ქუჩის სხვადასხვა კუთხეში . თითქმის ყოველდღე ვისკით გაჭყეპილი დავდივარ უცხო ქვეყნის უცხო მდინარის სანაპიროზე და ყველა ჩადრიან ქალს ვაჩერებ იმის იმედით რომ ჩადრის უკან შენს ლამაზ ზახეს დავინახავ მაგრამ უშედეგოდ . იქნებ ცოცხალიც არ ხარ , იქნებ მეოთხე თვითმკვლელობის მცდელობამ გაამართლა და მე ვერ დაგიცავი , ვერ დაგიცვა შვილმა . იქნებ სწორედ ამ უცხო მდინარის ფსკერზე ხარ ან იქნებ გაქრი ისე როგორც გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში . იქნებ გაქრი როგორც წერილის წერის დღეს , გაქრი და გააქრე ყველაფერი რაც იყო ღირებული ჩემს ცხოვრებაში შენს მუდამ დარდიან ლამაზ სახესთან ერთად .
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Googliko
ნანახია: 232 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
avatar
0 Spam
2
??
avatar