მეგობრობა მარტოობასთან
25.03.2019, 19:58
ალბათ დაგაინტერესებთ ვინ ვარ,მე ვარ არავინ. ხო აი ასე უბრალოდ არავინ.ძალიან გთხოვ ნუ დაინტერესდები ვინ ვარ,როგორი ვარ,რა მაცვია,როგორ გამოვიყურები,რას ვუსმენ და რატომ ვწერ,რადგან მე გამოგინილი პიროვნება ვარ მე ხალხმა შემქმნა.გაშალეს დიდი ფურცელი და საღებავის სახით მიმთხაპნეს,ჩაიფიქრეს,რომ მე მონა უნდა ვყოფილიყავი ალბათ გამოუვიდათ.ჩემი ცხოვრება ჩემსავე დაბადებამდე გადაწყვეტილი იყო,ხო აი ასე რეჟისორები დასხდნენ და დაწერეს ჩემი ცხოვრება და გამწირეს სამუდამო ტკივილისთვის,მაგრამ მე მაინც მსურს ჩემმა ისტორიამ ჩემზე დიდხანს იცოცხლოს,მე მინდა ჩემი ცხოვრების ეპიზოდური როლის შემსრულებლემბმაც ჩემზე დიდხანს იცოცხლონ,რადგან სწორედ მოგონებები გვქმნის და გვაყალიბებს ადამიანად.წარმთმევითაც მოგონებები გვართმევენ იმ თავისუფლებას,რომელიც დაბადებამდე გვქონდა. აი ასე ერთ დღესაც შემოაღეს კარები და მითხრეს შენი ცხოვრების დროა სცენარი მზად არის რეჟისორები გელოდებიან მოსაცდელში მე კი გავედი კულისებიდან და დაიწყო ისტორია,რომელიც სიკვდილს არ აპირებს.ხშირად ვფიქრობ,რომ რეინკარნაციის ბოროტი ხუმრობა ვარ,ხო ძალიან ბევრს დამცინის და ხანდახან მანანებს ჩემს განვლილ ცხოვრებას. ფუნჯები მომაწოდეთ!მე მინდა ჩემი ცხოვრება დავხატო და ხელებზე შერჩენილი საღებავები ჩემსავე სხეულზე მივითხაპნო ,რადგან ჩაბნელებული ისტორიები გავაფერადო. და მაინც რა არის მარტოსულობის უპირატესობა?ალაბათ ის,რომ არავინ გვტოვებს და ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ გვერგება კუთვნილ წილ ულუფად. მარტოობამ მიიჩვევა იცის,ისეთი ძლიერი მიჩვევა,რომ სიზმრებშიც კი ვდევნით ადამიანებს.იშვიათად მინახავს ადამიანი,რომელმაც თავისი ნებით აირჩია მარტოსულობა,მე ამ ყოველივეს მაინც განაჩენს დავარქმევდი.მაგრამ ალბათ ყველაზე საშინელი ხმაურიანი მარტოობაა,თითქოს უამრავი ადამიანი გყავს გვერდით,წახვალ წვეულებაზე დალევ, იცინებ, ისაუბრებ მათთვის საინტერესო თემაზე,პირველივე შემხვედრს გაეფლირტავები,მისგანაც მიიღებ ყურადღებას შემდეგ ისევ აგრძელებ სმას და გართობას,მაგრამ სახლში მისული აანალიზებ,რომ ყველაზე მარტო ხარ.აანალიზებ,რომ რაზეც საუბრობდი ყველაფერი ტყუილი იყო,რომ შენ სხვა ინტერესები გაქვს,გეგმები მისწრაფებები.წევხარ და სულში მხოლოდ სიცარიელეს გრძნობ,გამომშრალ,გამოფიტულ ემოციას,რომელიც ემოციას აღარ გავს.ეს გრძნობა ალბათ ყველაზე მეტად ანგრევს ადამიანს,როგორ შეიძლება არაფერს გრძნობდე?არ გტკიოდეს,არ ყვიროდე,არ ტიროდე ბოლო ხმაზე,არ იცინოდე,არ გიყვარდეს.ეს ყველაფერი სიკვდილის ტოლფასია და ყველაზე საშინელი სიკვდილი მაინც ცოცხლად სიკვდილია,სამყარო კი თამამდ იტევს მოსიარულე გვამებს.ფიქრისგან დაღლილები ვიძინებთ და ალბათ ყველაზე საინტერსო მაშინ იწყება,გვესიზმრება ის,რაც ძალიან გვინდა,რომ მოხდეს.ხომ,ისინი გვესიზმრებიან ვინებიც ჩვენთან არასდროს იქნებიან და ილუზია იმისა,რომ მარტოობას სხვა რამე ჩაანაცვლებს გაღვიძებისთანავე ინგრევა,ზუსტად ისე,როგორც უსიყვარულოდ ნაშენები სახლი.ახალ გაღვიძებულზე ვერ ვინელებთ სიზმრებს,ალბათ ამას,არც ვცდილობთ.გამოღვიძებულზე სიზმრიდან გამოყოლილი ბედნიერების რამდენი წუთი ხომ ყველანაირ ორგაზმს ჯობს. და მაინც ძალიან დავიღალე,უაზროდ დავიღალე,მარტოობით…
დავიღალე გამოღვიძებულს,რომ ვერსად გპოულობ.

ავტორი:სერგი შიომღვდლიშვილი
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: sergialien
ნანახია: 278 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar