,,მევ"
10.04.2016, 21:06
,,ადამიანის უმაღლესი ბედნიერებაა ფლობდეს მას, რაც სურს და იყოს ის, რაც ნებავს“(მირანდოლა)
უბრალოდ წარმოვდგენ რა იქნება ,,ბევრი“ წლის შემდეგ და როგორი იქნება ჩემი ,,მე“... და იცი რას ვხვდები მე-ვ? ვხვდები, რომ მე იქნება ისევ მე ოღონდ მეტი გამოცდილებით, მეტი სიბრძნით და მოთმინების დიდი უნარით სავსე.
ფიზიკურად მოჭკნები მე-ვ... ისეთი გახდები, როგორიც ვერ წარმოგედგინა, თუმცა შენს თვალებში მაინც იქნება სხივი... ასაკი ვერ ჩააქრობს მაგ ნაპერწკლებს, მე იქნება, ის ვინც გაიხსენებს წარსულის ლამაზ დღეებს და თვალწინ ჩაურბენს თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. მე-ს გაუკვირდება... დრო არ ეყოფა... განვლილი წლები არაფრად მოეჩვენება... მე იტირებს... რატომ? ეს მხოლოდ მე მეცოდინება, რატომ. რაც მთავარია ,,მეს“ ეყოლება ,,შენ ‘’ მასსავით სახედაღარული, მაგრამ თბილი ღიმილით მომღიმარი, ,,მეს“ ეყოლება ,,თქვენ“ , რადგან სხვანაირად არც შეიძლება... დარწმუნებული ვარ, არც ახლა ეყვარება მეს ტყუილი, შური, ბოღმა და გულის ტკენა, დარწმუნებული ვარ, უსევ ეყვარება მეს, ისევ შეეძლება პატიება, და ისევ შეეძლება გრძნობა ყველაფრის. მერე რა, რომ წელში მოიხარე მე-ვ და ჯოხის უმისოდ ვეღარ დადიხარ? მერე რა, რომე შვილისშვილის ნათქვამ ,,ბებოს“ ვეღარ იგებ? მერე რა , რომ ვეღარ არჩევ შორიდან დანახულ შვილებს? მერე რა, რომ ქმრის ნათქვამი ,,მიყვარხარ“ აღარ გესმის? მთავარია გრძნობ და გაჭირვებით ხედავ მის თვალებში ამ გრძნობის სიცხადეს. მერე რა, რომ ახლა რასაც დავწერ არ მოხდება?... მთავარია იარსებო მე-ვ .... მე-ვ გევედრები არ ინანო წარსული..... გევედრები არ მინანო მე-ვ.... სულ იცოდე ყველაფერს აქვს ახსნა.
გევედრები შეიმშრალე ეგ ცრემლები ბებერ ღაწვზე, გაიღიმე, მერე რა, რომ აღარ გიცდის დრო? ,,მე-ვ“ შენ იქნები ის ვინც მინდა ვიყო ახლა.......
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 1179 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
მომეწონა flower
avatar
0 Spam
2
კარგი იყო❤❤
avatar
0 Spam
3
მადლობა გოგოებო :* ძალიან მიხარია საიტზე რომ ვართ და კიდევ უფრო მიხარია რომ კითხულობთ
avatar