მისი ხელები
11.01.2018, 00:17
მისი ხელები ფრთხილად ეხებიან შენს სხეულს. ფრთხილად ეკიდებიან შენს სხეულს, რომელსაც ვარდის სურნელი ასდის.
ნაზად, ეხებიან შენს ხელებს, რომლებსაც მალევე ეკალი აყრის.
მისი თითები შენს ხელებზე დათარეშობენ.
შენი სხეულის ყოველი ნაწილი მისი შეხებით ტკბება.
ხელებიდან ლავიწზე გადავიდნენ, კისერი ოდნავ უკან გადასწიე, რომ ხელი არ შეშლოდა შენი სხეულის თამაშით.
მისი ხელები ლავიწზე დარბიან, მისი თითები, რომლებიც ნაზად, მაგრამ ამავე დროულად უხეშად გეხებიან და გრძნობ, რომ უკვე გიჟდები ამ ნაზი შეხებისგან.
მისი თითები ახლა უკვე შენი მხრებიდან, ბეჭებზე გადადიან.
ნაზად დადიან აქეთ-იქით შენს მალებზე და ნაზად ითვლიან მათ.
თითქოს შენს სხეულში მყოფ მალებს გარეთ გამოსვლა უნდათ, რომ მან უფრო კარგად შეახოს საკუთარი თითები.
ღრმად ოხრავ, აღარ იცი როგორ გაუძლო ამ სიამოვნებას, რომელსაც მისი შეხება განიჭებს.
მისი თითები ახლა შენს სახეზეა.
ნაზად გისმევს წითელ ლოყაზე ხელს, რომელიც ან სიყვარულისგან, ან სიამოვნებისგანა გაწითლებულა.
ტუჩებზე გაშტერდება და თითს ნაზად გისმევს.
მის ნაზ, მაგრამ ამავ დროულად უხეშ ტუჩებს შენს ტუჩებზე გრძნობ.
გრძნობ, როგორ ბუყბუყებს მთელი შენი სხეული სიცხისგან, გრძნობ როგორი ადრენალინი ბობოქრობს შენს ორგანიზმში და როგორ დუღდება სისხლი ვენებში.
კიდევ ერთხელ შეეხო შენს არომატულ სხეულს ხელი.
მისი ახლა უკვე უხეში თითები შენს სხეულს მოშორდა.
თვალებში შეხედე, სადაც მუდმივი სიცარიელე გამეფებულა.
ის უბრალოდ სიცარიელეა.
კიდევ ერთხელ დახუჭე თვალები.
კიდევ ერთხელ გაახილე იმედით თვალები.
კვლავ სიცარიელე.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გიკი_გოგო
ნანახია: 885 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar