მიწის ცქერით დაიღალა მთვარე
08.06.2020, 01:26
სადღაც წავიკითხე,ზუსტად არ მახსოვს სად ან როდის ,უცნობი ავტორის სიტყვები იყო : "სიყვარული ფორტეპიანოზე დაკვარას წააგავს,პირველად წესების დაცვით დაკვრის სწავლა უნდა სცადო,შემდეგ კი უნდა დაივიწყო წესები და მთელი გულით დაუკრა."
არ ახსოვს პირველად როდის შეუყვარდა,მაგრამ თავისი გადმოსახედიდან თუ იმსჯელებდა და თან ამ სიტყვებს მოიშველიებდა "ფორტეპიანოზე დაკვრა" 13 წლისას უნდა ეცადა.გოგონასთვის პირველი,მაგრამ ვიღაისთვის ,მასზე ოდნავ უფროსისთვის ,მეასე მცდელობა იქცა ფორტეპიანოს გატეხვის მიზეზი.ძირს ძლიერად დავარდა და ისე დაიმსხვრა,რომ მისი შეკეთება საუკეთესო ოსტატებმაც კი ვერ შეძლეს.მხოლოდ დრომ აქცია ეს ნამსხვრევები ისტორიულ ნივთებად და ანტიკვარიატში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა.დარჩა მხოლოდ სიცარიელე,სიცარიელე ,რომელში ყოფნაც არავის სურდა.სიცარიელე,რომელსაც მისი სხეული მთლიანად მოეცვა და სხვისთვის არაფერს ,გოგონასთვის კი უბრალო სიყვარულზე მეტს წარმოადგენდა.შემდეგ სიბნელეში ვიღაცის სილუეტი დალანდა ,ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს სადღაც უკვე ენახა,მაგრამ როგორც უცნობი ავტორის გახსენება არ შეეძლო ,ისე ვერ იხსენებდა სად ყავდა ნანახი ბიჭი,რომელიც ამაყად მოაჭრიდა გზაზე, რომელიც არ არსებობდა.ერთი წამით იფიქრა რომ მასთან ერთად საუკეთესო სონატის შესრულება შეეძლო,მაგრამ რამდენიმე დღეში,თვეში ან წელში კიდევ იმდენი ნაწარმოების დაკვრა მოუხდა რომ სათვალავიც კი აერია.მოდიოდნენ,ნოტების რვეულს შლიდნენ და ზოგჯერ ისე რომ დაკვრასაც არ იწყებდნენ სადღაც უჩინარდებოდნენ.ეშმაკთანაც კი იყო პაემანზე,ვალსიც ეცეკვა,შავ ვარდსაც დაყნოსა,მაგრამ როგორც კი ფორტეპიანოსკენ წაიღო ხელი ,თვით ეშმაკიც კი სადღაც გაიჩუნარდა .
იცით როგორ დაწერა მოცარტმა მთვარის სონატა?არ მახსოვს სად და როდის წავიკითხე,მაგრამ ვიცი რომ მისი შთაგონების წყაროდ ბრმა გოგო იქცა.ბრმა გოგო,პატარა სახლით და სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქით.როდესაც უკანასკნელი სანთელი ჩაიწვა მოუწიათ რომ კლავიშების დასანახად დარაბები გადაეწიათ და ოთახში მთვარის შუქი შემოეშვათ,მთვარე,რომელიც ვინ იცის რამდენ მუსიკოსს დახმარებია ფორტეპიანოზე დაკვრაში.სანამ მოცარტამდე მიაღწევდა,სანამ მოცარტი ბრმა გოგოს შეხვდებოდა და სანამ ბრმა გოგო მოცარტის პირველ სიმფონიას მოისმენდა.
ალბათ დაიღალა,ალბათ კი არა ნამდვილად დაიღალა.ყველა მათგანი მოცარტი ხომ არ იყო მისთვის სონატა რომ მიეძღვანა.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: salominawilde
ნანახია: 195 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar