მომეცი ხელები.... დაე მიგვიზიდოს მიწამ
10.04.2016, 22:17
888888
დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, უსაზღვროდ მაღალ სიმაღლეზე ვართ და ოცნებას ვიხდენთ, ოღონდ უპარაშუტოდ ვხტებით უსასრულობიდან.... მომეცი ხელი მეუბნები შენ და მომღიმარი სახით მაკვირდები რას ვიზავ. მე რა თქმა უნდა არც დავფიქრდები ისე გამოგიწვდი ხელს, რომ შემეძლოს სულსაც მოგცემდი ვყვირი დაუფიქრებლად .. მომეცი ხელი და შევიგრძნოთ გრავიტაცია...
-გრავიტაცია... ვიმეორებ და მეცინება ეს ხომ ერთადერთი რამ იყო ნიუტონის შემდეგ რაც ფიზიკიდან მახსოვდა - თეორიულად... - მე მჯერა შენი, ვიმეორებ ამაყად და წელში ვსწორდები, არ ვიცი როდის ავედით ამ მწვერვალზე, მაგრამ ქვემოთ რომ ვიყურები არც ისეთი ადვილი იქნებოდა აქამდე მოსვლა, ალბათ რამდენი წინაღობა შეგვხვდა არა?
-მართალი ხარ სავსე იყო გზა დასაძლეველი სირთულეებით, მეგონა ვერ შეძლებდი კლდეზე ცოცვას, მეუბნები ისევ ამოუცნობი ღიმილით მიყურებ და თავზე ხელს მისმევ... გავიზარდეთ იმ დონემდე რა დონემდედაც მგონი არ შეიძლებოდა არა? მეკითხები სინანულით და გულში რაღაც ნემსებისმაგვარს ვგრძნობ
-რას ამბობ! ვფეთქდები მე, შეიძლებოდა და მერე როგორ... მე დაშვება მაფიქრებს ამ სიმაღლიდან, შენ კიდევ ნანობ.... თითქოს ხელები გამიცივდა, ნუთუ ეჭვი შეეპარა ამდენი ხნის შემდეგ..
-შენც ხომ იცი, რომ არც არასდროს ვინანებ ამას......... კარგი იყო მწვერვალზე ყოფნა არა? უსაზღვრო უკიდეგანო.... არც არავინ იყო აქამდე მოსული, ჰმ სასაცილოა, არა ნამდვილად სასაცილოა, ჩვენ ეს შევძელით, კარგად ჩამჭიდე ხელი ერთად შევიგძნოთ გრავიტაციის ძალა...
-დამცინი არა? ჩემს უვიცობას მუდამ უნდა დასცინო? მომეცი ხელი , არ ვიცი რა ჯანდაბის ნაირია ეგ შეგრძნება , მაგრამ დავეშვათ მიგვიზიდოს წყეულმა მიწამ....
წარმოიდგინე არა? გეკითხები ცოტა ხნის შემდეგ ხმის კანკალით, ზუსტად ისე მინდა წარმოიდგინო და განიცადო შენც, როგორც ჩემს ცნობიერშია დალექილი ეს გრძნობები.
-წარმოვიდგინე ზუსტად ისე, როგორც შენ.. ჩვენ... ამაყად მპასუხობ და თვალებ აკიაფებული მაკვირდები სახეზე.... მგონი დროა გავიჭრათ ცაში უსაზღვრო უკდეგანო მწვერვალისკენ არა?
ზუსტად ისე მეღიმება როგორც შენ გიჟდები და ვგიჟდები ზუსტად იმაზე, რომ მიმიხვდი სურვილს....... ჩევენი თბილ-ცივი ხელები მჭიდროდ ებღაუჭებიან ერთმანეთს და პირველ ნაბიჯებს ვდგავთ უსასრულობისაკენ.........
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 910 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar