MOONCHILD
19.04.2019, 23:11

როდესაც დედამიწის კალთებს მოეფარება მზე, დარწმუნდი იმაში რომ შენ ისევ სინათლეს დაინახავ და ბნელი ხელები ღამის ვერ მოგწვდებიან. მაგრამ თუ კი მზე ჩავა და მთვარესაც არსაიდან მოვარდნილი ქარი ღრუბლებში დამალავს რას გააკეთებ, იქნები ისეთი როგორიც ახლა ამ წამს ხარ დედამიწაზე, თუ უარესი ვარიანტი საკუთარი თავის. ან იქნებ შიშმა მოგიცვას რადგან ღამე უკუნითია, ბნელი და ზოგისთვის უსასრულო, რას გააკეთებ ამ შემთხვევაში დანებდები და იპოვნი სოროს რომ დაიმალო თუ სვლას გააგრძელებ სინათლის საპოვნელად.

  •  
როდესაც არაფრის მეშინოდა და როდესაც ყველაზე ლაღი პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების მე მივენდე ჩემს გრძნობებს. ვტიროდი მაშინ როცა გულს ტირილი უნდოდა, ვიცინოდი მაშინ როცა გულს უხაროდა. მაგრამ როცა გავიზარდე და როცა დიდმა, ვებერთელმა სამყარომ ხელი გაამომიწოდა და მეც ჩამოვართვი ვიცინოდი და ვტიროდი მაშინ როცა მას სურდა. არ ვიცი ვინ ვისი სათამაშო გამხდარა ცხოვრებაში მაგრამ ალბათ ყველა, ცხოვრების სათამაშოები ვართ, ვინ იცის როდის გამოვეთიშებით თამაშს ან როდის დავწინაურდებით. ზღვას ორი სტადია აქვს ღელვის და დამშვიდების, აი ცხოვრებას კი მხოლოდ ერთი რეჟიმი აქვს მსწრაფლ უნდა იაროს შეუჩერებლივ ბობოქარ დროთა სვლაში. ახლა კი როცა დრო მიილია საქმესთან ერთად მარტო დავრჩი. ძლიერი ფიქრები შემომაწვა თავს ვერ ვაღწევ, ადრე ამდენს არ ვფიქრობდი მაგრამ ახლა ნამეტანია თითქოს წარსული დღეები ნაწილ ნაწილ ჩნდებიან ჩემს წინ და დამცინიან მახსენებენ არა იმას რაც გავაკეთე არამედ იმას რაც არ გავაკეთე. ადამიანი ხომ ძირითადად იმას ნანობს რაც არ გააკეთა, ოჰ როგორ წამიჭირა ყელში რაღაც უსიამოვნო გრძნობამ ქარიც წაედიდგულა ჩემს სხეულს დამიბერა და თან როგორ ძვლებმა იგრძნეს სიცივე, მაგრამ არ შევსულვარ სახლში, გამახსენდა დღე როცა სინათლე დავინახე მაგრამ ხელი არ ჩავჭიდე. დღე როცა ადამინს გული ვატკინე, და დღე როცა არ დავეხმარე.
  •  

ნამდვილად საშინელებაა იმის გაანალიზება რომ ცხოვრება უბრალოდ გაატარე, უბრალოდ! არანაირი რისკი, ცხოვრების დინებას მიყევი, იმის გამო რომ შეცდომის დაშვების და ხალხის რეაქციის გეშინოდა შენი ნაჭუჭიდან ვერ გამოაღწიე. ასეა ნათქვამი ადამიანი სამ რამეს ვერ დაიბრუნებს, ხელიდან გაშვებულ შანს, ნათქვამ სიტყვას და საქციელსო. ხოდა ახლა ვფიქრობ ამ სამ კონცეპტზე დარწმუნებული ვარ ყველას დაგვიშვია შეცდომები მაგრამ იგივე შეცდომები თუ გაგვიმეორებია ნეტავ? როგორ არ უნდა ადამიანს საკუთარი ნაკლის და ნამდვილი თავის დანახვა. თუ კი შეცდომა დამიშვია ყოველთვის გამართლება მომიძებნია, ბავშვობაში ამას სხვას ვაბრალებდი გავიზარდე და არ შევცვლილ ვარ. მაგრამ ის ადამიანები რომლებიც საკუთარ შეცდომას სხვას არ აბრალებენ, მაშინ ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებენ. ეს ორი უკიდურესობა ადამაიანს სულით ხორცამდე ანადგურებს, მხოლოდ ძვლოვან შიგნეულობას უტოვებს რომ იარსებობს. გავიზარდე იქ სადაც ბრძანებებს გასცემდნენ და ასრულებდნენ, ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი შესაბამისად არ მექცეოდნენ ისე მკაცრად როგორც ჩემს უფროს დას მაგრამ ეს ჩვეულებრივი ავტორიტარული სამყოფი იყო. ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს ასეთ გარემოში და როდესაც ჩემს დას ვუყურებდი ის ძლიერ იტანჯებოდა არა იმით რომ რაღაცას ძალით აკეთებდა ან ზედმეტად იხარჯებოდა, არა! ის უკმაყოფილი იყო და იტანჯავდა თავს იმის გამო რომ რაც დაავალეს ვერ ასრულებდა. როცა სხვა ადამიანს შენზე წინ აყენებ ის უნდა გაითვალისწინო რომ არ შეცდე და არ გასცდე ზღვარს, ზღვარის გადაცდომა მდგომარეობს იმაში რომ სხვა გახადო ავტორიტეტი და მიანიჭო უფლებები, მისი ცუდი თვისება კარგად აღიქვა და მთელი შენი ცხოვრება მისი იმედების გამართლებას შეეცადო. სწორედ ამას ცდილობდა ჩემი და. მშობლებს იმედს არასდროს უცრუებდა და ნებისმიერ მცირე შეცდომაზეც კი საკუთარ თავს ადანაშაულლებდა. მაგრამ ახლა ჩემი სულელი თავი მახსენდება როცა სიმათლე ვიცოდი, როცა ვიცოდი რომ დამნაშავე მე ვიყავი მაგრამ მაინც სხვა რამეზე გადაბრალებით ვიყავი დაკავებული მაგ დროს რა ფიქრები მიტრიალებდა ნეტავ.

  •  

ვწუხვარ რომ მეტის გაკეთება ვერ შევძელი და ვნანობ რაც არ გავაკეთე. ცხოვრებამ სწრაფად ჩაიარა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ამ უბადრუკ ქვეყანაში მხოლოდ მკვდართა რიცხვი მატულობს. ხშირად გამოვდივარ დილით ქუჩებში, ზოგჯერ მზეც ამოსული არ არის ხოლმე ერთი კვირის წინ მოხდა რაღაც რის გამოც თავი შემზიზღდა. ქალაქის ქუჩებში ყველაზე მეტად უპატრონო ძაღლებს ეტყობათ ხოლმე სევდა და წუხილი მარტოობის გამო. რაც არ უნდა მაძღარნი იყვნენ მათ პატრონი სჭირდებათ, ადამიანი ვინც შეიყვარებს და იზრუნებს მათზე, პატარა ბავშვებივით არიან. იმ დღეს მშვენიერი ღია ყავისფერ ბეწვიანი ძაღლი დავლანდე შუა გზაში იდგა გამვლელ-გამომვლელს თვალს აყოლებდა ტანთან ერთად, საწყალს თვალები სევდით და იმედით ქონდა სავსე. აი ახლა ადამიანი წამიყვანსო მაგრამ არავინ იკარებდა და მე რა გავკეთე? არაფერი განსვავებული მკაცრი თვალებით შევხედე რომ არ მომკარებოდა და მიწისქვეშა გადასასვლელში კიბებზე ფრთხილად ჩავედი, ის ნელ-ნელა მომყვებოდა მაგრამ მე ფეხს ავუჩქარე და მივიმალე არ მინდოდა გამომყოლოდა, ჩემს გზას უყურებდა არ იძროდა შემდეგ ხმა შემოესმა ადამინი მოდიოდა ახლა მასთან მიკედლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მას მხოლოდ სიყვარული სჭირდებოდა მე კი შემეძლო სითბო მეჩვენებინა მისთვის მაგრამ სიცივე ვამჯობინე.

  •  

დილით ქუჩებში ხეტიალისას, ამას სეირნობას ვერ დავარქმევ ვხეტიალობ უმიზნოდ ხოლმე, ადამიანებს დავაკვირდი რამდენნი არიან, ალბათ მათ სიმრავლეს სულ მუდამ რომ ვაქცევდე ყურადღებას შემეშინდებოდა, რამდენი აზრი და ქმედება დევს მათში. ყველა აქაურობას შემოეკედლა, დაივიწყეს ბუნება და მანქანებად იქცნენ. ამან გამახსენა უნივერსიტეტის დროინდელი ჯგუფელი ბიჭი, რომელიც კითხვაზე რა გინდა რომ მომავალში გააკეთეო, დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით პასუხობდა რომ აუცილებლად წავიდოდა სოფელში და ხელს მიყოფთა სოფლის მეურნეობას, რადგან ძალიან მოსწონა ვაზი მისგან შექმნილი ყურძენი და ღვინო, ასევე ბოსტანი და უამრავი რამ, ის ამას აღწერდა წარმოუდგენლად კარგად. მე მშურდა მისი რადგან ქონდა მიზანი და განსაკუთრებით ასეთი ყველას როდი უნდა სოფელში წასვლა და ყველას როდი აქვს ოცნება სოფლის მეურნეობაში ჩაბმა. რა მოხდა შემდეგ? ის ახლა შეძლებული ადამიანია, არა მისი ბაღ-ვენახის სიყვარულით არამედ განდიდების და ფულის მანიით. მას ფეხიც კი აღარ დაუდგამს სოფელში ალბათ მიწებიც გაყიდა, მისმა ოცნებამ პიროვნებასთან ერთად ცვლილება განიცადა, ისიც იმათ რიცხვს შეუერთდა თვალსაწიერის გაფართოების და განვითარების მაგიერ უარესად რომ იფარებენ თავლზე ბინდს. ეს სამყარო ერთი გრძელი ჯაჭვია, თუ ამ ჯაჭვის ბმაში ერთ რგოლს ძალიან გავადიდებთ მეორე იმდენად დაპატარავდება რომ ვეღარ დავინახავთ, გონიერება უნდა ამ ყველაფერს, მაგრამ სადაა ასე ამ რესურსის ძლიერი ნაკლებობაა დღეს.

  •  

არასდროს მქონია ოცნება, ვერ ვოცნებობდი რთული იყო იმედგაცრუების მოლოდინი რადგან თუ ამას გააკეთებ დიდ რამეზე უნდა იოცნებო. ნუ ინერვიულებთ იმაზე რომ არ გაქვთ ოცნება, მაგრამ მათ ვისაც აქვს და არაფერს აკეთებს ამისთვის, დროა რაიმე მოიმოქმედოთ. დილით წვიმის მიუხედავად მაინც გავედი ქუჩაში სახეტიალოდ, ოცნებაზე ფიქრიც მაშინ ამეშალა, ბოლო გასვლა იყო რადგან სამსახურის შემოთავაზება მივიღე სხვა ქვეყანაში მივდივარ სამუშაოდ, მშვიდი ადგილია ბევრი ხალხიც არაა, გაზაფხული იქ სამოთხეს გავს, აქაც ლამაზია გაზაფხული მაგრამ იქ ცივი ზამთრის შემდეგ გაზაფხული ნამდვილი ფუფუნებაა. ერთხელ დავესწარი როგორ გადაიქცა ცივი სუსხიანი ზამთრის ბოლო დღე გაზაფხულის თბილ დღედ. იქ გავჩერდი რომ დილით წვიმდა, ქოლგა არ წამიღია ალბათ გიჟი ვეგონები ვიღაცას, ჩემი თავი იმ წამსაც ასე აღვიქვი. უცებ დავფიქრდი ყველას ხელში ქოლგა ეკავა ან რაღაცას იყო შეფარებული, მოსიარულე ადამიანები თავდახრილები მიდოდნენ, ვერავინ შეამჩნევდა შენს სევდას და სიხარულს სადღაც ეჩქარებოდათ წვიმას გაურბოდნენ, დავფიქრდი წვიმა კარგი და ხელსაყრელი შანსია შენი ცრემლები ვერავინ შეამჩნიოს. მაგრამ მე ქოლგა არ მეჭირა არც სადმე მეჩქარებოდა არ გავურბოდი ან არ მივრბოდი სადმე, ისევ შევამჩნიე იმ ადგილას მჯდომარე მოყავისფრო ბეწვიანი ძაღლი, მასაც არ ქონდა ქოლგა და ისიც ისევე სევიდანი იყო როგორც მე. მან შემომხედა წამიერად თითქოს მიცნო, იმედი მიეცა მაგრამ მე უკან დავიხიე არ მომეკარო მანდ დარჩი. ფეხს ავუჩქარე, გავიქეცი. ძაღლი თავის ადგილს დაუბრუნდა იმედები გავუცრუე, მეც მათსავით გავიქეცი.

  •  

ახლა ფანჯარასთან ვზივარ, ისევ წვიმს გარედან ჩემს მეზობლად მცხოვრები მკითხავი ქალბატონის ხმა შემომესმა ვიღაცას ელაპრაკებოდა, ასეთ ამინდში კლიენტები არ ყავს მაგრამ დამიჯერეთ უამრავი ადამიანი მოდის მასთან ბედის და საკუთარ თავზე მეტის გასაგებად. მე არავის ვაყენებ შეურაცყოფას, თუმცაღა იმის მაგივრად საკუთარი თავი თავად შეიცნონ სხვასთან მიდიან და ყველაფერს უჯერებენ ოღონდაც კარგი რამ უთხრან. ფიქრი აღარავის უნდა, არადა მუდმივად უნდა გქონდეს საკუთარ თავთან საუბარი ელემენტარული იმის გამო გაიგო მაინც რა გინდა ამ ცხოვრებისგან. არავის შეუძლია შენი ქცევის და მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება და უბრალოდ თავის დამშვიდების მიზნით ყოველი ნეგატიური ამბავი ან ქმედება გარემოებას და ბედს თუ დავუკავშირეთ მაშინ ჯობია ჩემს მეზობელს შევუარო მას ყავის ჭიკითაც კი შეუძლია ჩემი მომავლის განჭვრეტა. მე ვთქვი რომ ადამიანი სამ რაღაცას ვერ დაიბრუნებს ხელიდან გაშვებულ შანს, სიტყვას და ქმედებას. წვიმამ იმ ძაღლზე დამაფიქრა, შუა ქუჩაში წვიმაში რომ იჯდა და მარტო უმკლავდებოდა სიცივეს. მე მას დავუყვირე, მისგან გავიქეცი ნუთუ ეს ნიშნავს რომ შანსი მყოლოდა მეგობარი ხელიდან გავუშვი. ახლა რომ წავიდე ასე მოულოდნელად რომ ავდგე და წავიდე მასთან გამომყვებას ის? კარები გამოვაღე და წვიმაში მისკენ გავწიე. ამბავი გამახსენდა მთვარეზე და ბიჭზე რომელიც მთვარეს შეეკედლა, მაგრამ ერთ დღესაც მთვარეს შავი ღრუბლები გადაეფარა და გარშემო ყველაფერი ჩაბნელდა. ბიჭი შეშინდა რადგან უკუნით სიბნელეში უამრავი რამის ხმა ისმოდა თვითონ კი ვერაფერს ხედავდა. ერთი ხმა ეუბნებოდა წადი დაიმალე მეორე კი გზა გააგრძელე, მთვარის მოსაძებნად წადი.

ის ისევ ქუჩაში იყო, წვიმას სულ დაესველებინა.. მივუახლოვდი და ჩავიმუხლე, თავზე ხელი გადავუსვი მან ფრთხილად ამომხედა, ერთადერთი რაც მას სჭირდებოდა იმედი იყო. წამოვდექი გარშემო არავინ იყო, ბნელოდა და ისევ წვიმდა. მაღლა ავიხედე მთვარე ეკიდა ცაზე მაგრამ ის მარტო აღარ იყო ვარსკვლავები ყავდა გვერდით. უკან ჩემს ახალ მეგობარს გავხედე რომელიც მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდა. -მოდი, გზა გავაგრძელოთ, ერთად წავიდეთ. ის სიხარულით წამოხტა სველი ბეწვი დაიბერტყა და ბედნეირი ჩემსკენ გამოიქცა.

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: პეპელა
ნანახია: 176 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar