მოულოდნელი ბედნიერება
31.12.2016, 14:44
ხანდახან ისე ხდება რომ ყველაფერი ძალიან გღლის.
არ გინდა დაბრუნდე უკან, წარსულში.
იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ფერადი და ლამაზია, სინამდვილეში კი ყველაფერი ცუდადაა.
ფერებიც არ არსებობს.
ან როგორ უნდა იყო ფერადი მაშინ როცა ნელ-ნელა ნადგურდები.
მინის ნივთივით ხარ, რომელიც ვიღაცას დაუვარდა და გატყდა, მერე აიღეს და მისი დაწებება ან შეკეთება სცადეს.
ჰო მხოლოდ სცადეს.
არ გამოუვიდათ, რადგან ასე არ ან უფრო ვერ ხდება.
მერე გაბრაზდნენ ისევ ისეთი რომ ვერ გახდა როგორიც იყო და სადღაც ძველ ოთახში თაროზე დადეს.
ნამსხვრევები სცვივა ძალიან ნელა და იკარგება.
ზუსტად ასე ხარ შენც.
არაფერი არ გაქვს ტკივილების და უაზრო ოცნების გარდა.
ოცნების რომ ოდესღაც ყველაფერი კარგად იქნება და დასრულდება ეს უაზრობა.
რთულია როცა რაღაც ზედმეტად კარგად გაქვს გააზრებული, დალაგებული და მაინც ხდება.
ერთ წამში ხდება ზუსტად.
ერთი წამით ფიქრს შეწყვეტ, თვალებს დახუჭავ და რომ გაახელ არაფერი აღარ არის ისე როგორც უნდა იყოს.
გიყვარდება და ვერაფერს აკეთებ.
არადა იცი არ არსებობს არანაირი იმედი,
არანაირი მომავალი და საერთოდ არაფერი.
ჰო შემიყვარდა ასე უბრალოდ და დაუგეგმავად, მასაც ვუყვარდი ალბათ არ ვიცი.
შეიძლება არ ვუყვარდი, მაგრამ იმაზე კარგი იყო ჩვენი ურთიერთობა ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის.
აი ახლაც მივდივარ ქუჩაში და ყველა კუთხიდან მოგონენები მიყურებს.
მეძახის.
არ მიშვებს,
არც ვრჩები,
არადა დარჩენა მინდა,
თან არც მინდა.
საკუთარ თავთანაც ვერ ვარკვევ რა შეიძლება გავაკეთო.
ან უბრალოდ არც მინდა ვიცოდე.
თოვს, ძალიან ნელა და ლამაზად.
იმდენად ზედმეტად ლამაზად რაღაცნაირად მრცხვენია რომ არ მიყვარს.
თოვლს ვუყურებ და მახსენდება, თან მეღიმება ცოტათი.
ძალიან უყვარდა,
მე ვერ ვიტანდი,
სულ ვჩხუბობდით,
მერე იმ დონემდე მივდიოდი რომ მზად ვიყავი შემეყვარებინა,
არა უბრალოდ კი არ მყვარებოდა თოვლი გავგიჟებულიყავი.
ალბათ მისგამო.
ან ჩემი სულელური ხასიათის გამო.
სულ მეხვეწებოდა და არ გავდიოდი სიცივის გამო.
სულ სწყიდა,
სულ ვჩხუბობდით.
მას სემდეგ კი რაც წავიდა ზედმეტად შეიცვალა ყველაფერი.
შემიყვარდა თოვლი.
არ ვიცი ახლა მხად ვარ დილიდან მეორე დილამდე შეუჩერებლად ვიარო ოღონდ შემხვდეს.
მაქვს იმედი რომ რომელიმე შესახვევში მოგონებების ნაცვლად ის იქნება.
ის დამიძახებს და მეტყვის არ წახვიდე რა-ო.
მე გავიცინებ და გავჩერდები.
არ კი არა ვერ წავალ, აი რაღაცნაირად მოქმედებდა ჩემზე, ერთი სიტყვა და ნაწილებად ვიშლებოდი.
მერე საათობით ვეძებდი ძალას საკუთარ თავში რომ ისევ ისეთი გავმხდარიყავი როგორიც მის ნახვამდე მაგრამ ვერ ვპოულობდი,
ყოველი ნახვის შემდეგ რაღაც მაკლდებოდა და საბოლოოდ ყველა და ყველაფერმა დამტოვა.
მეტირება, ოღონდ მის გამო არა,
მის გამო არც არასდროს მიტირია.
ჩემი თავის გამო უფრო ვტიროდი ყოველთვის.
ახალი წელია და მე ისევ ისე ვარ.
მარტო დავდივარ ქუჩებში.
არ ვიცი რატომ მაგრამ ზედმეტად მჯერა ახალი წლის,
მჯერა სასწაულების და მოულოდნელი ბედნიერების.
არადა ალბათ არ უნდა მჯეროდეს,
დიდი ხანია ასე არ მიგრძვნია თავი და სიგიჟემდე მჯერა იმის რომ ახლოსაა,
მოვა და ჩამეხუტება,
დამიძახებს გამოგონილ სახელებს და მე ძალიან ძალიან გავიცინებ.
ჩვენს კაფეში მივდივარ და ვჯდები.
ლიმნიანი ჩაი მინდა,
მას ყავა უყვარდა,
ამიტომ ყავას დავლევ,
მგონია თუ ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც თვითონ აკეთებდა მალე მოვა.
ყავის დალევას ვიწყებ არადა ვგრძნობ არ შემიძლია.
ზედმეტად მძულს.
-შეიძლება? -ზედმეტად ნაცნობი ხმა აქვს.
ის არის, მართლა ვაფრენ.
მენიუს სახეზე ვიფარებ და ვტირი.
გვერდით მიჯდება და სახიდან მაშორებს, თმებს მიწევს და მეხუტება.
წინ ლიმნიან ჩაის მიდგამს.
-იმედია ყავას დამიბრუნებ -მეუბნება ისევ
ვერაფერს ვამბობ.
ჭიქას იღებს და უხმოდ სვამს , მე ისევ ისე ვზივარ გაშტერებული.
ვდგები და კარისკენ მივდივარ ისიც მომყვება,
ხელს მკიდებს და ერთად ვუყურებთ ფიფქებს.
მეცინება,
ან მეტირება,
არ შეიძლება მისნაირი იყოს ადამიანი,
ან ჩემნაირი,
ყველაფერს საშინლად აკეთებს და მაინც მიყვარს.
ალბათ მასაც.
არ ვიცი.
უბრალოდ უფრო მეტად მჯერა ახალი წლის სასწაულების და მოულდნელი ბედნიერების.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1296 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
რა კარგი ხარ! angel
avatar
0 Spam
2
მადლობ heart
avatar