მზე, რომელიც ანათებს.- სალომე ფროდიაშვილი
01.04.2019, 18:27
გინახავთ, როგორ ამოდის მზე? ჯერ ბნელა, ვერაფერს ვხვდებით, შესაძლოა მკრთალად სხივიც დავინახოთ, თუმცა ვერ შევნიშნოთ, რომ თენდება და არც ვიფიქროთ ამაზე. შემდეგ სხივები თვალს გჭრის, თუმცა თავს ვირწმუნებთ, რომ უბრალოდ მთვარეა და მეტი არაფერი და როდესაც სინათლე იმდენად იჭრება სიბნელეში, რომ თითქმის აქრობს მას, ვხვდებით, რომ ის ჩვენამდეც მოვიდა და თავის მოტყუებას აზრი აღარ აქვს და იმაზე გვაფიქრებს ყოველივე ეს, რომ მთავარი ვარსკვლავები კი არ ყოფილა, ან მთვარე, რომელიც ერთ დროს მართლაც ყველაზე დიდი, კაშკაშა და მაშასადამე,- მთავარიც გვეგონა, არამედ მივდივართ ჭეშმარიტ აზრამდე, რომ სანამ ნამდვილს არ შევიგრძნიბთ და არ მის გემოს თავად არ ვიგემებთ, მანამდე ყოველივე ყალბი ნამდვილად მიგვაჩნია. და რაც უფრო იზრდება ყვითელი ბურთულა ჩვენს თვალწინ, მით უფრო იზრდება შიში იმისა, რომ ოდესღაც გადაგვფარავს ის, დაგვწვავს და დაგვაჭკნობს. გვეტკინება. ძალიან გვეწკინება. მაგრამ, შემდეგ ისეც ხდება, რომ სითბო გვეღვრება სხეულში, ღრუანტელი გვივლის, ფეხები გვიკანკალებს, ვეღარ ვჭამთ, ოცნება და ფიქრი იპყრობს გონებას, ღამეები სულ უფრო და უფრა თეთრდება, ენდორფინების დიდი დოზა გვაწვება ყველა უჯრედში და ტირილის არანორმალური ნდომა გვიჩნდება, მისი თვალების დანახვისას რიდი გვაწითლებს, ძლივს ვუსწორებთ თვალს და რამდენჯერაც ამას ვაკეთებთ, ამას რეალურად ვაკეთებთ, ნამდვილად და მაშასადამე გადიდებული თვალებით, თბილი და მზრუნველი მზერით, აცახცახებული ფეხებით, ენდორფინების დიდი დოზით, ტაოთი ხელებზე და ჟრუანტელის თარეშით სხეულში, და ვხვდებით, რომ ის ჩვენამდეც მოვიდა. ვხვდებით, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რამ ვიპოვეთ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მან გვიპოვა ჩვენ. და როდესაც ამ აზრამდე მივდივართ, ვგრძნობთ, რომ რაღაც გულს გვიკუმშავს, სუნთქვას გვიკრავს, სისხლის მოწოლა იმდენად გვაწითლებს, რომ კონტროლს ვკარგავთ, ცრემლი ბაგეებს გვინამავს, აღარაფერი გვაშინებს და ამოსუნთქვის ძალა აღარ გვრჩება, რადგან ვგრძნობთ, რომ ცხოვრებაში პირველად, ჩვენ შეგვიყვარდა.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: twinekssa
ნანახია: 54 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar