ნუშის ხე და გრძნობები
05.09.2016, 10:57
რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ გაზაფხულზე მხოლოდ ბუნება იღვიძებს?
არა! გაზაფხულზე, ბუნებასთან ერთად, ადამიანში ის გრძნობებიც იღვიძებს, რომელიც შემოდგომამ მიაძინა და ზამთარმა გაყინა...
გარს მოახვია თავისი სუსხი და აიძულა ქერქის ქვეშ გამომწყვდევა...
მაგრამ ის, იმ ცივ და სუსხიან ამინდში, ხომ ასე თბილად არის გაყუჩებული და ტკბილად სძინვს?!
ეს გრძნობა, თითქმის ნუშის ყვავლის მსგავსია.
თითქოს, არაფერი ერთი შეხედვით... მაგრამ თქვენ, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ წვალობს იქ, უნდა დროზე გამოაღწიოს გარეთ და შეიგრძნოს ჰაერი.. მაგრამ იცის, რომ გარეთ, სუსხიანი დეკემბერი, იანვარი, ან თუნდაც თებერვალი დახვდება, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს და ბოლოს მოუღებს მის მშვენერებას... ყინულის მარწუხებში მოაქცევს მის ლამაზ ფურცლებს და ყლოტს მოაშორებს... ზამთრის სუსხიანი ქარი კი, მას ვინ იცის საით გააფრიალებს...
მოთმინება დაკარგული, ელის ოდნავ სითბოს, რომ როგორღაც სამალავიდან თავი ამოყოს და მზეს გაეპრანჭოს.. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მზე მატყუარას როლს კარგად ირგებს. ეკეკლუცება, იმედს აძლევვს.. და საბოლოოდ, მზესთან ეთად, გარეთ სუსხიც ხვდება, რომელსაც ამდენ ხანს ემალებოდა.
უკან დასახევი გზაც მოჭრილი აქვს, სხვა რა დარჩენია გარდა შეწინააღმდეგებისა?
ცდილობს თებევლის სუსხს მოერიოს.. მისი იმედი კი, ის მზეა, ღრუბლებიდან ცალი თვალით, რომ უმზერს...
მაგრამ თებერვალი საშინლად ჯიუტია, არ თმობს ადვილათ პოზიციებს.
მზეც უძლურია მის წინაშე...
საბოლოოდ, ქარი წყვეტს ყვავილს და მიაფრიალებს..
ვინ იცის საით...
ყლორტმა დაკარგა ერთი ყვავილი... ნაადრევად გამოღვიძებული და გრძნობებს აყოლილი.
მარტის მზე კი, ცდილობს დანაშაულის გამოსწორებას, რაც შეუძლია მეტად ასხივებს და აღვიძებს სხვა ყვავილებს ყლორტებზე...
ალბათ, იფიქრებთ ერთმა დაკარგულმა ყვავილმა, რა უნდა ავნოს ხესო
ადამიანი, ნუშის ხის მსგავსია..
მას ყველა გრძნობა გულში აქვს შენახული. ელოდება პატარა ყურადღებას და სითბოს მეორე ადამიანისგან, ან თუნდაც ირგვლივ მყოფებისგან, რომ რომელიმე გრძნობას გასაქანი მისცეს.. გაანთავისუფლოს გულიდან და სხვას გაუზიაროს, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენს ირგვლივ უამრავი ყალბი ხალხია, სწორედ ამ ყალბ ადამიანებს ეწირება ჩვენი გრძნობები, რომლებსაც დიდიხანს გულში ვინახავდით, დიდ ხანს ვუფრთხილდებოდით...
არა აქვს მნიშვნელობა, რომელ გძნობას დაკარგავს ადამიანი..
ნდობას..
სიყვარულს... თუ ურთიერთ პატივისცემას.
რასაც დაკაგავ, შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გაკლია..
მოუფრთხილდით ყველა იმ გრძნობას, რომელსაც გულში ინახავთ..
ნუ მისცემთ უფლებას, რომ გრძნობებმა გმართოთ, არა! გრძნობები თქვენ უნდა მართოთ!..
ისინი თქვენს ხელშია.. ნუ მისცემთ უფლებას ვინმეს, რომ ეს გრძნობა წაგართვათ..
მომავალში კი აუცილებლად გამოჩნდება ის სითბო, რომელიც სხვა გრძნობებს გაგიღვიძებთ, მაგრამ დაკარგულს ვეღარ შეგივსებთ, როგორი თბილიც არ უნდა იყოს...
ასე რომ, დაელოდეთ იმ სითბოს, რომელიც თქვენს გრძნობებს ნუშის ხის მსგავსად ააფეთქებს და გაფურჩქნის.
____________________________________
არ ვიცი, მინდოდა რაღაც განსხვავებულის დაწერა... რაღაც ისეთის რაც თავში მიტრიალებს და სათქმელი მაქვს, ჰომ და ამით გამოვხატე ჩემი სათქმელი... ველი თქვენს აზრებს და შეფასებებს
სიყვარულით- მემე
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: მემე9405
ნანახია: 1253 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
მართლა ძალიან კარგად თქვი და გამოიტანე შენი სათქმელი ამ ყვითელ ფურცლებზე,მომწონხარ მართლა,ყოჩაღ მარიამ.დიახ ნნაადრევად თუ ვინმე გაიფურჩქნება ბრძოლაც სიფრთხილეც დიდი მართებს.
avatar
0 Spam
2
დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო!!! <3
avatar
0 Spam
3
გადასარევი იყო, იმაზე კარგი ვიდრე წარმომედგინა.❤❤❤
avatar
0 Spam
4
უღრმესი მადლობა, ჟანნეტ! <3
avatar