ფერები
10.04.2016, 22:10
[c]ფერები
ნუთუ შეიძლება ფერებით განვასხვავოთ ერთმანეთი? მე არ შემიძლია გიყურო შენ, შენში არსებული წითელი ფერი საოცრად მთრგუნვს, მამძიმებს და ზიზღს მგვრის, უბრალოდ არ შემიძლია შენი ჭყარტალა ხასიათის ატანა... ჩემი მყუდროება ირღვევა, სრულიად მაცამტვერებ, თუმცა რაოდენ საზიზღარი არ უნდა იყო საოცრად მომწონს მწვანე ფერში არეული წითელი.. ჩემი ხასიათი მწვანეა... მშვიდი და კომფორტული... ვერ გავიგე მომწონს სიმშვიდეში შემოპარული არეულობა თუ არა... ვერ გავიგე მძულს ყველაფერი რაც ყურადღებას იქცევს თუ არა? ვერც იმას ვხვდები რა უნდა გავაკეთო მომავალში? გადავრაზო დარაბები და უფლება არ მოგცე ჩემში შემოხვიდე? არა, ეგეც არ შემიძლია, არ მყოფნის საამისო ძალა... ვერ ვეწინააღმდეგები ამ ფიქრებს, ერთი სიტყვით შეიძლება მითხრა ფიქრი რისი მაქნისია მას რა შეუძლიაო, თუმცა შენზე ფიქრები უმაქნისები სულაც არ არიან , ყოველ შემთხვევაში მე ისე დამაბრმავა კაშკაშა წითელმა ფერმა ახლაც მეწვის თვალები და სიმწვანესაც ვეღარ აღვიქვამ ჩემს თავში... სხვა ფერები თითქოს განადგუდნენ, წაიშალნენ და მხოლოდ ამ ორი ფერის ჭიდილი წყვეტს ჩემს სულში ყველაფერს და მაინც, ვერ წყვეტს...
მწვანე კარებზე წითელი ზარი რეკავს და საოცრი გრძნობა მიპყრობს, ვიცი წითელი ვარდები დამხვდება მწვანე ეკლებით და საოცარი სურნელით გამაბრუებს... ჩემი იმედები მართლდება, ვარდები მხვდება იასამნის სურნელით და გვირილის ფოთლით... მწვანე ეკლები კი ჩემს თითებს ემუქრებიან... არც აყოვებენ წითელი სისხლის წვეთები მწვანე ხალიჩაზე...
ისევ იჭრება შენი სიწითლე ჩემს სიმწვანეში და ზუსტად ვიცი ეს დღე არ იქნება მშვიდი და წყნარი, როგორც მე ვგეგმავდი, ყოველთვის მირღვევ მყუდროებას, მაგრამ მომწონს ხეტიალი გარეთ, მომწონს ბოლო ხმაზე სიმღერა ქუჩაში და არაფრად ჩაგდებული ხალხის მზერა ამოუცნობი ფერის... მომწონს ხელი, რომელიც ჩემს ხელს ჩაბღაუჭებია, ძალით მიმათრევს და ნებით ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევს, მომწონს რიტმულ მუსიკაზე ნაზად აყოლილი ჩემი უძრავი სხეული და ყვავილების ორფერიანი თაიგული, სხვა ფერები ხომ ჩვენთვის მეორე და კიდევ ვინ იცის მერამდენე ხარისხოვანია.... მომწონს ყველაფერი რასაც მაშინ ვაკეთებ, როცა შენ ამირევ გონებას და მე სადღაც იკარგება... შეიძლება სულაც არ იკარგება და შენ გაბრალებს ყოველ ჩადენილ სისულელეს რაც მისთვის ირეალურია ან კიდევ სისუსტის გამო ჩაუდენელი... და მაინც, ფერები განაგებნ ჩევენს თავს ყველაფერს? რა დონემდე უნდა მეზიზღებოდე რომ მაინც მომწონდეს ეს არეული სულის მდგომარეობა? ეგოისტურად მიხარია ის რომ შენ ჩემი არ გჯერა, არცერთ ჩემს გულიდან წამოროშილ სიტყვებს არ უჯერებ და არ მტოვებ, ბოლო ხმაზე გიყვირი რომ მძულხარ, მანადგურებ და მჭირდება რომ წახვიდე, თუმცა შნ თითქოს არც გესმის, თითქოს ვერ ხედავ ჩემს სისასტიკეში გადასულ სილუეტს და უფრო მეტად იზრდება წითელი ფერი ჩემს სიმწვანეში... თუმცა არც კი ვიცი რას გავაკეთებდი ჩემი რომ გესმოდეს და მაფასებდე, ალბათ მოვკვდებოდი, დავიღრჩვებოდი ამ სიმწვანეში და არ გამაცოცხლებდა შენი ჭყარტალა ხასიათი...
ალბათ ვერასოდეს გავიგებდი მწვანე კარზე წითელ ზარს როგორ რეკავ და როგორ ტოვებ წითელ ვარდებს მწვანე ეკლებითა და გვირილის ფოთლებით, რომელთაც იასამნის სუნი სდით....
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 954 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar