ყველა ბილეთი გაყიდულია
06.03.2019, 12:31
-ვინ შეგიყვარდა ?! ....
ადამიანი იფიქრებდა წინასწარ მოილაპარაკეს,ინტონაციაც და სახის გამომეტყველებაც შეათანხმეს და ელოდნენ როდის გაიგებდნენ ახალ ამბავს, რომ მეგობრისთვის ეს კითხვა ერთნაირად დაესვათო,არადა მათი დიდი ნაწილი ერთმანეთს ნორმალურად არც კი იცნობდა,არც წინასწარ სმენოდათ რაიმე იმ ამბავზე, რომლის გამხელასაც მათთვის იმ საღამოს ბიჭი გეგმავდა და მითუმეტეს ერთ ოთახშიც არ იყვნენ შეკრებილნი,რომ გეთქვა ერთმანეთს ინტონაციასა და გამომეტყველებაში მიბაძესო,ისე, როგორც ამას თითოეული ფეხის ნაბიჯზე აკეთებდნენ და სხვისი არა მხოლოდ აზრით, არამედ ცხოვრებითაც დაინტერესებულნი ისე ეშვებოდნენ მატერიალიზმისა და პრაგმატულობის ჭაობში, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობას ლექსიკონში ამოკითხვის შემდეგაც კი ვერ იაზრებდნენ.
.....
-ღადაობ ტო ? ნათიას დაქალია...გვარს ვერ ვიხსენებ...ნათია როგორ არ იცი ?! აი ის მაშინ რომ გურიკასთან....ხო,ხო ეგ. როგორ ფიქრობ მაგ გოგოს დაქალი რანაირი უნდა იყოს..
....
-აუ კაი რა...რანაირი ფეხები აქვს ვერ ხედავ ?! ან ყბა რატო აქვს ზედმეტად გამოყოფილი ?!.. მგონი თავი ტანთან შედარებით ზედმეტად დიდი აქვს,სახის კანი კი ისეთი უხეში ....მაკიაჟით რას გავს და უმაკიაჟოდ წარმოდგენაც არ მინდა.ნებისმიერ წამს მაგაზე ასჯერ უკეთეს გოგოს დაკერავს შენი გარეგნობის ბიჭი. დამიჯერე რა ... როგორც გოგოს ,ისე დამიჯერე.
.....
-ბიჭო,გიომ დამირეკა ახლა და მითხრა ჩვენი **** ძმაკაცი ნათიას დაქალს აეკიდაო... შენ რა სულ გამოშტერდი ? არ იცი მაგ გოგოს რანაირი წრე ყავს?!.. არა ეგ კი მაგათთან ერთად არასდროს მინახავს, მაგრამ ნათიასთან ერთად თუ იჩითება ლოგიკურია მაგის **** დაქალების ნაირი იქნება. ცოტა მოგონდი შეჩემა
......
-აუ ღადაობ ხო ? არა,არა, ნამდვილად მეღადავები..... ვინ გევასება ? გარეგნობა არ გაიმეტა ღმერთმა და გემოვნება მაინც მიეცა მაგ უბედურისთვის... ნეტავ გამაგებინა ეს "მაიკა" სად დაითრია...ეს შარვალი კი ზედ შეახმა უკვე იმდენი ხანია აქვს...საინტერესოა რეცხავს მაინც ?!....კარგი ხო, გვეყოს ღადაობა ახლა ის მითხარი რეალურად ვინ მოგწონს ამ გომბეშოს თავისი გაჭირვებაც ეყოფა.
.......
- აზრზე ვარ ვისზე მელაპარაკები, მაგრამ სად გაჩითე ან რათ გინდა ვერ ვხვდები ,შეიძლება ცუდი გოგო არ იყოს, მაგრამ რაღაცნაირი მუდო ტიპი ჩანს.
......
-ელენიკომ დამირეკა,ნანკას უთქვამს ლექსომ მომწერა რომ ჩემს ყოფილს გიორგი აეკიდაო...დაიცა,არ იცოდი ეგენი რომ ხვდებოდნენ ?....არა,რა სერიზულად ხო იცნობ ლექსოს...კარგი ,გასაგებია,ყველამ ვიცით რომ რაღაცეებს აბუქებს ხოლმე მაგრამ მაგის დასაცინს ნუ გაიხდი თავს რა... ხვალვე მოგიყვან ას მაგაზე უკეთეს გოგოს.
.......
-წიგნის ჭიები თუ გიზიდავდნენ არ ვიცოდი ძმაო.... მგონი კარგი გოგოა მაგრამ შენი შესაფერისი არ არის რა გიუშ....რაც არ უნდა მაგარი იყოს შორიდანაც კი გატყობთ რომ სხვადასხვა პლანეტაზე ხართ და მერე ყველაფრის ცუდად დასრულებას სჯობს ახლავე დაიკიდო.
......
-უსაბუთო გიჟია..
-არა,ცუდი არ არის მაგრამ....
-მგონი ჭკვიანი უნდა იყოს..
-ჭკვიანი?
-არა არ გინდა...
-უბრალოდ აგეკვიატა
-ბევრად უკეთესს იმსახურებ
-მარიამმა თქვა ძალიან მაგარი ადამიანიაო,მაგრამ ამდენი ადამიანი ტყუილს ხომ არ იტყოდა ?!
-ანის შემდეგ მაგ გოგოში რამ მოგხიბლა
-რავიცი რა უჭირს კარგია,გააჩნია რისთვის გინდა
-წავა რა...ჩერეზ რეზოთი ვიცნობ
-რუსკას დაბადების დღეზე გავიცანი,სამი საათი ისე იჯდა ხმა არ ამოუღია
-მე კიდევ თორნიკემ გამაცნო,იმდენს ლაპარაკობდა სიტყვა ვერ ჩავაკვეხე
-ცოტა დაბნეულია
-დაბნეული კი არა გიჟია
-გიჟი კი არა უნიკალურია
-უნიკალური კი არა ჩვეულებრივია
-ერთი მაგისიც რა...
............
არ მახსოვს ზუსტად როდის გადავწყვიტე, რომ ამ წარმოდგენაზე დასწრება მსურდა,ვერც იმას ვიხსენებ როდის მივაკითხე თეატრის სალაროს ბილეთების შესაძენად.ალბათ იმიტომ ვერ ვიხსენებ, რომ ვხვდები მსგავს "საჩუქარს" საკუთარ თავს არასდროს გავუკეთებდი.ანდაც რა მნიშვნელობა აქვს იმაზე ფიქრს როდის ვნახე ქალაქის ცენტრში გამოკრული აფიშა ,როდესაც უკვე დიდიხანია დარბაზში ვზივარ და რიგებს იმის იმედით ვიცვლი, რომ შესაძლოა ოდნავ უკნიდან, ან ოდნავ წინიდან სხვანაირად შევძლო იმ სპექტაკლის დანახვა,რომელსაც ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს ჩემს გარდა.თავიდან,როდესაც შევნიშნე, რომ მოსაწყენი იყო და ამ სპექტაკლზე არაფერი მესაქმებოდა ვიფიქრე, რომ არ უნდა შემემჩნია,სხვებისთვის სიმყუდროვე არ უნდა დამერღვია,ჩუმად უნდა ვმჯდარიყავი და თამაშის დასრულებას დავლოდებოდი,მაგრამ ცოტახანში მივხვდი,რომ ის რაც რამდენიმე საათის წინ უნდა დასრულებულიყო უკვე მეთვრამეტედ იწყებოდა ,მსახიობები ამას ისეთივე მონდომებით და გატაცებით აკეთებდნენ თითქოს სცენაზე პირველად იდგნენ,მაყურებლები კი ყოველი დასასრულისას ტაშს ისე უკრავდნენ თითქოს დარბაზში წლების კი არა, რამდენიმე წამის წინ შემოპარულიყვნენ.თავიდან, როდესაც ადგილის შეცვლა გადავწყვიტე მხოლოდ ორ, გვერდით მჯდომ ადამიანში გამოვიწვიე უკმაყოფილება,შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ ერთი და ორი სკამით გვერდით გადაჯდომა არ მყოფნიდა და რიგი უნდა დამეტოვებინა, თავდაპირველ ორ კაცს კიდევ ათი დაემატა და ჩურჩულით,ბუზღუნით,გულში გინებით და მოღუშული სახეებით გამიშვეს ჩემი ადგილიდან.უკანა რიგიც ისეთივე მოსაბეზრებელი აღმოჩნდა,როგორც შუა და შუაც ისეთივე, როგორიც წინა,ამიტომ მივხდვი, რომ ჩემი დარბაზში დარჩენა სრული უაზრობა იყო და ისეთი შემართებით დავიძარი კარისკენ, თითქოს მის ადგილას უბრალო,კედელზე მიხატული დეკორაცია არ ყოფილიყო და საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში, რომ მის შეღებას შევძლებდი,ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამთ და ხელით მაინც ხომ უნდა შევხებოდი, რომ მის სიყალბეში დავრწმუნებულიყავი,ამან და ჩემმა მოუქნელობამ მცირე ხმაური გამოიწვია, რამაც არსებულ ათ კაცს კიდევ ათი დაუმატა და ახლა ოთახში, რომელიც წინანდელზე ბევრად პატარა და ჩამუქებული მეჩვენებოდა უკვე ოცი უკმაყოფილო ადამიანი უცდიდა ჩემს პირვანდელ ადგილას დაბრუნებას.შემდეგ კი ისე სწრაფად განვითარდა ყველაფერი, რომ ვერც ვიხსენებ მოვლენების ზუსტ თანმიმდევრობას დეკორაციული კარის შეღების მცდელობის მომენტიდან ,თეატრის მსახიობად გახდომამდე.მოვლენების თანმიმდევრობას ვერა მაგრამ იმას კი ვიხსენებ, რომ ყოველჯერზე არსებულ უკმაყოფილო მზერას კიდევ ათი ახალი ემატებოდა და საბოლოოდ ასე აღმოვჩნდი არა თუ მაყურებელი ,არამედ მონაწილეც კი იმ სპექტაკლისა, რომელიც ასე მოსაბეზრებლად მეჩვენებოდა.
ჩემს საგრიმიოროში,რომ შეიხედოთ იმაზე მეტს ტანსაცმელს ნახავთ, ვიდრე მსოფლიოს ყველა თეატრში ერთდროულად.დაახლოებით იმდენს, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე.ადამიანებისთვისაც კი, რომლებსაც ჯერ არ შევხვედრილვარ და შეიძლება ვერც ვერასდროს შევხვდე ფორმები უკვე მზად არის,მხოლოდ და მხოლოდ იმისტომ, რომ თავიდან ავირიდო უხერხული სიტუაციები და იძულებული არ გავხდე მათ წინაშე იმ ტანსაცმლით წავრსდგე ,რომლითაც ერთ დროს დარბაზში ამაყად შემოვაბიჯე.იმ ტანსაცმლით,რომელიც ათასობით ფორმას შორის იმალება და რომელიმე მათგანის გადაფარვის სურვილიც არ აქვს.
ერთი და იგივე თეატრი,ერთი და იგივე სპექტაკლი,ერთი და იგივე მაყურებელი და ამდენი განსხვავებული როლი,ამდენი განსხვავებული გრიმი და ამდენი განსხვავებული კოსტიუმი.ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის ბედნიერება იმაშია რომ რიგებში მჯდომი ადამიანებიდან ერთ-ერთი არ ვარ თუ იმაში რასაც იქ მსხდომი ადამიანები მიიჩნევენ ბედნიერებად.იქნებ სჯობდა მეც დავრჩენილიყავი მათსავით ჩემთვის განკუთვნილ ადგილას და გამუდმებით ერთი და იმავე სპექტაკლის ყურებაში მეპოვნა ბედნიერება.
...........
-"ვინ გიყვარს ?!"
გადაიკისკისეს გოგოებმა და როდესაც მეგობრის გაკვირვებულ სახეს თვალი შეავლეს მობილური ქალაქის მეორე ბოლოში მყოფ დაქალთან დასაკავშირებლად მოიმარჯვეს.
-ღადაობ ხო?გურიკას ძმაკაცია...გვარს ვერ ვიხსენებ...გურიკა როგორ არ იცი ?! აი ის მაშინ ნათიასთან რომ....ხო,ხო ეგ. როგორ ფიქრობ მაგ ბიჭის ძმაკაცი რანაირი უნდა იყოს.....
.............
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Salomina
ნანახია: 279 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar