ყველაფერი მოჩვენებითია
03.07.2017, 19:20
ერთ მშვენიერ დღეს , როდესაც ქუჩაში ვსეირნობდი ვუსმენდი სიმღერებს,
ვაკვირდებოდი ჩემს ირგვლივ მყოფნ ადამიანებს,ვფიქრობდი ყველაფერი
ისე ეწყობოდა თითქოს და,რომელიღაც პერსონაჟი ვიყავი ფილმიდან.
როდესაც დეტალებს აკვირდები შენ ხვდები ,რომ ყველაფერი მოჩვენებითი ხდება.
დიდ ხნიანი მარტო სიარულის შემდეგ მე სიმშვიდე ვიგრძენი .
დამაინტერესა თვითეულმა დეტალმა და კითხვებზე პასუხს ქვეცნობიერი მცემდა,
თუ რა არის ცხოვრება ეს ყველაფერია თუ არაფერი ?
ამ დროს ქუჩაში ლამაზი კადრი დავინახე ,რომელმაც უცნაური აურა შემიქმნა.
რათქმაუნდა ცხოვრება მშვენიერია მაგრამ სამწუხაროდ მოჩვენებითი.
ერთ დღეს რაღაც გვიხარია მეორე დღეს შესაძლოა თავი მოვიკლათ.
როდესაც ავტობუსში ჩავჯექი ვფიქრობდი იმ ადამიანებზე ,
რომლებიც ყოველდღიური და ერთფეროვანი ცხოვრებით
ცხოვრობენ .
მათ არაწუხებთ ზედმეტი კითხვები ისინი მხოლოდ იმას უყურებენ
რაც მნიშვნელოვანია მათთვის.
შემდეგ მივხვდი იმ აგებულებას , რომ უბედნიერესი ადამინი ვიყავი,
იქედან გამომდინარე , რომ ვაკვირდებოდი ყველა უმნიშვნელო დეტალს.
როდესაც ვფიქრობდი თუ როგორი ბედნიერი ოჯახი მეყოლება მომავალში,
ჩემი ოცნებებიც მაბედნიერებდა მიუხედავად იმისა , რომ არაფერი
საშუალება მქონდა განმეხორციელებინა , მაგრამ მომავალში
აუცილებლად განვახორცილებდი.
შემდეგ წამიერად ყველაფერი გაჩერდა.
მაგრამ არც არაფერი დაწყებულა , რომ გაჩერებულიყო.
ავტობუსი არც არსებობდა არც სახლში მივდიოდი,
ავარიის შედეგად გზაზე ,,ვეგდე''
და მიხვდი , რომ ყველაფერი მოჩვენებითი იყო.

 
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: neomrx999
ნანახია: 951 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar