რაღაცნაირი შემოდგომა

09.11.2017, 19:47 | |
შემოდგომა? აი, "რაღაცნაირი" სეზონია ვერ ვიტყვი, რომ ჩემეული, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცივი , ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული. აი, უბრალოდ "რაღაცნაირია". ხო, დიახაც "რაღაცნაირი". აი, შემოდგომა ის სეზონია, რომელიც ყოველ წელს ჩემში რაღაც გარდატეხას ახდენს, მძენს რაღაც ახალს, ან საერთოდ მაკარგვინებს რაიმეს, მაკარგვინებს ჩემთვის მნიშვნელოვანს, მაგრამ გაგიკვირდებათ და ბედნიერებითაც მავსებს. ამ დროს ჩემში იღვიძებს, ვიღაც ახალი პიროვნება და ამ "რაღაცნაირი" სეზონის დასრულებისთანავე უკვალოდ ქრება. ქრება და გიტოვებს ტკბილ-მწარე ნიჰილისტურ მოგონებებს, და მეც მეტი რაღა დამრჩენია?! შემდეგ შემოდგომამდე ვსაზრდოობ ამ, ჩემი ტკბილ-მწარე მოგონებებით, ვიზოგებ მას და ვაგრძელებ ცხოვრებას(1 წელს) მისი გამოლევის შიშით. მეშინია საშინლად მეშინია იმის რომ ჩემი პირადი "ნარკოტიკი"(შემოდგომის ტკბილ-მწარე მოგონებები) მომავალი 1 წელი არ მეყოფა და ბრახ, დავეცემი მიწაზე, დამთავრდება ჩემი "კაიფი". "ლომკის" მეშინია და ამ დროს შეიძლება მოვკვდები კიდეც. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ჰეტეროქრომის სინდრომით დაავადებული გოგონა, წარმოიდგინეთ?!(ვიცი რომ არა) ნეტა იცოდეთ, რაოდენ დიდ სიამოვნებას მგვრის, რაღაც უკიდეგანო სილამაზის და უკიდეგანო სიმახინჯის წარმოდგენა, მთელს ტანში სიამოვნების ჟრუანტელი მივლის. მეშინია, რომ ვეღარ წარმოვიდგენ ამ საოცრებას და მოვკვდები. მოვკვდები მარტო, ჩემი "რაღაცნაირი" შემოდგომის გარეშე. | |
ნანახია: 783 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | |
სულ კომენტარები: 2 | |
| |