რას ფიქრობთ სიყვარულზე
05.01.2019, 01:56
სიყვარული? როცა ამაზე ვფიქრობ რაგაც გრძნობა მეუფლება ხანდახან მგონია რომ ეს საერთოდ არ არსებობს ვფიქრობ რომ ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ ეჩვევიან და ამას ეძახიან სიყვარულს სიყვარული, არ ვიცი უბრალოდ რავთქვა მაგრამ ვხვდები რომ გოგო რომელიც მაგალითად 19 წლის ასაკში დაოჯახდა და ცოლად ერთ მამაკაცს გაყვა და მალევე განქორწინდა ეს უბრალოდ შეჩვევის ამბავია და არა სიყვარულიის, მაგრამ სიმართლე გითხრათ არვიცი როგორია სიყვარული, მიუხედავად იმისა რომ ჩემ ცხოვრებაში იყო და არის ბევრი თაყვანისმცემელი  ვერცერთისგან ის ვერ ვიგრძენი რასაც ნამდვილად ვუწოდებ სიყვარულს, თუმცა სიყვარული ჩემს წარმოსახვასა და ოცნებაში სხვანაირია  ეს რაღაც ჯადოსნურია ჩემი აზრით სიყვარულს არ აქ საზღვრები არ არსებობს შეზღუდვები არ არსებობს შიში და არ არსებობენ სხვა დანარჩენი ადამიანები, არ არსებობს განსხვავებული აზრები  ან სხვისი აზრები, მაგალითად ეს არ შეიძლება, დაუშვებელია, შენი შესაფერისი არ არის, ან შენი ღირსი არ არის, ჩემი აზრით სიყვარულს მხოლოდ ერთი აზრი აქვს, ის რომ არავის აზრი არაა მნიშვნელოვანი  საკუთარი აზრისა და შეხედულებების გარდა, რადგან სხვისი აზრების ყურის გდება ურთიერთობას აფუჭებს და ბადებს ეჭვს იქნებ მართალია? იქნებ ვცდები? მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ნდობაა თუ არ მიენდობი საყვარელ ადამიანს ვერასდროს გაიგებ  შეცდი თუ მოიგე შენი გადაწყვეტილებით. ამიტომ  ამის გაგებას ჯერ ნდობა და შემდეგ დრო სჭირდება. სიყვარული დაბრკოლებების  და კამათის გარეშე არ არსებობს თუ არ იჩხუბებთ და შემდეგ ტკბილად არ შერიგდებით ეს სიყვარული არა, სიყვარულს ხანდახან ჩხუბიც უხდება, და გაბუტვებიც. ვერასდროს განსაზღვრავ თურმე
მომავალს ვერასდროს გათვლი რა მოხდება ხვალ, ცხოვრება ისეთ დროს დატრიალდება საერთოდ რომ არ ელი.  შანს ყველა იმსახურებს,  სიყვარული ყველგან და ყველაფერშია  მთავარია კარგად დავაკვირდეთ და როცა ვიპოვით ოცნების სამყაროში შევძლებთ შევაბიჯოთ, მერე რა რომ ერთხელ არ გაგიმართლა ორჯერ, ყველაზე ლამაზ ბრილიანტსაც კი ღრმად ძებნა ჭირდება, და როცა დანიშნულების ადგილს მივაგნებთ ბრილიანტების სამყაროში შევაბიჯებთ სადავ ყველაფერი ბრჭყვიალებს, და ყველგან სინათლეა, ეს კი ნამდვილად დიდი საგანძური და დიდი ბედნიერებაა სიყვარულს არ სჭირდება ბევრი ფიქრი და განმარტება უნდა გაყვე იქამდე სადამდეც წაგიყვანს,
დაა თქვენ რა აზრის ხართ?
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: tamcho1995
ნანახია: 99 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar