რატომ ვყვებით წვრილმანებს?!- სალომე ფროდიაშვილი
01.04.2019, 18:32
ზედმეტი საუბარი ყველაზე საშინელი მანკიერებაა, რაც შეიძლება გააჩნდეს ადამიანს. მიყვარს საუბარი და საუბრის მოყვარული ადამიანებიც ძალიან მიყვარან; მაგრამ ზედმეტი საუბარი და ბევრი საუბარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩემო მეგობარო.
ბევრი საუბრის დროს ის, ვინც გვესაუბრება, გამოხატავს ჩვენდამი პატივისცემასა და უსაზღვრო ნდობას, ისევე, როგორც სიყვარულს, რადგან საუბრის დროს, თუნდაც იმაზე საუბრობდეთ, რომელი ამინდი მიგაჩნიათ ყველაზე მშვენიევრად, ყოველჯერზე იმ ადამიანს, რომელსაც რაიმეს ვუამბობთ, ამით ჩვენ ვეუბნებით მას, რომ მე გენდობი შენ და გაძლევ საშუალებას, დაინახო ჩემი შინაგანი სამყარო, ვგულისხმობ სული. სულის შეცნობა კი, ჩემო მეგობარო, წვრილმანების მოყოლით შეიძლება, რადგანაც, შეუძლებელია, ადამიანი იყო და წინასწარ დაგეგმო წვრილმანები, ის წვრილმანები, რომელთაც თითქოს უმიზეზოდ ვყვებით, შესაძლოა არც ვიცოდე ამას რატომ ვაკეთებ, ან ფიქრობდე, რომ საერთო ენის გამონახვას ცდილობთ, ისე, შეიძლება ასეც ვუწოდოთ ჩვენს ამავდროულად გაუაზრებელ, მაგრამ ჩვენი სულიერი მოთხოვნილების ბუნებრივად დაკმაყოფილების ასეთ ჟინსა და წყურვილს. ჩვენ კი, როგორც ვამბობდი, ყოველ ჯერზე, იმ ადამიანს, რომელსაც რაიმეს ვუამბობთ, ამით ჩვენ ვეუბნებით მას, რომ მე გენდობი შენ, და გაძლევ საშუალებას, დაინახო ჩემი შინაგანი სამყარო, მგულისხმობ- სული. ისინი კი, ვისაც ამას ვეუბნებით, მოსვენით გვამცნობენ, რომ ღირსნი არიან, იმ ალიაქოთის დალაგების უფლება მივცეთ, ჩვენს სულში რომ სახლობს. ხოლო თუ ისიც გვპასუხობს საუბარზე, დამიჯერე, ეს ყველაზე საოცარი შვებაა, ჩემო ერთგულო მეგობარო, ყველაზე საოცარი, რადგან ჯერ არაის დაუბრუნებია პასუხი ჩემს საუბარზე, მხოლოდ მოსმენა უყვარს ხალხს ჩემი, და ისიც არ ვიცი, რატომ: იმიტომ, რომ შენი ყველაზე ძლიერი მხარეები დაინახვონ, რათა შეგიყვარონ ისეთი თავდავიწყებით, როგორც შენ გიყვარს ისინი, თუ იმისთვის, რომ ყველაზე სუსტი წერტილები გიპოვნო, იმისთვის, რომ ერთ დღეს ფეხი დაგადგან და ისე გაგიჭყლიტონ შენი სულელი, გულიბრყვილო, მაგრამ სიცოცხლით სავსე გული, როგორც აბაზანის კუთხეში მიმწყვდეული პატარა ხოჭო და სიყვარულის ცეცხლით აალებული ჩაგიქრონ და მის ადგილას მარადიული სიცივე და სიცარიელე დაგიტოვონ რძისფერ ნისლში გახვეული და მისტიურ ფიქრებში გადაკარგული...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: twinekssa
ნანახია: 184 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar