სასტუმრო
05.08.2018, 12:29
ცისფერი ტალღები ნაპირს ეხეთქება და გულის რევის შეგრძნებას იწვევს.
ცისფერი ოკეანე, რომელიც სახელის და მიუხედავად არაა წყნარი.
ოკეანე, რომელიც ათასობით საიდუმლოს და სხეულს იჭერს, თითქოს და ისინი მისი შვილები იყვნენ, უფრო უკიდეგანოა ვიდრე კოსმოსი, თუცა არც ისეთი უკიდეგანო, როგორც ადამიანის თვალები და გრძნობები, რომლებსაც ასე მალავს.

****

„სასტუმრო: კარები ყოველთვის ღიაა ახალი ტკივილისთვის“

ტკივილი სიცარიელის მეზობელია, ერთმანეთს ხშირად ხედავენ. ბოლობოლო კარის მეზობლები არიან, მართალია უკვე დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვთ კარგი ურთიერთობა.
ხანდახან, როდესაც ტკივილი გარეთ გამოვა სიცარიელეც მალე მოყვება.
სინამდვილეში ტკივილს შეყვარებული ჰყავს და მის სანახავად მიდის ხშირად, რაზეც სიცარიელე ეჭვიანობს. დიდიხანია ის მოსწონს მაგრამ მიახლოებას ვერ ბედავს, ეშინია ერთმანეთში არ შეერიონ.
ტკივილის შეყვარებული, არც ისეთი ლამაზია, დეპრესია ჰქვია და ის მის დაბლა სართულზე ცხოვრობს.
სასაცილო გრძნობების სამკუთხედია.
კიდევ ბევრი ოთახია ამ სასტუმროში დაკავებული, თუმცა მათ ოთახებიდან გამოსვლა არ უყვართ. ეშინიათ ტკივივილის.
საბოლოოდ ტკივილი და დეპრესია ერთად სახლდებიან. როგორი, აუტანელიც არ უდნა იყვეს სიცარიელე რამდენიმე წელი უძლებს.
საბოლოოდ მაინც ყრის მათ სასტუმროდან. ვერ უძლებს მათ ერთად ყოფნას, მათ გრძნობებს, რომელიც სასტუმროს ანადგურებს.
სასტუმროს კი სიცარიელე იკავებს.
მაცხოვრებელი, რომელიც კიდევ დიდი ხანი ცხოვრობს თავის საყვარელი ადგილას.
შუადღე იყო, როდესაც სასტუმროში ახალი კლიენტი შემოვიდა.
მალე სასტუმრო დაიხურა.

***

ოკეანემ კიდევ ერთი სხეული იტაცა და წლების განმავლობაში ჰყავდა დამალული თავის უფსკრულში.
ცდილობდა მშრალი სამყაროსგან დაეცვა. არ უშვებდა ნაპირზე, რომელიც ასე ელოდა.
უნდოდა თავისთვის ჰყოლოდა, როგორც საყვარელი, როგორც ახალი საიდუმლო.
ოკეანემ ახალი საიდუმლო შეიმატა, ცარიელი სხეული, რომელშიც აღარანაირი გრძნობა დარჩენილიყო.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: გიკი_გოგო
ნანახია: 224 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar